ქრისტიანული ფილოსოფია

აღსარებანი ნეტარი ავგუსტინე (წიგნი მეორე)

01/08/2017
By

the-confessions-of-st-augustineაღსარებანი ნეტარი ავგუსტინე (წიგნი პირველი ნაწილი 1)
აღსარებანი ნეტარი ავგუსტინე (წიგნი პირველი ნაწილი 2)

წიგნი მეორე

I

1. მე მინდა გავიხსენო ჩემი სიბილწე და ხორციელი ხრწნილება ჩემი სულისა, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ მიყვარს ისინი, არამედ იმიტომ, რომ შენ შეგიყვარო, ღმერთო ჩემო. შენი სიყვარულისადმი სიყვარულით ჩავდივარ ამას, და მწუხარებით გავცქერი გავლილ გზას, რომელიც ცოდო-ბრალითაა მოფენილი. მილხინე, უფალო, ჩემო ჭეშმარიტო ნეტარებავ, ბედნიერებისა და აუმღვრევლობის სიხარულო, მტკიცედ შეჰკარი ჩემი გაფანტული და დაქუცმაცებული არსება, შენი ერთობისაგან გამდგარი და სიმრავლის ამაოებაში ჩაკარგული [1]. ოდესღაც, ჩემი სიჭაბუკის ჟამს, მე ვიწვოდი განცხრომის მწველი სურვილით, რომელსაც ჯოჯოხეთი უფრო შეჰფერის სახელად, და არ შეუდრკა ჩემი სული იმას, რომ უკეთური სიყვარულის ყლორტები ამოეყარა და ბილწი ვნებების შამბნარით დაბურულიყო; ჩაქრა, ჩაიშრიტა ჩემი მშვენება, და ვიქეც ხრწნილებად შენი ღვთაებრივი მზერის წინაშე, მე – თავმომწონე და მოსურნე იმისა, რომ ხალხის თვალშიც მოსაწონი ვყოფილიყავი.

2. რა მანიჭებდა ნეტარებას, გარდა იმისა, რომ მყვარებოდა და მეც ვყვარებოდით? მაგრამ სული, ხარბად რომ დაეძებდა მეორე სულს, ვერ ახერხებდა სულიერი სიყვარულის სხივოსან ზღურბლზე შეჩერებულიყო. ოხშივარი ასდიოდა ხორციელ გულისთქმათა ჭაობს და დუღდა, თუხთუხებდა სიჭაბუკე ჩემი; ბილწი ვნებები ყომრალი ღრუბლებივით შემოსწოლოდნენ გულს, რომელსაც ამ ჯანღში ერთმანეთისაგან ვეღარ გაერჩია სიყვარულის ციური შუქი და გულისთქმათა მწველი ალმური. ორივენი ერთმანეთს ერწყმოდნენ, ერთად მძვინვარებდნენ ჩემში და თავის ნებაზე ათამაშებდნენ ჯერ კიდევ უნდილსა და უმწიფარ ჭაბუკს, რათა ვნებების მორევში ჩაერთოთ და ბიწიერების უფსკრულში დაენთქათ იგი [2].

იმძლავრა ჩემზე შენმა რისხვამ, მე კი არ ვიცოდი ეს. სმენა დამიხშო ბორკილის ჟღრიალმა, რომელიც ჩემმავე მოკვდავობამ დამადო; ამით უნდა გამომესყიდა სიამაყე ჩემი სულისა. სულ უფრო და უფრო გშორდებოდი, შენ კი არ მიკრძალავდი ამას. ღობე-ყორეს ვედებოდი, ვშფოთავდი, ვწრიალებდი და ფუჭად ვფლანგავდი ვნების სახმილით მბორგავ ძალას. შენ კი დუმფი. ო, ჩემო ნაგვიანევო სიხარულო [3], შენ დუმდი, როცა სულ უფრო და უფრო გშორდებოდი და ცოდვით დაცემული, თუმცაღა ჩემივე სიმდაბლით მოქადული და, იმავდროულად, სასოწარმკვეთი მოუსვენრობით გამოფიტული უხვად ვისთვლიდი ჩემი უმწეობისა და წუხილის ნაყოფს.

Read more »

სიკეთის და ბოროტების ქრისტიანული და სეკულარული გაგება

13/06/2017
By

Statues_of_The_archangel_Michael_is_weighing_their_souls,_Notre-Dame_Cathedral,_Paris_19_February_2007ავტორი: თეიმურაზ ბუაძე

 ( სტატია ჟურნალიდან “გული გონიერი”) 

სიკეთესა და ბოროტებას შორის მართებული არჩევანის გაკეთების უნარი ჩვენი მორალური ცხოვრებისა და, აქედან გამომდინარე, ადამიანური ყოფის საფუძველია. ამ უნარს „სიბრძნეს“ უწოდებენ. ადამიანები ძველთაგანვე ესწრაფვოდნენ მის დაუფლებას. ეს სურვილი გახდა ფილოსოფიის დაბადების მიზეზი და მასვე უნდა ვუმადლოდეთ თავად ტერმინ „ფილოსოფიის“ გაჩენასაც (ეს უკანასკნელი ორი ბერძნული სიტყვისგან: „ფილო“ და „სოფიასგანაა“ შედგენილი. პირველი სიყვარულს ნიშნავს, მეორე – სიბრძნეს). ანტიკური ცნობის თანახმად, პითაგორას, რომელიც დასავლური ფილოსოფიური ტრადიციის მამად მიიჩნევა, ერთხელ უთქვამს, რომ მას სიბრძნის ფლობის პრეტენზია არ გააჩნდა, თუმცა ცხოვრების უმთავრეს მიზანს მისკენ სწრაფვასა და სიყვარულში ხედავდა. სწორედ ამ კონტექსტში გამოიყენა პითაგორამ პირველად სიტყვა „ფილოსოფია“ და გასაკვირიც არ უნდა იყოს, რომ მას შემდეგ ეს ღრმა ეტიმოლოგიის მქონე ტერმინი ცხოვრების ეგზისტენციალური საზრისის ინტელექტუალური ძიებისა და ფუნდამენტური რელიგიური, სოციალურ-პოლიტიკური და კულტურული ფასეულობების დაფუძნების ხანგრძლივი ტრადიციის აღმნიშვნელი გახდა.

Read more »

სწავლება თავისუფლების შესახებ წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლეებში (1-3 ნაწილი)

06/06/2017
By

1000x700-Modica-San-Pietro-Statue-20150603-modicanoto70200_2500ავტორი- ნიკოლოზ ღონღაძე

წყარო: https://www.palamacentre.com

I-ნაწილი

 თავი I

  • 1.1  ცოდვის არსი წარმართულ ფილოსოფიაში

           

მსჯელობანი ცოდვის შესახებ ქრისტიანულ მოძღვრებაში სიახლე არ არის, ამის შესახებ ქრისტეს შობამდეც ბევრი დაწერილა. სანამ უშუალოდ წმინდა პავლე მოციქულის სწავლებებს წარმოვადგენდეთ, ზოგადად შევეხებით ქრისტეს შობამდე მოღვაწე წარმართ მოაზროვნეთა შეხედულებებს ამ საკითხზე, რაც მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც შევიტყობთ, თუ როგორ შეიძლება ეფიქრათ მოციქულის ეპისტოლეთა ადრესატებს,  ანტიკური კულტურის  მემკვიდრეთ – პირველ ყოვლისა, თავად წმინდა პავლეს მიერ წარმართულ ქვეყნებში დაარსებული ქრისტეს ეკლესიების მრევლს, ახლადმოქცეულთ წარმართობიდან ქრისტიანობისკენ. ვფიქრობთ, რომ წმინდა პავლეს ამის გათვალიწინება  აუცილებლად მოუწევდა.

Read more »

აღსარებანი ნეტარი ავგუსტინე (წიგნი პირველი)

28/02/2017
By

3249333776ნეტარი ავგუსტინეს “აღსარებანი” ლათინურ ენაზე ინგლისურენოვანი კომენტარებით იხილეთ ამ ბმულზე:

წიგნი პირველი 

ლათინურიდან თარგმნა და კომენტარები დაურთო ბაჩანა ბრეგვაძემ
წყარო

I

1. „დიდი ხარ შენ, უფალო, და ღირსი იმისა, რომ ყველა გაქებდეს: დიდია ძალა შენი და უსასრულოა სიბრძნე შენი“ [1]. და შენი ქება სურს კაცს, შენივე ქმნილებების უბადრუკ ნაწილს; კაცს, თავისი მოკვდავობით მოსილსა და თავისივე ცოდვით აღბეჭდილს, რომელიც მოწმობს, რომ შენა ხარ „მზვაობართა წინააღმდგომი“ [2]. და მაინც, შენი ქება სურს კაცს, შენივე ქმნილებების უბადრუკ ნაწილს. თვითონვე აღძრავ საიმისოდ, რომ შენი ქებით დატკბეს, რადგანაც შენთვის შეგვქმენი; და არ დაცხრება ჩვენი გული, ვიდრე არ განისვენებს შენში. მომეცი ძალა, უფალო, შევიცნო და მივხვდე, რითი დავიწყო: ჯერ გიხმო, ვიდრე ქებას შეგასხამდე, თუ ჯერ შეგიცნო და შემდეგ გიხმო? მაგრამ როგორ გიხმოს იმან, ვისაც ვერ უცვნიხარ? შენმა ვერმცნობმა შენ კი არა, შეიძლება სხვას უხმოს. ან, იქნებ, შენს შესაცნობად უმჯობესია ჯერ გიხმონ? „მაგრამ როგორ უხმობენ იმას, ვინც არა სწამთ? ან როგორ ირწმუნებენ მქადაგებლის გარეშე? და ადიდებენ უფალს მაძიებელნი მისნი“ [3]. მაძიებელნი ჰპოვებენ მას და მპოვნელნი ადიდებენ მას. მე  მოგძებნი, უფალო, შენი მხმობელი, და გიხმობ შენი მორწმუნე, რადგანაც შენი დიდება გვექადაგა ჩვენ. შენ გიხმობს, უფალო, ჩემი რწმენა, რომელიც მომეცი მე, რომელიც შთამაგონე მე შენი განკაცებული ძის მეოხებითა და შენი მქადაგებლის [4] მსახურებით.

_________________________________

[1] – ფსალმ. 144, 3; 146, 5.

[2] – იხ. იაკ. IV, 6; პეტრე V, 5.

[3] – რომ. X, 14; ფსალმ. 21,27.

[4] – ზოგიერთის კომენტატორის აზრით, აქ უნდა იგულისხმებოდეს ეკლესიის ერთ-ერთი უდიდეს მამათაგანი, მილანის არქიეპისკოპოსი ამბროსი მედიოლანელი (მილანელი; 340-397 წ.), რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ნეტარი ავგუსტინეს მოქცევაში.
Read more »

ჰუმანისტური ფასეულობები და გრიგოლ პალამას ღვთისმეტყველება

31/10/2016
By

palamaავტორი: გოჩა ბარნოვი

 (სტატია ჟურნალი “გული გონიერიდან”)

საინტერესო და მრავალგვარია ბიზანტიური ცივილიზაციის შემოქმედებითი გამოვლინება ფილოსოფიურ ასპექტში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი XIV საუკუნის ისიხასტური დავების პერიოდია და წმინდა გრიგოლ პალამას ბრძოლა ქრისტიანული ონტოლოგიის[1] დაფუძნებისათვის, რომელიც ქმნილი ადამიანის უქმნელ ღმერთთან თანაზიარების პრინციპს ეფუძნება. ამ მიზნის განხორციელებისას ბიზანტიური ფილოსოფია პიროვნებას, არსებასა და ენერგიებს შორის ფუნდამენტურ განსხვავებას უსვამს ხაზს. XIV საუკუნეში ბიზანტიაში წარმოშობილი დავა ფაქტობრივად წარმოადგენს დაპირისპირებასa და კონფლიქტს ორ განსხვავებულ პოზიციას შორის ღმერთთან, სამყაროსა და ადამიანთან მიმართებით, რაც ჩვენ ეპოქაშიც გრძელდება. ეს ძალიან კარგად ჩანს პალამას თეოლოგიიდან, რომელიც პატერიკული ტრადიციის ფუნდამენტურ პრინციპებს ეფუძნება. საუბარია კონფლიქტზე ჰუმანიზმსა და თეანთროპიზმს (God manhood, ღმერთადამიანობას) შორის. ჰუმანისტების აბსტრაქტული ღმერთი არაფრით განსხვავდება არაცოცხალი ღმერთისაგან. პირველი მეორის „წინამორბედია“. სწორედ ასეთი ღმერთის შემოყვანა სურდათ მათ XIV საუკუნეში ეკლესიის წიაღსა და გულში. თუმცა ამ დროს მართლმადიდებლურმა სამყარომ თავისი ძველი გზა შეინარჩუნა, რომელიც დასავლეთის გზისაგან განსხვავებული იყო, რადგან მიჰყვებოდა პალამას თეოლოგიას, სიღრმისეულად დაკავშირებულს პატერიკულ ტრადიციასთან. პალამას აზროვნების სტილი მხოლოდ „ტრიადოლოგიურია“, რაც ამ წმინდანის ანთროპოლოგიასაც განსაზღვრავს, რითაც ის, როგორც უკვე აღვნიშნეთ, წინა პერიოდის პატერიკული ტრადიციის ერთგული რჩება.

Read more »

თანამედროვე ფასეულობები და ქრისტიანობა

06/10/2016
By

14555972_10154580884773594_1407020025_nავტორი: თეიმურაზ ბუაძე

სტატია ჟურნალ ”  გული გონიერიდან” (N15 ნომერი)

სტატიის ასეთი სათაური თავისთავად გულისხმობს, რომ ჩვენი აზრით, თანამედროვე საზოგადოებაში გაბატონებული ფასეულობების დიდი ნაწილი შეუთავსებელია ქრისტიანობასთან. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ან არაქრისტიანული ბუნების მატარებელი არიან თავიდანვე, ან ქრისტიანული ფასეულობების რადიკალური დამახინჯების შედეგს წარმოადგენენ. აქედან გამომდინარე, ამ სტატიის მთავარი მიზანი სწორედ იმის გარკვევის მცდელობაა, თუ საიდან მოდის თანამედროვე საზოგადოების არაქრისტიანული და ფსევდოქრისტიანული ფასეულობები.

ადვილი მისახვედრია, რომ ფსევდოქრისტიანული ფასეულობები, ისევე როგორც ყველა უმართებულო ფენომენი, მხოლოდ ისეთ საზოგადოებაში იკიდებს ფეხს, რომელშიც ადამიანები ღმერთს შორდებიან. ასეთი ზოგადი დებულებების ჩამოსაყალიბებლად სულაც არაა საჭირო ქრისტიანული ფასეულობების არსში გარკვევა, მაგრამ თუ ამ უკანასკნელის განხილვით დავიწყებთ, ეს საშუალებას მოგვცემს ნათლად დავინახოთ, როგორ ყალიბდება არასწორი ღირებულებები ადამიანური ყოფის სხვადასხვა სფეროში.

Read more »

„განანათლე ხელი შენი დარტყმით“- ძალადობის წინააღმდეგ

11/07/2016
By

Bichevanie_Hrista._Siena_1275-80_Guido_da_Siena_34h46._Altenburg._Lindenau_Muzejრატომ მოუწოდებდა იოანე ოქროპირი ღვთისმგმობელთა ცემისკენ?

შეიძლება თუ არა, ქრისტიანმა ღვთის გმობის საპასუხოდ დაარტყას ადამიანს, თუ ზემოქმედების სხვა საშუალებები ამაო აღმოჩნდება? არაერთი წელია, ინტერნეტში ამ თემაზე კამათობენ. საკითხის ძალისმიერი გადაწყვეტილების უმთავრეს არგუმენტად, ჩვეულებრივ, იმოწმებენ იოანე ოქროპირის სიტყვებს — „განანათლე ხელი შენი დარტყმით“, „შემუსრე ბაგეები“, „სილა გააწანი“ — რომლებიც წმიდა მამამ სწორედ ღვთისმგმობელთა მისამართით წარმოთქვა. ზოგიერთი ქრისტიანისთვის ისინი მანუგეშებლად ჟღერს და ლამის პირდაპირ სანქციად იღებენ ძალის გამოსაყენებლად ყველგან, სადაც ღვთის გმობას დაინახავენ. სხვებს ყურს სჭრის და აცბუნებს ზნეობრივი გრძნობა, წმიდანის უმაღლესი ავტორიტეტის მიუხედავად.

Read more »

ეკლესიასტე

04/07/2016
By

 

104832120_men3ავტორი: დეკანოზი ალექსანდრე მენი
ამაო სიამეთა წადილის გამო ვკიცხავ ჩემს თავს, რადგანაც ჩავხვდი, ამა სოფლის შვებანი წამიერი სიზმარი ყოფილა.
ფ. პეტრარკა

თუ იობის წიგნი თავისი სულისკვეთებით ანტიკურ ტრაგედიებს უახლოვდება, მაშინ ეკლესიასტე შეიძლება მივიჩნიოთ სტოელთა და ეპიკურელთა მოძღვრების ძველაღთქმისეულ პარალელად. ზოგი ავტორი იმასაც კი ფიქრობდა – ეს წიგნი, რომელიც ესოდენ არა ჰგავს ბიბლიის სხვა ნაწილებს, უშუალოდ ბერძნული გავლენით შეიქმნაო. სინამდვილეში კი ეკლესიასტე წმინდა აღმოსავლური ქმნილებაა და მისი იდეების მსგავსება დასავლურ ფილოსოფიასთან უშუალო სესხების ჰიპოთეზის გარეშეც აიხსნება, ხოლო რაც შეეხება იმ წყაროებს, რომლებიც კვებავდნენ წიგნის ავტორის შეხედულებებს, ისინი პირქუშ ბაბილონურ სიბრძნეში უნდა ვეძიოთ.

Read more »

სულის უკვდავების შესახებ

01/06/2016
By

dc3e26e4-7d14-4666-8bd4-cd97779fdd26ფილოსოფიურ-რელიგიური შეხედულებები სულისა და მისი უკვდავების შესახებ

ავტორი: თეიმურაზ ბუაძე

(სტატია -ჟურნალ “გული გონიერი” დან)

ყველა ძველ ფილოსოფოსთან ვხვდებით მოძღვრებას ადამიანის სულის შესახებ, რაც საკვირველი არაა, რადგან ის პირდაპირ უკავშირდება უკვდავების საკითხს; ეს უკანასკნელი კი ადამიანური ყოფის ცენტრალური ეგზისტენციალური პრობლემაა. ძველ ეპოქაში ადამიანთა აბსოლუტურ უმრავლესობას სწამდა, რომ ისინი გარდაცვალების შემდეგაც აგრძელებდნენ არსებობას; ხოლო ის, რაც არსებობას აგრძელებდა, ცხადია, სული იყო. ამიტომაც ეს სიტყვა თითქმის ყველა ძველ კულტურაში, აღნიშნავს იმას, რაც ჩვენში არამატერიალურია, ხრწნას და დაშლას არ ექვემდებარება, ანუ იმას, რისი შეხება და შეხედვა არ შეგვიძლია, რაც უფორმოა და უსხეულო.

დასავლეთში პირველი ფილოსოფიური ხასიათის რეფლექსია სულისა და მისი უკვდავების შესახებ ძველ საბერძნეთში გვხვდება. ეს ბუნებრივია, რადგან ფილოსოფია პირველად სწორედ იქ წარმოიშვა. საზოგადოდ, ფილოსოფოსებთან ძალიან იშვიათად ვპოულობთ ერთსულოვნებას თვით ყველაზე ბაზისურ კითხვებზე. ამ მხრივ გამონაკლისი არც ძველი საბერძნეთი იყო. იქ უაღრესად განსხვავებულ შეხედულებებს ვპოულობთ ჩვენს განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით.

Read more »

მართლმადიდებელი ფუნდამენტალიზმი

13152763_1169361429761650_1007348031_nავტორი: გიორგი ე. დემაკოპულოსი. ისტორიული თეოლოგიის პროფესორი; ფორდჰემის უნივერსიტეტის მართლმადიდებელი ქრისტიანული კვლევის ცენტრის დირექტორი და თანადამფუძვნებელი.

მართლმადიდებელი ქრისტიანობის ერთ-ერთი ქვაკუთხედი მისი ეკლესიის მამათა თაყვანისცემაა, რომლებიც იყვნენ, არა მხოლოდ სიწმინდის მაგალითნი, არამედ თავიანთი დროის უდიდესი მოაზროვნეები. წმ. ბასილი დიდის, წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველისა და წმ. მაქსიმე აღმსარებლის ნაწერები იყო და ყოველთვის დარჩება მართლმადიდებელი ქრისტიანის ცხოვრებისა და რწმენის განუყოფელ გზამკვლევად.

Read more »