ქრისტიანული ფილოსოფია

თანამედროვე ფასეულობები და ქრისტიანობა

06/10/2016
By

14555972_10154580884773594_1407020025_nავტორი: თეიმურაზ ბუაძე

სტატია ჟურნალ ”  გული გონიერიდან” (N15 ნომერი)

სტატიის ასეთი სათაური თავისთავად გულისხმობს, რომ ჩვენი აზრით, თანამედროვე საზოგადოებაში გაბატონებული ფასეულობების დიდი ნაწილი შეუთავსებელია ქრისტიანობასთან. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ან არაქრისტიანული ბუნების მატარებელი არიან თავიდანვე, ან ქრისტიანული ფასეულობების რადიკალური დამახინჯების შედეგს წარმოადგენენ. აქედან გამომდინარე, ამ სტატიის მთავარი მიზანი სწორედ იმის გარკვევის მცდელობაა, თუ საიდან მოდის თანამედროვე საზოგადოების არაქრისტიანული და ფსევდოქრისტიანული ფასეულობები.

ადვილი მისახვედრია, რომ ფსევდოქრისტიანული ფასეულობები, ისევე როგორც ყველა უმართებულო ფენომენი, მხოლოდ ისეთ საზოგადოებაში იკიდებს ფეხს, რომელშიც ადამიანები ღმერთს შორდებიან. ასეთი ზოგადი დებულებების ჩამოსაყალიბებლად სულაც არაა საჭირო ქრისტიანული ფასეულობების არსში გარკვევა, მაგრამ თუ ამ უკანასკნელის განხილვით დავიწყებთ, ეს საშუალებას მოგვცემს ნათლად დავინახოთ, როგორ ყალიბდება არასწორი ღირებულებები ადამიანური ყოფის სხვადასხვა სფეროში.

Read more »

„განანათლე ხელი შენი დარტყმით“- ძალადობის წინააღმდეგ

11/07/2016
By

Bichevanie_Hrista._Siena_1275-80_Guido_da_Siena_34h46._Altenburg._Lindenau_Muzejრატომ მოუწოდებდა იოანე ოქროპირი ღვთისმგმობელთა ცემისკენ?

შეიძლება თუ არა, ქრისტიანმა ღვთის გმობის საპასუხოდ დაარტყას ადამიანს, თუ ზემოქმედების სხვა საშუალებები ამაო აღმოჩნდება? არაერთი წელია, ინტერნეტში ამ თემაზე კამათობენ. საკითხის ძალისმიერი გადაწყვეტილების უმთავრეს არგუმენტად, ჩვეულებრივ, იმოწმებენ იოანე ოქროპირის სიტყვებს — „განანათლე ხელი შენი დარტყმით“, „შემუსრე ბაგეები“, „სილა გააწანი“ — რომლებიც წმიდა მამამ სწორედ ღვთისმგმობელთა მისამართით წარმოთქვა. ზოგიერთი ქრისტიანისთვის ისინი მანუგეშებლად ჟღერს და ლამის პირდაპირ სანქციად იღებენ ძალის გამოსაყენებლად ყველგან, სადაც ღვთის გმობას დაინახავენ. სხვებს ყურს სჭრის და აცბუნებს ზნეობრივი გრძნობა, წმიდანის უმაღლესი ავტორიტეტის მიუხედავად.

Read more »

ეკლესიასტე

04/07/2016
By

 

104832120_men3ავტორი: დეკანოზი ალექსანდრე მენი
ამაო სიამეთა წადილის გამო ვკიცხავ ჩემს თავს, რადგანაც ჩავხვდი, ამა სოფლის შვებანი წამიერი სიზმარი ყოფილა.
ფ. პეტრარკა

თუ იობის წიგნი თავისი სულისკვეთებით ანტიკურ ტრაგედიებს უახლოვდება, მაშინ ეკლესიასტე შეიძლება მივიჩნიოთ სტოელთა და ეპიკურელთა მოძღვრების ძველაღთქმისეულ პარალელად. ზოგი ავტორი იმასაც კი ფიქრობდა – ეს წიგნი, რომელიც ესოდენ არა ჰგავს ბიბლიის სხვა ნაწილებს, უშუალოდ ბერძნული გავლენით შეიქმნაო. სინამდვილეში კი ეკლესიასტე წმინდა აღმოსავლური ქმნილებაა და მისი იდეების მსგავსება დასავლურ ფილოსოფიასთან უშუალო სესხების ჰიპოთეზის გარეშეც აიხსნება, ხოლო რაც შეეხება იმ წყაროებს, რომლებიც კვებავდნენ წიგნის ავტორის შეხედულებებს, ისინი პირქუშ ბაბილონურ სიბრძნეში უნდა ვეძიოთ.

Read more »

სულის უკვდავების შესახებ

01/06/2016
By

dc3e26e4-7d14-4666-8bd4-cd97779fdd26ფილოსოფიურ-რელიგიური შეხედულებები სულისა და მისი უკვდავების შესახებ

ავტორი: თეიმურაზ ბუაძე

(სტატია -ჟურნალ “გული გონიერი” დან)

ყველა ძველ ფილოსოფოსთან ვხვდებით მოძღვრებას ადამიანის სულის შესახებ, რაც საკვირველი არაა, რადგან ის პირდაპირ უკავშირდება უკვდავების საკითხს; ეს უკანასკნელი კი ადამიანური ყოფის ცენტრალური ეგზისტენციალური პრობლემაა. ძველ ეპოქაში ადამიანთა აბსოლუტურ უმრავლესობას სწამდა, რომ ისინი გარდაცვალების შემდეგაც აგრძელებდნენ არსებობას; ხოლო ის, რაც არსებობას აგრძელებდა, ცხადია, სული იყო. ამიტომაც ეს სიტყვა თითქმის ყველა ძველ კულტურაში, აღნიშნავს იმას, რაც ჩვენში არამატერიალურია, ხრწნას და დაშლას არ ექვემდებარება, ანუ იმას, რისი შეხება და შეხედვა არ შეგვიძლია, რაც უფორმოა და უსხეულო.

დასავლეთში პირველი ფილოსოფიური ხასიათის რეფლექსია სულისა და მისი უკვდავების შესახებ ძველ საბერძნეთში გვხვდება. ეს ბუნებრივია, რადგან ფილოსოფია პირველად სწორედ იქ წარმოიშვა. საზოგადოდ, ფილოსოფოსებთან ძალიან იშვიათად ვპოულობთ ერთსულოვნებას თვით ყველაზე ბაზისურ კითხვებზე. ამ მხრივ გამონაკლისი არც ძველი საბერძნეთი იყო. იქ უაღრესად განსხვავებულ შეხედულებებს ვპოულობთ ჩვენს განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით.

Read more »

მართლმადიდებელი ფუნდამენტალიზმი

13152763_1169361429761650_1007348031_nავტორი: გიორგი ე. დემაკოპულოსი. ისტორიული თეოლოგიის პროფესორი; ფორდჰემის უნივერსიტეტის მართლმადიდებელი ქრისტიანული კვლევის ცენტრის დირექტორი და თანადამფუძვნებელი.

მართლმადიდებელი ქრისტიანობის ერთ-ერთი ქვაკუთხედი მისი ეკლესიის მამათა თაყვანისცემაა, რომლებიც იყვნენ, არა მხოლოდ სიწმინდის მაგალითნი, არამედ თავიანთი დროის უდიდესი მოაზროვნეები. წმ. ბასილი დიდის, წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველისა და წმ. მაქსიმე აღმსარებლის ნაწერები იყო და ყოველთვის დარჩება მართლმადიდებელი ქრისტიანის ცხოვრებისა და რწმენის განუყოფელ გზამკვლევად.

Read more »

ღმერთი, ნიჰილიზმი და ღირსეული ცხოვრება

26/04/2016
By

54859679-600x450

ცნობილმა ღვთისმეტყველმა მიროსლავ ვოლფმა “მართლმადიდებლობა და მსოფლიო”-ს ოფიციალურ არხზე pravmir.ru წაიკითხა ლექცია „ღმერთი, ნიჰილიზმი და ღირსეული ცხოვრება.“

https://www.youtube.com/watch?v=qyDi-kfy94U#t=1382

გთავაზობთ მის სრულ ტექსტს.
მთარგმნელი  – ეკა ვეკუა

მიროსლავ ვოლფი – ღვთისმეტყველი, პროტესტანტი მღვდელი. სისტემური თეოლოგიის პროფესორი იელის უნივერსიტეტში. დირექტორი და დამფუძნებელი Yale Center for Faith and Culture. იელის საღვთისმეტყველო სკოლაში, ჰენრი რაიტის სახელობის საპროფესორო კათედრა.

იელის უნივერსიტეტი ნიუ-ჰეივენში, კონექტიკუტი, დაარსდა 1701 აივი-ლიგის წევრია და სიძველით მესამე უმაღლესი განათლების კერაა აშშ-ში. განსაკუთრებით ცნობილია მისი საბაკალავრო სკოლა, იელის კოლეჯი და იელის იურიდიული ფაკულტეტი, ორივე მათგანს აღზრდილი ჰყავს რამდენიმე აშშ-ის პრეზიდენტი დჯერალდ ფორდი, უილიამ კლინტონი, ჯორჯ ბუში, დღეს მოქმედი მთავრობის სახელმწიფო მინისტრი ჯონ კერი და სხვა სახელმწიფოების მეთაურები. ფიზიკოსი ერნესტ ლურენსი. 1861 წელს იელის ხელოვნებათა და მეცნიერებათა პოსტსაბაკალავრო სკოლამ პირველი ფილოსოფიის დოქტორის დიპლომი გასცა აშშ-ში. აქ სწავლობდა ცნობილი ფილოსოფოსი და თეოლოგი რობერტ ნევილი. ასევე გამოირჩევა იელის დრამატული სკოლა, რომელმაც მრავალი ჰოლივუდის და ბროდვეის გამოჩენილი მსახიობი აღზარდა მაგ. მერი სტრიპი, სიუზენ უივერი. იელის ხელოვნების, მუსიკის, სამედიცინო და არქიტექტურის სკოლები ამ სფეროებში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა ქვეყანაში.

Read more »

ქრისტიანობა და ლიბერალიზმი

05/04/2016
By

liberalismავტორი:  თეიმურაზ ბუაძე

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას. ჩემი სტატიის მიზანი სწორედ ამ ავთენტურ პოლიტიკურ ლიბერალიზმზე საუბარია. აქედან გამომდინარე, როცა ამ სტატიაში სიტყვა „ლიბერალიზმს“ ვიყენებ არსად არ ვგულისხმობ რელიგიურ ლიბერალიზმს ანუ ლიბერალურ თეოლოგიას და წმინდად მსოფლმხედველობრივ ლიბერალიზმს, რომელიც არსებითად განსხვავდება პოლიტიკური ლიბერალიზმისაგან. Read more »

პაულ ტილიხი

23/03/2016
By

paul-tillich

ავტორი: ზურაბ ეკალაძე

(სტატია -ჟურნალ “გული გონიერიდან”) 

ამ ავტორის სხვა სტატიები:

ეტიენ ჟილსონი

ტეიარ დე შარდენი

ბონავენტურა

პაულ (პოლ) ტილიხი (Tillich) მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი და გავლენიანი პროტენტასტი თეოლოგი და ფილოსოფოსია. იგი ე. წ. „დიალექტიკური თეოლოგიის“ წარმომადგენლად ითვლება, თუმცა ხშირად მის ნააზრევს „ეგზისტენციალურ თეოლოგიასაც“ უწოდებენ. იგი შეეცადა გამოცხადების ქრისტიანული სიმბოლოები განემარტა, როგორც პასუხები ადამიანური არსებობის იმ კითხვებზე, რომლებიც ეგზინტეციალიზმმა წამოჭრა.

Read more »

ქრისტიანობა და დემოკრატია

29/02/2016
By

494483-ODOS

ავტორი: თეიმურაზ ბუაძე

დემოკრატია

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ. ასეთ განწყობას უმეტესად რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირებში ვხვდებით. ზოგიერთი მათგანი დემოკრატიას არა მხოლოდ რელიგიური, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაც  აკრიტიკებს და აცხადებს, რომ  დემოკრატიზაციის პროცესს რუსეთს  თავს ახვევს დასავლეთი, რათა იგი დაასუსტოს  და მის ბუნებრივ სიმდიდრეს დაეუფლოს, ამ აზრის საილუსტრაციოდ  კი ცარისტული იმპერიის დაცემისა და საბჭოთა კავშირის დაშლის ისტორიას იყენებს. აღნიშნულ საკითხებს ჩვენ ცოტა მოგვიანებითაც შევეხებით, მანამ კი ვიტყვით, რომ საქართველოში მცხოვრები დემოკრატიისადმი უარყოფითად განწყობილი სასულიერო და საერო პირების აბსოლუტური უმრავლესობა რუსული ანტიდემოკრატიის გავლენას განიცდის.

Read more »

შემოქმედების თავისუფლების შესახებ

Creación_de_Adán_(Miguel_Ángel)ნიკოლაი ბერდიაევი

აქ არა პოლიტიკურ, არამედ სულიერი კულტურის შემოქმედების თავისუფლებაზეა საუბარი.

საკითხი შესაძლოა ელემენტარულადაც მოგეჩვენოთ. შემოქმედება შეუძლებელია თავისუფლების გარეშე. მის გარეშე ის უბრალოდ ჭკნება. შრომა შესაძლოა არსებობდეს იძულებითი, რაც არც თუ ისე იშვიათად შეგვხვედრია და არც მისგან გამოთავისუფლების მცდელობა დაუკლია ვინმეს, მაგრამ იძულებითი შემოქმედება სრულიად უაზრო სიტყვათაშეთანხმებაა. Read more »