ქრისტიანული ფილოსოფია

„ადამიანის სულიერი გათავისუფლება. გამარჯვება შიშზე და სიკვდილზე.

o-rabstve-i-svobode-cheloveka_5214724გთავაზობთ ნაწყვეტს ნ. ბერდიაევის თხზულებიდან „ადამიანის მონობისა და თავისუფლების შესახებ“, სადაც იგი ადამიანის ნამდვილ, სულიერ თავისუფლებაზე საუბრობს.

წიგნიდან: Н.А.Бердяев. «О рабстве и свободе человека. Опыт персоналистической метафизики», Париж: YMCA-Press, s.d. [1939], 224 стр.   (Клепинина, №36) 2-е изд. там же, 1972. Переиздано: Царство Духа и Царство Кесаря. М.:  Республика, 1995. 375 с. Сост. и послесловие П.В.Алексеева.
რუსულიდან თარგმნა დეკანოზმა თამაზ ლომიძემ

„ადამიანის სულიერი გათავისუფლება. გამარჯვება შიშზე და სიკვდილზე. Read more »

მიწიერი სამეფოს ხიბლი. სახელმწიფოს ორმაგი სახე

BERDIAEV რუსულიდან თარგმნა დეკანოზმა თამაზ ლომიძემ

ნიკოლაი ბერდიაევი: „მათ შეასწორეს ქრისტეს საქმე“
განსაკუთრებით სასარგებლოა თანამედროვე ქრისტიანებისათვის მე-20 საუკუნის უდიდესი რელიგიური ფილოსოფოსის ნიკოლაი ბერდიაევის ნააზრევის კითხვა. გთავაზობთ ნაწყვეტს ნ. ბერდიაევის თხზულებიდან „ადამიანის მონობისა და თავისუფლების შესახებ“ (Н.А. Бердяев „О Рабстве и Свободе Человека” я Рус. Издател. Республика 1995), სადაც იგი დღეს ასე აქტუალურ ქრისტიანობის და სახელმწიფო ძალაუფლების ურთიერთობაზე საუბრობს.

მიწიერი სამეფოს ხიბლი. სახელმწიფოს ორმაგი სახე.

მიწიერი სამეფოს ხიბლი კაცობრიობის ისტორიის უდიდესი საცდურია. მასში დაფარულია ყველაზე დიდი დამმონებელი ძალა. სამეფოს ხიბლი ისტორიის მანძილზე სრულიად განსხვავებულ ფორმებს იღებს, განიცდის ტრანსფორმაციას და დაბნეულობაში შეჰყავს ადამიანები. დიადი სამეფოს საცდური არ სტოვებს ადამიანს მთელი მისი ისტორიის მანძილზე:

Read more »

სიყვარულის ძალაუფლება

485096_489163241114950_1911873519_n      ავტორი:  პროტოპრესვიტერი ნიკოლაი აფანასიევი    

 

ნიკოლაი აფანასიევი სულ უფრო მეტად იმკვიდრებს, უწინარეს ყოვლისა, მართლმადიდებელ და შემდეგ, საერთოდ, ქრისტიანულ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ღრმა და მნიშვნელოვანი ღვთისმეტყველისა და ეკლესიოლოგის სახელს.     იგი 1893 წელს დაიბადა ოდესაში, იურისტის ოჯახში. სწავლობდა ნოვოროსიისკის უნივერსიტეტში ჯერ სამედიცინო, ხოლო შემდეგ მათემატიკურ ფაკულტეტებზე. 1915 წელს შევიდა საარტილერიო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ მსახურობდა არმიაში. 1920 წელს ემიგრაციაში წავიდა და სწავლა დაიწყო ბელგრადის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე. ერთხანს თეოსოფიით იყო გატაცებული, მაგრამ მამა სერგეი ბულგაკოვთან შეხვედრისა და ნაყოფიერი ურთიერთობის შედეგად, მტკიცე მართლმადიდებლად ჩამოყალიბდა. 1930 წლიდან კანონიკური სამართლისა და ბერძნული ენის ლექტორი იყო პარიზის მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო ინსტიტუტში. 1940 წელს XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი საეკლესიო მოღვაწის მიტროპოლიტ ევლოგის ხელდასხმით ნაკურთხი იქნა მღვდლად. გარდაიცვალა 1966 წელს.

Read more »

ურთიერთობის ღვაწლის შესახებ

1950_400_16509953704მთავარეპისკოპოსი სერგი პრაღელი
(კოროლიოვი) (1881 – 1952)

 

თარგმნა ზაზა კვერცხიშვილმა

ქრისტიანული ცხოვრება ამქვეყნად სვლას წარმოადგენს. ცხოვრების უფერულობა საშუალებას არ გვაძლევს, სრულად გავიცნობიეროთ ჩვენი მისია დედამიწაზე და ღვთის მიერ ბოძებული ტალანტები; საკუთარი თავის შეცნობასაც კი ვერ ვახერხებთ. ჩვენი სულიერი უნარები გამოუყენებელი გვრჩება. თავს უმნიშვნელო ადამიანებად მივიჩნევთ და სხვებსაც ასევე ვაფასებთ, რადგან მათაც ჩვენი საზომით ვზომავთ. ასე ვამბობთ: „ჩვენ სავსებით ჩვეულებრივი პატარა ადამიანები ვართ. ოღონდ ლუკმაპური გვაშოვნინა და მეტის პრეტენზია არა გვაქვს. აბა, დიდ საქმეს ჩვენ როგორ მოვერევით“. ეს თვითდაკნინება ხშირად გვისუსტებს მოქმედების ნებას, მაშინ როცა, რაც უნდა პატარა და სუსტი იყოს ადამიანი, ყოველ ჩვენგანს თავისი მისია აქვს. ყოველ ადამიანს ამქვეყნად თავისი დანიშნულება აქვს და იგი უფლის მიერ არის მოვლენილი დედამიწაზე. უფალს თითოეული სული სჭირდება, თითოეული ჩვენგანი პასუხისმგებელია საკუთარი სიცოცხლის გამო და არ არის თავისუფალი პასუხისმგებლობისგან სხვების გამო. თვითდაკნინების ნამდვილი მიზეზი ჩვენი სიპატარავე და სისუსტე კი არ არის, არამედ ის, რომ არ გვსურს პასუხისმგებლობა ვიკისროთ. ჩვენ ხშირად ვამბობთ: „ეს საქმე მე არ მეხება, სხვამ გააკეთოს, მე რა შუაში ვარ“. ამ სიტყვებით ჩვენ სხვას ვაკისრებთ პასუხისმგებლობას და თითქოს დამნაშავედაც ვთვლით მას საქმის შეუსრულებლობის გამო, საიდანაც მომდინარეობს განკითხვა, რომელსაც დაყოფა-დაშორებისკენ მივყავართ.

Read more »

ფილოსოფიური შეხედულებები თავისუფალი ნების შესახებ

right-way-wrong-way1ავტორი: თემურ ბუაძე

 თეოლოგიის დოქტორი

ადამიანის თავისუფლების, კერძოდ, თავისუფალი ნების საკითხი ორი ასპექტით შეიძლება იქნას განხილული. ფილოსოფიის ისტორიაში თავისუფლების ორ მოდუსს განასხვავებენ. პირველია, არჩევანის თავისუფლება. იგი გულისხმობს რამდენიმე ალტერნატივის არსებობის შემთხვევაში ერთ-ერთის ნებაყოფლებით არჩევის უნარს და ამ არჩევანის გაკეთების რეალურ შესაძლებლობას. არჩევანის თავისუფლება ასევე ინდიფენენციის თავისუფლების სახელითაა ცნობილი (liberty of indifference). თავისუფლების მეორე მოდუსი კი ეგრეთწოდებული სპონტანური თავისუფლებაა (liberty of spontaneity), რაც სპონტანური სურვილის ან ინტენციონალური, მიზანმიმართული ნების თავისუფალ მიდევნებასა, ან მისგან თავშეკავებაში გამოიხატება. ნების თავისუფლებაში მოიაზრება ასევე თავად კონკრეტული ნების არჩევის უნარი, ანუ ეგრეთწოდებული „მეორე რიგის ნებელობა“. ეს უკანასკნელი, მაგალითად, ნეტარი ავგუსტინეს და ლოკის რეფლექსიის საგანი იყო.

Read more »

რამდენიმე მოსაზრება ევროპაში ქრისტიანობის აწმყოსა და მომავლის შესახებ

europaავტორი: ს. ავერინცევი

წყარო: Нравственные ценности в эпоху перемен.М., 1994.

მთარგმნელი: დეკანოზი არჩილ ხაჩიძე

იყო დრო, როდესაც ისეთ რომანტიკოს მოაზროვნეს, როგორიც ნოვალისი იყო, დასასათაურებლად შეეძლო გამოეყენებინა თავისი სახელგანთქმული ფრაზა: `ქრისტიანული მსოფლიო, ანუ ევროპა~ («christenheit, oder Europa»»). რა თქმა უნდა, ეს სათაური მაშინაც, ანუ 1799 წელს, როდესაც ვოლტერისა და რუსოს საუკუნე იწურებოდა, როდესაც დიოკლეტიანეს დროიდან არნახული `დექრისტიანიზაციის~ იაკობინური პოლიტიკის ცდა ჩავლილი იყო, მოძველებულად გამოიყურებოდა, რაც რომანტიკოსებისათვის არის დამახასიათებელი; თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, მაინც დასაშვები იყო მისი გამოყენება. მას შემდეგ ჯერ ორ საუკუნესაც არ გაუვლია, და სად ვართ ჩვენ დღეს?

Read more »

ქრისტიანთა სისუსტისა და პასუხისმგებლობის შესახებ

1258488677_crucifixionნ.ა. ბერდიაევი

ამონარიდი წიგნიდან “თავისუფლების ფილოსოფია” 

სპეციალურად საიტისთვის თარგმნა დავით ხოსიტაშვილმა

…ქრისტესთვის უცხო იყო ძალადობა. მის მიერ გამოხსნა არ ყოფილა ძალადობრივი. მას სურდა სიყვარული, თავისუფლება და ადამიანის უმაღლეს ღირსებას ამტკიცებდა. ქრისტე მოევლინა სამყაროს ჯვარცმული სახით, იყო დამცირებული და ვნებული ამქვეყნიური ძალების მიერ. ებრაელმა ხალხმა უარყო ქრიტე, ვერ იცნო მასში მესია, რადგან მიწიერ მეფეს ელოდა – ძლევამოსილს და სახელოვანს, მიწიერი მეუფების დამამკვიდრებელს.

ქრისტე ჯვარს აცვა იმ ქვეყნიერებამ, რომელიც თავის მიწიერ მეუფეს ელოდა, ელოდა ამა ქვეყნის ბატონს და არ გააჩნდა სიყვარული, ის სიყვარული მამისადმი, რომელიც მისი ძის შეცნობაში დაეხმარებოდა. და დღემდე ეს სამყარო ვერ აცნობიერებს რატომ არ მოვიდა ქრისტე დიდებითა და ძლიერებით, რატომ არ გამოაჩინა მთელი ღვთაებრივი ძალა. მაგრამ მთელი არსიც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ სამყარომ ასე, თავისუფლად შეიმეცნოს ქრისტე, შეიყვაროს მეფე ჯვარცმული სახით, იხილოს ღვთაებრივი ძალა უძლურებასა და სისუსტეში. Read more »

ეკლესია და სახელმწიფო

church-and-state-streets-470x225  ავტორი: თეიმურაზ ბუაძე

 თეოლოგიის დოქტორი

ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა ქრისტიანობის ისტორიის უმნიშვნელოვანესი ასპექტია. ეს ისტორიულად ცვალებადი და მრავალმხრივი ურთიერთობა ხშირად კონფლიქტის სახეს იღებდა. ამ კონფლიქტებს ძალიან ღრმა საფუძველი აქვს, რომლის არსებობა გასაკვირი არც უნდა იყოს, რადგან მისი წარმოშობის შესაძლებლობა თავად ადამიანურ ბუნებას უკავშირდება. ადამიანური ეგზისტენციის ყოველ გამოვლინებას მუდმივად თან ახლავს შესაძლო კონფლიქტი, რომელიც თავისუფლებისა და ავტორიტეტის, ინდივიდისა და ჯგუფის, სინდისის ხმისა და კანონის ფორმალური ძალის დაპირისპირებით წარმოგვიდგება. მართლაც, ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის კონფლიქტის ფაქტოლოგიური გამოხატულება ხშირად ბიპოლარული ოპოზიციების გამოვლინებად აღიქმებოდა.

 

Read more »

შემოქმედება და ყოფიერება

 sistine1ავტორი ნიკოლაი ბერდიაევი

ამონარიდი წიგნიდან “შემოქმედების არსი” 

სპეციალურად საიტისთვის რუსულიდან თარგმნა დავით ხოსიტაშვილმა 

სამყაროს ყოფიერება – ქნილი, შექმნილი, ქმნადი ყოფიერებაა. ყოველგვარ ქმნილ ყოფიერებას ადევს ბეჭედი შემოქმედებითი აქტისა. ქმნილება მეტყველებს შემოქმედზე. ქმნა შემოქმედებითი პროცესია. სამყაროს შექმნა შემოქმედებითი განვითარებაა ღმერთში, მისი მარტოობიდან გამოსვლაა, ღვთაებრივი სიყვარულის გამოძახილია. შემოქმედება გულისხმობს მოძრაობას, ღვთაებრივი ცხოვრების შინაგან დინამიკას. ღმერთში დასაბამითგან აღესრულება შემომედებითი პროცესი. მხოლოდ ქმნილი ყოფიერების აღიარება უშვებს ორიგინალურ შემოქმედებით აქტს ყოფიერებაში, როდესაც იქმნება ახალი და ჯერ არარსებული. Read more »