ჩანაწერები

წმ. კირიონ II ის წერილი რომის პაპს

25/09/2016
By

kirioni„გპირდები, რომ ქართველი ხალხი არ შეავიწროვებს შენი ტახტის მიმდევრებს“ – საქართველოს პატრიარქი რომის პაპს

წერილი, რომელსაც ახლა წაიკითხავთ არ ეკუთვნის საერო ან საქმეში ჩაუხედავ პირს. პირიქით, მისი ავტორია კირიონ II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (+1918). უფრო მეტიც ამ წერილის ავტორი წმინდანადაა შერაცხული საქართველოს ეკლესიის მიერ.

წმ. კირიონმა წინამდებარე წერილი 1917 წელს გაუგზავნა რომის პაპ ბენედიქტე XV-ს. პატრიარქი პირდება პაპს, რომ მისი ქვეშევროდმი კათოლიკენი არ იქნებიან შევიწროვებულნი არც მისგან და არც ქართველი ერისგან.

ტექსტი გამოქვეყნებულია საქართველოს საპატრიარქოს ჟურნალში „სვეტიცხოველი“ (1917, №4).

Read more »

რომის პაპის ვიზიტის შესახებ

19/09/2016
By

14141567_10209017246280920_3422970990761687942_n

წმინდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი უერთდება ჩვენი ცენტრის წევრის, დეკანოზ თამაზის ამ განცხადებას, დავამატებთ რომ მსგავსადაა სიტუაცია მსოფლიოს სხვა ბევრ ქვეყანაშიც.

” მივესალმებით რომის პაპის, ფრანცისკეს ვიზიტს საქართველოში. პაპი საქართველოს 30 სექტემბერს ეწვევა. განსაკუთრებული მნიშვნელობისაა და დიდად სასიხარულოა კათოლიკური ეკლესიის მეთაურის ვიზიტი საქართველოს კათოლიკური სამრევლოების მოძღვრებისა და მრევლისთვის, ასევე მშვიდობისა და ურთიერთგაგების განმტკიცებისათვის ქვეყნებს შორის.

ევროპაში მოქმედ მართლმადიდებელ სამრევლოებს და აქ მცხოვრებ მართლმადიდებლებს სიკეთისა და თანადგომის მეტი არაფერი გვახსოვს ევროპელი კათოლიკებისგან.

გერმანიის ბევრ ქალაქში კათოლიკები უსასყიდლოდ გვითმობდნენ საკუთარ ტაძრებს მართლმადიდებელი ღვთისმსახურებისთვის და ყოველნაირად გვეხმარებოდნენ ჩვენ, ახლად ჩამოსულ უცხოელ მართლმადიდებლებს თავის დამკვიდრებაში. ეს არ უნდა დავივიწყოთ, რადგან ესაა ქრისტიანობა – სიყვარული და შეწყნარება უცხოსი.

ვულოცავთ ჩვენს თანამოქალაქე კათოლიკებს ამ მნიშვნელოვან და სასიხარულო მოვლენას.

კეთილი იყოს რომის ეპისკოპოსის ჩამობრძანება საქართველოში!

დეკანოზი თამაზ ლომიძე
მიუნხენის ქართული ეკლესიის წინამძღვარი”

წყარო

კეთილი იყოს რომის პაპის ჩამობრძანება საქართველოში!

გარდაცვალების საიდუმლო

მეუფე ზენონიავტორი – მთავარეპისკოპოსი ზენონი

„თქვენი სიცოცხლე დაფარულია ქრისტესთან ღმერთში. როცა გამოჩნდება ქრისტე, თქვენი სიცოცხლე, მაშინ თქვენც გამოჩნდებით მასთან ერთად დიდებით.“ მოც. ეპისტ.

ვფიქრობ, ძნელია მოიძებნოს ადამიანი, ვისაც არ უცდია, ერთგვარი ახსნა მოეძებნა გარდაცვალების საიდუმლოსათვის. თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ გარდაცვალება ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა არ არის, რადგან იგი უფლის ნებას არ წარმოაჩენს. როდესაც შემოქმედმა ადამიანი დაბადა, სულისა და ხორცის ერთობაში ქმნა და ასეთ მდგომარეობაში დაუდგინა ცხოვრება. ამიტომ პირველი ადამიანებიც უფალთან ერთობას ამდაგვარად ახორციელებდნენ, ვიდრე პირადი ნების არჩევანის შედეგად საკუთარი თავისთვის სიკვდილს მოიწევდნენ. არის რა დამბადებელი სიბრძნისმეტყველი და სახიერების, ეს სიკვდილიც სიცოცხლისაკენ წარუმართა მათ. როდესაც ადამს და ევას ცოდვამ უფალთან ერთობის პირვანდელი სახე წაართვა და ხორციელ ხრწნილებას დაუქვემდებარა, კაცთმოყვარე ღმერთის განგებულებამ დროებითი გაყრა სულისა და ხორცის საუკუნო აღდგომით შეუცვალა. ასე შეიქმნა გარდაცვალება მარადიული სიცოცხლის საწყისად. ეს არის მართლაც გარდაცვალება და არა – სიკვდილი. კვდება ის, რაც აღარ აღდგება და გარდაიცვლება ის, ვინც იცვალა. Read more »

ვაჟა-ფშაველა ქალთა უფლებების შესახებ

14/07/2016
By

3095478_origსადღეისო წერილი მეგობართან

მეგობარო! დღეს ქალებიც თხოულობენ მამაკაცებთან თანასწორ უფლებას. სჯობს, მიეცეს, თუ არა, რას იტყვი? მე ამა საკითხზე გაჭიანურებულს პასუხს არ მოგცემ და იმის კვლევას, თუ რა როლს ასრულებდა დედაკაცი ქვეყნის ისტორიულ ცხოვრებაში, რა მნიშვნელობა აქვს ოჯახისთვის და სხვ., არ გამოვუდგები, რადგან ამის განმარტვას მთელი ტომები მოუნდება, ჩვენ კი დრო არა გვაქვს ამისთვის საკმაო. მე მხოლოდ ამას ვიტყვი: დიდად და დიდად საჭიროა დაკმაყოფილდეს ქალთა მოთხოვნილება. მჯერა, მწამს და ვერცავინ შემაცვლეინებს ამ რწმენას. დღეს რომ მაღალ ბიუროკრატიულ წრეებში, გავლენიან ადგილებზე მინისტრებისა და სხვა, დედაკაცები იყვნენ, დღევანდელი გამწვავებული და გამწარებული ცხოვრება რუსეთისა მალამოს დაიდებდა და საჭირო რეფორმებს მალე ვეღირსებოდით. დედაკაცები ამდენს სიჯიუტეს არ გამოიჩენდნენ, როგორსაც დღეს იჩენენ მაღალი სფეროს მაღალნი პირნი_ისინი ხომ მამაკაცები არიან _ ”კაი ბიჭობად”, “გულ-მაგრობად” არ გაასაღებდნენ თავიანთ სიჯიუტეს, ვინაიდგან დედაკაცნი უფრო ლმობიერნი, გრძნობიერნი არიან და დღევანდელი ცხოვრება ყველაზე მეტად რას მოითხოვს, თუ გარდა ერთის გრძნობისა, რომელსაც ეწოდება შებრალება, შეწყნარება. იფიქრე, თუ ასე არ იყოს. მიიხედ-მოიხედე, სად არის ეს შებრალება?! კაცი ძვალ-ტყავად ქცეული გემუდარება, გეხვეწება: “კაცო, ღმერთი-რჯული, მთელი ერთი კვირაა მშიერი ვარ, სული ამოდის. ეს არი ვკვდები, წყალობა მოიღეო!” მე და შენ იმას ყურს არ ვათხოვებთ და ჩვენს ქცევას გავამართლებთ სხვადასხვა ფილოსოფიურის მოსაზრებით; გამოვჩხრეკთ ხრიკიანს მოძღვრებას და იმის წყალობით წინაშე ქვეყნისაც თავს გავიმართლებთ და თავის თავთან ხომ მართალნი ვართ და მართალნი. მაგრამ დედაკაცი ამას არ იზამს, ერთ გროშს მაინც მიაწვდის… მრწამს მე ეს და ამიტომ მენატრება, რომ დედაკაცს მიეცეს ისეთივე უფლება, რაც მამაკაცს, როგორც სწავლაში, ისე სამსახურში… შენ როგორც გნებავს, იფიქრე; საჭიროა გაქვავებული გული მამაკაცისა გაათბოს დედაკაცის ხმამ და მისი რწმენა, რომ მამაკაცი ვარ, მე ადვილად არ უნდა გავტყდე, არ უნდა მოვიხადო ქედი ხალხის მოთხოვნილების წინაშე, რათა სილაჩრე არავინ დამწამოსო, უნდა მოათავსოს კეთილგონიერების ფარგალში იმავე დედაკაცის ხმამ…

წყარო

“რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის” შესახებ

03/02/2016
By

law book and gavel“რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის” სახელმწიფო კანონებით დასჯა შორეულ პერსექტივაში უდიდესი ზიანის მომტანი იქნება თავად რელიგიებისთვის.

შეიძლება ამ კანონის მყისიერი ეფექტით ვინმე კმაყოფილი დარჩეს, მაგრამ, მომავალში ეს გამოიწვევს უფრო დიდ აგრესიას და გააძლიერებს ბრძოლას რელიგიის წინააღმდეგ. რელიგიის დამცველი ვერასოდეს იქნება სახელმწიფო. რელიგიის ნამდვილი დამცველი მისი მსახურების სიწმინდე, სიკეთე, მიუკერძოებლობა და ღვთის სათნო სამსახურია. ღმერთის და სიწმინდის შეურაცხყოფა შეუძლებელია.

ვისურვებდი, რომ სახელმწიფო მოღვაწეებმა არ ითამაშონ მოსახლეობის გრძნობებზე, გამოიჩინონ გამჭრიახობა და ამ კანონის დაუფიქრებლად მიღებით გამოუსწორებლად არ ავნონ თავად რელიგიურ ორგანიზაციებს.

 

დეკანოზი თამაზ ლომიძე

ბატონი, მონა და თავისუფალი

15/10/2015
By

 

shop_person_main_9909ნაწყვეტი წიგნიდან: “ადამიანის მონობის და თავისუფლების შესახებ”, ნ. ბერდიაევი

თარგმანი დეკანოზი თამაზ ლომიძე

 

“მუდმივად გვიწევს გამეორება, რომ ადამიანი წინააღმდეგობრივი არსებაა და იგი საკუთარ თავთან კონფლიქტში იმყოფება. ადამიანი ეძებს თავისუფლებას, მასშია უზარმაზარი ლტოლვა თავისუფლებისადმი. მაგრამ,  იმავდროულად იგი არამარტო ადვილად ექცევა მონობის ქვეშ,  არამედ  უყვარს მონობა. ადამიანი მეფეა და მონა. ჰეგელს “სულის ფენომენოლოგიაში” შესანიშნავი აზრები აქვს ბატონისა და ყმის, მბრძანებლობისა (Herrschaft) და მონობის (Knechtschaft) შესახებ. იქ საუბარია ბატონისა და მონის არა სოციალურ კატეგორიებზე, არამედ რაღაც სხვა, ბევრად უფრო ღრმა მოვლენაზე. ესაა ცნობიერების სტუქტურის პრობლემა. მე ვხედავ ადამიანის და მისი ცნობიერების სამ მდგომარეობას, რომელთაც შეიძლება ეწოდოთ “ბატონი”, “მონა” და “თავისუფალი”. ბატონი და მონა ურთიერთდამოკიდებულნი არიან, უერთმანეთოდ მათთვის შეუძლებელია არსებობა. თავისუფალი კი არსებობს თავისთავად, მას საკუთარ თავში გააჩნია ხარისხი საწინააღმდეგოსთან დამოკიდებულების გარეშე. ბატონი არის ცნობიერება  საკუთარი თავისთვის, რომელსაც მხოლოდ მეორის ანუ მონის მეშვეობით შეუძლია არსებობა. თუ ბატონის ცნობიერება ნიშნავს სხვისი არსებობის ცნობიერებას მისთვის, მონის ცნობიერება ნიშნავს საკუთარი თავის არსებობას სხვისთვის. თავისუფალი ადამიანის ცნობიერება კი თითოეულის თავისთვის არსებობის ცნობიერებაა,  თუმცა საკუთარისგან მეორისკენ და ყველასკენ თავისუფალი ნებით  გამოსვლის გზით. მონობის ზღვარი მონური ცნობიერების არარსებობაზე გადის. მონის სამყარო საკუთარ თავთან გაუცხოვებული სულის სამყაროა. ექსტერიორიზაცია მონობის სათავეა. თავისუფლება კი ინტერიორიზაციაა. მონობა ყოველთვის ადამიანური ბუნებისგან გაუცხოვებას და გამორიყულობას ნიშნავს…

ექსტერიორიზაციით და გაუცხოვებით დაღდასმული ცნობიერება ყოველთვის მონური ცნობიერებაა. ღმერთი – ბატონია, ადამიანი – მონა; ეკლესია – ბატონია, ადამიანი – მონა; სახელმწიფო – ბატონია, ადამიანი – მონა; საზოგადოება – ბატონია, ადამიანი – მონა; ოჯახი – ბატონია, ადამიანი – მონა; ბუნება – ბატონია, ადამიანი – მონა; ობიექტი – ბატონია, ადამიანი/სუბიექტი – მონა. მონობის სათავე ყოველთვის არის ობიექტივაცია ანუ ექსტერიორიზაცია, გაუცხოვება. ეს არის მონობა ყველაფერში – ცნობიერებაში, მორალში, რელიგიაში, ხელოვნებაში, პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში. მონობის დასასრული ობიექტივაციის დასასრულია. მაგრამ მონობის დასრულება არ ნიშნავს ბატონობის დაწყებას, რადგან ბატონობა მეორე მხარეა მონობისა. ადამიანი უნდა გახდეს არა ბატონი, არამედ თავისუფალი. პლატონი მართებულად ამბობდა, რომ ტირანი თვითონაც მონაა. სხვისი დამონება საკუთარ მონობას ნიშნავს. ბატონობა და დამონება თავდაპირველად მაგიას უკავშირდებოდა, რომლისთვისაც უცხოა თავისუფლება. პირველყოფილი მაგია ძალაუფლების სურვილი იყო. ბატონი მხოლოდ ანარეკლია მონისა, რომელიც ატყუებს სამყაროს. პრომეთე თავისუფალია და განმანთავისუფლებელი, დიქტატორი კი მონაა და დამმონებელი. ძალაუფლების სურვილი ყოველთვის მონური სურვილია. ქრისტე თავისუფალია, ყველაზე თავისუფალი ადამიანის ძეთაგან, იგი თავისუფალია  წუთისოფლისგან, იგი მხოლოდ სიყვარულით გვბოჭავს. ქრისტე ლაპარაკობდა როგორც ძალაუფლების მქონე, მაგრამ არ ჰქონდა ძალაუფლების სურვილი და არ იყო მბრძანებელი. იმპერიალიზმის გმირი-კეისარი მონაა,  წუთისოფლის მონა, ძალაუფლების სურვილის მონა, ადამიანთა მასის მონა, რომელთა გარეშეც არ ძალუძს ძალაუფლების სურვილის დაკმაყოფილება.  ბატონი მხოლოდ სიმაღლეს სცნობს, რომელზეც იგი მონებს აჰყავთ, კეისარმაც მხოლოდ სიმაღლე იცის, რომელზეც იგი მასებს აჰყავთ, მაგრამ იგივე მონები და მასები ამხობენ ყველა მბრძანებელს და კეისარს. თავისუფლება ნიშნავს გათავისუფლებას არა მხოლოდ ბატონებისგან, არამედ მონებისგანაც. ბატონი გარედან არის დეტერმინირებული, ბატონი არ არის პიროვნება ისევე, როგორც მონა არ არის პიროვნება. პიროვნებაა მხოლოდ თავისუფალი ადამიანი, თუნდაც მთელ სამყაროს სურდეს მისი დამონება.”

 

მღვდელი და სოციალური ქსელი

10/08/2015
By

1385138154რატომ არ უნდა აქვეყნებდეს მღვდელი საკუთარ ფოტოებს სახის სხვადასხვა გამომეტყველებით, ნაირ-ნაირი კოსტუმებით და პოზებით.

 

ზუსტად იმავე მიზეზით, რა მიზეზითაც  ხატებს ვწერთ და არ ვხატავთ. ღვთის სიტყვის და საღვთო ჭეშმარიტების გადმოსაცემად ხატები იწერება. მასზე გამოსახულია არა ნახატი, რომელიც პირდაპირ ფოტომსგავსებას გვიჩვენებს მასზე გამოსახულთან, არამედ ხატი გადმოგვცემს მხოლოდ საერთო ინფორმაციას წმინდანის ცხოვრების, ღვთისსათნო საქმის, მისი ხასიათის ან რაიმე ღვთაებრივი მოვლენის შესახებ.  ხატებზე წმინდანის არც მყისიერი ხორციელი და მშვინვიერი ემოციებია გამოხატული და არც გრძნობები. ხატზე დაწერილია მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც წმინდანის თვისებებს და ცხოვრებას ასახავს. მაგალითად, ხატებზე პავლე მოციქულის დიდი შუბლი სიმბოლურად გამოხატავს მის დიდ გონებრივ და სულიერ ინტელექტს (თუმცა შეიძლება სულაც არ ჰქონია ამხელა შუბლი პავლეს). იოანე ოქროპირის მკაცრი სახე და შეჭმუხნული შუბლი მთლიანობაში გამოხატავს მის ასკეტური ღვაწლით და ტანჯვით სავსე ცხოვრებას (თუმცა ალბათ ხშირად იღიმებოდა კიდეც იოანე). წმინდა ნინოს თეთრი სამოსი  სიმბოლურად გამოსახავს მის დიდ სულიერ  სიწმინდეს (თუმცა შეიძლება სულაც სელის, მონაცრისფრო შესამოსელი ეცვა ნინოს). წმინდა ნიკოლოზის თეთრი წვერი და შესამოსელი მიგვანიშნებს, რომ იგი ღრმა სიბერემდე ემსახურა უფალს და ა.შ. გარდა ამისა მართლმადიდებლური ხატები ერთ სიბრტყეზე იწერება. იშვიათია რელიეფური გამოსახულება და არ არსებობს ქანდაკების სახით, მთელი სხეულით წმინდანების გამოსახვის ტრადიცია. სკულპტურაში ძირითადი აქცენტი გადატანილია ხორციელ და მშვინვიერ თვისებებზე, ხოლო მართლმადიდებლური ტრადიცია უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს შინაგან, სულიერ ინფორმაციას.

ასევე, როცა მღვდელი ხალხისთვის აქვეყნებს ქადაგებას, დარიგებას ან პირად წერილს, რომელშიც უმთავრესია მისი სულიერი მნიშვნელობა და შინაგანი აზრი, აბსოლუტურად ზედმეტია და უადგილო ავტორის პირადი ფოტოების დართვა სახის სხვადასხვა გამომეტყველებით, პოზებით და ამა თუ იმ პეიზაჟის ფონზე. ის სულიერი მარცვალი, რომელიც მკითხევლის გონებაში უნდა ჩავარდეს და ნაყოფი გამოიღოს ამ ტექსტის შინაგანი აზრია და არა სიმპატიური მღვდლის ლამაზი ფოტო, რომელიც უფრო მეტად მშვინვიერ ემოციებს აღძრავს ვიდრე სულიერს.

მღვდლები არა ვართ შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ თავი დაამახსოვრონ პუბლიკას. ჩვენგან ნათქვამი ქრისტეს  სიტყვები უნდა გაიგოს და დაიმახსოვროს ჩვენმა მსმენელმა, თორემ, პირადად ჩვენ მხოლოდ უღირსი მსახურნი ვართ მისი საქმის.

დეკანოზი თამაზ ლომიძე

15.05.2015.

 

 

ერთმორწმუნე მტრის შესახებ – მერაბ მამარდაშვილი

09/07/2015
By

1990ქართულმა ხასითმა, ქართულმა გენოტიპმა დაკარგა თავისი მოხაზულობა, ეს დაიკარგა უკვე რუსეთთან უთიერთობაში XIX საუკუნეში, დაიკარგა ჩვენი ეკლესიის და რელიგიის დონეზე. იმდენი ჩვენ არ გვავნო მაჰმადიანობამ, ან მუსულმანურმა სამყარომ, არაბებმა ან მონღოლებმა, ან სპარსელებმა, ან თურქებმა, რომლებიც ყოველთვის გვემტერებოდნენ, განსაკუთრებით ემტერებოდნენ ჩვენ რწმენას– რელიგიას, რამდენადაც ჩვენ გვავნო “ნათესაობრივმა” კავშირმა რუსულ კულტურასთან, რუსულ ეკლესიასთან, რომელიც გვეჩვენებოდა მონათესავე.

უფრო მყარი, უფრო მტკიცე იყო ჩვენი რწმენა, როცა ჩვენ ვანსხვავებდით ჩვენ თავს განსხვავებულ მაჰმადიანისგან ან სხვა რწმენის სახელმწიფოსაგან, რომელიც შემოიჭრებოდა ჩვენი სახელმწიფოს ფარგლებში. იქ არის რაღაც გაუგებრობა– ჩვენ დამოკიდებულებაში, წაშლა საზღვრებისა რუსულ ეკლესიასთან. ერთი რუსი ეკლესიის ისტორიკოსი აღიარებდა: “უმცროსმა დამ (რუსეთის ეკლესია) თავისი უფროსი და (ქართული ეკლესია) დაახრჩო თავის ხელებში. იმიტომ რომ უფროსმა დამ აღარ იცოდა ვინ არის მტერი და ვინ არის ნათესავი.

ნუ გეშინიათ ჩიპების!

11/06/2015
By

666_bar_code_in_rfid_and_m_m_e_a_verichips (1)ავტორი: დეკანოზი თამაზ ლომიძე

ნუ გეშინიათ ჩიპების! უფრო მეტად გეშინოდეთ დაბნელებული გონების!
(კიდევ ერთხელ იმის გამო, რომ ზოგიერთი სასულიერო პირი ჩიპებით აშინებს მრევლს)

იოანეს აპოკალიპსში აღწერილია, რომ ქვეყნის აღსასრულს ბოროტი ძალა (მხეცი) ყველა ადამიანს აღბეჭდავს თავისი ნიშნით შუბლზე და მარჯვენა ხელზე. ზოგიერთი ამას სიტყვა-სიტყვით იგებს და ჰგონია, რომ მოვა ვიღაც და შუბლზე ან მარჯვენა ხელში ჩაუმონტაჟებს ჩიპს ან რაღაც ამგვარს. ასეთი მიდგომა იგივეა, რომ სახარების სიტყვები “თუ გაცდუნებდეს თვალი შენი, ამოიღე და გადააგდე იგი” ისე გავიგოთ, რომ ცდუნებისგან თავის დასაცავად პირდაპირ ამოვითხაროთ თვალები და თავი დავიბრმავოთ. ან სიტყვების „თუ გაცდუნებდეს ხელი შენი, მოიჭერი და გადააგდე იგი“ მოსმენისას, პირდაპირი გაგებით მოვიჭრათ ხელი, რათა ცუდი საქმე არ ჩავიდინოთ. ასეთ პრიმიტიულ და სწორხაზოვან გაგებას ყოველთვის გმობდა და ებრძოდა ეკლესია. გაიხსენეთ ორიგენე (+254), რომელმაც პირდაპირი გაგებით, ხორციელად დაისაჭურისა თავი (სტერილიზაცია გაიკეთა), რათა მთლიანად ღმერთისთვის მიეძღვნა თავი. სწორედ ამ დანაშაულის გამო დასაჯა იგი ეკლესიამ და არ მიიღეს სასულიერო დასში.

Read more »

გველი

Snake Wisdomგველი ძველი ბერძნებისთვის   სიბრძნის სიმბოლო იყო.   „იყავით გონიერნი, როგორც გველნი …“ მოგვიწოდებს იესო ქრისტეც.  რაში მდგომარეობს გველის სიბრძნე და როგორ  შეიძლება ადამიანი იყოს გონიერი როგორც გველი? რომელია გველის ის  თვისება, რომლისკენაც  მოგვიწოდებს ქრისტე?

ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში გავრცელებული იყო  ბერძნული საბუნებისმეტყველო წიგნი  „ფიზიოლოგოსი“ (ორიგ. φυσιολόγος). იგი აღწერდა  მცენარეების, ფრინველების და ცხოველების თვისებებს და მოუწოდებდა ქრისტიანებს მიებაძათ  მათთვის, სულის გადარჩენის  გზაზე.  წიგნი აღწერს  გველის თვისებებსაც, რომელთაგან ორი თვისება, ალეგორიულად გაგებული, ადამიანისთვის მარადიულად აქტუალურია. Read more »