ცენტრის განცხადება

21/12/2016
By

Screen-Shot-2012-07-18-at-10.56.30-AM-300x243წმინდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრის განცხადება

როგორც ცნობილია ა.წ. 22 დეკემბერს ქალაქ თბილისში შედგება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა.

უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, მიუხედავად იმისა რომ, მას მონაწილეობა არ მიუღია კრეტის წმიდა და დიდი კრების მიმდინარეობაში, გამომდინარე კრების დადგენილებათა სრული მართლმადიდებლობისა, როგორც ეს ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ სამ სხვადასხვა კვლევაში წარმოჩნდა (სტატიები იხ.ქვემოთ), მიიღებს და გაიზიარებს მართლმადიდებლური სამყაროს უმრავლესობის პოზიციას და მათ მიერ ჩატარებული წმიდა და დიდი კრების დადგენილებებს და ხელის მოწერით დადგება ადგილობრივ წმინდა მართლმადიდებელ ეკლესიათა სისავსის გვერდით.

წმინდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი

მკითხველს შევახსენებთ, რომ წმიდა და დიდი კრების მუშაობაში მონაწილეობა მიიღო და ხელი მოაწერა მსოფლიო მართლმადიდებლური ავტოკეფალიური ეკლესიების უდიდესმა ნაწილმა კერძოდ 14 ეკლესიიდან ათმა ეკლესიამ, კერძოდ:
1. კონსტანტინოპოლის
2. ალექსანდრიის
3. იერუსალიმის
4. სერბეთის
5. რუმინეთის
6. კვიპროსის
7. ელადის
8. ალბანეთის
9. პოლონეთის
10. ჩეხეთისა და სლოვაკეთის

რაც ხელის მოწერით დაადასტურეს ამ ეკლესიების უმაღლესმა იერარქებმა
კრებას არ ესწრებოდა ანტიოქიის საპატრიარქო, ყატარის საკითხზე იერუსალიმის საპატრიარქოსთან არსებული დავის გამო.
და სამი ეკლესია: რუსეთის, ბულგარეთის და საქართველოსი.
კრების დადგენილებათა მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატურ-კანონიკურ სწავლებებთან სრული თანხვედრის შესახებ ჩვენი ცენტრის მიერ გამოქვეყნდა სამი ნაშრომი , კერძოდ:

1. წმინდა მამათა და მსოფლიო კრებების მეთოდი წმინდა და დიდი კრების უარმყოფელთა საპირისპიროდ
ავტორი: პროფესორი გრიგოლ ლარენძაკისი
http://www.orthodoxtheology.ge/larenzakism/

2. ტერმინის – „ეკლესია–ეკლესიები“ გამოყენება დოკუმენტში – „მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსადმი“
ავტორი: მესსინიის მიტროპოლიტი ქრიზოსტომოსი
http://www.orthodoxtheology.ge/termineklesiaeklesiebi/

3. ცენტრის მიერ შემუშავებული დოკუმენტი:
სახელდებისათვის “ეკლესია” და “ქრისტიანი” – დიდი და წმიდა კრების დოკუმენტებში
http://www.orthodoxtheology.ge/eklesiadaqristianikretiskre…/

დიდი და წმიდა კრების შესახებ სხვა მასალებს შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენი საიტის სპეციალურ განყოფილებაში “დიდი კრება”
http://www.orthodoxtheology.ge/…/%E1%83%93%E1%83%98%E1%83%…/

 

Print Friendly

Comments are closed.