ცენტრის განცხადება

30/05/2017
By


Screen-Shot-2012-07-18-at-10.56.30-AM-300x243წმინდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრის განცხადება

მასმედიის მიერ გუშინ (29.05.2017) გავრცელებული ინფორმაციით ჩვენი ცენტრის წევრები, საქართველოს ეკლესიაში მოღვაწე, თეოლოგიის დოქტორები თეიმურაზ ბუაძე და გოჩა ბარნოვი, რომლებიც არიან იმ სულ რამდენიმე ადამიანთაგანი, რომელთაც ხსენებული ხარისხი მოპოვებული აქვთ საზღვარგარეთ არსებულ ავტორიტეტულ უნივერსიტეტებში, და უკვე წლებია დგანან საქართველოს ეკლესიაში თეოლოგიის გამორჩეულ პედაგოგთა შორის, გახდნენ ყოვლად დაუსაბუთებელი და ამავდროულად ძალიან მძიმე ბრალდების მსხვერპლნი.

ჩვენი ცენტრი ერთობლივად უცხადებს მხარდაჭერას დოქტორ თეიმურაზ ბუაძეს და დოქტორ გოჩა ბარნოვს,რომლებიც სწორედ მისი უწმინდესობის კურთხევით სწავლობდნენ უცხოეთში, კერძოდ ბატონი თეიმურაზი სწავლობდა შამბეზის (ჟენევა, შვეიცარია), კონსტანტინეპოლის საპატრიარქოსთან არსებულ, საღვთისმეტყველო ინსტიტუტში და სადოქტორო დაიცვა ფრიბურგის (შვეიცარია) უნივერსიტეტის თეოლოგიურ ფაკულტეტზე (2011), ხოლო ბატონმა გოჩამ თეოლოგიის დოქტორის წოდება მოიპოვა ათენის კაპოდისტრიას სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის თეოლოგიურ ფაკულტეტზე (2015), დოქტორები უწმინდესის კურთხევითვე დაბრუნდნენ სამშობლოში და მოღვაწეობენ აკადემიაში.

ვუსურვებთ მათ მხნეობას, და იმედს ვიტოვებთ რომ ბინძური ბრალდებები ოდნავადაც ჩრდილს ვერ მიაყენებს მათ სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას.

უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაში მოღვაწე ისეთი მაღალი დონის აკადემიური პერსონალი განსაკუთრებით იქნას დაცული ყოველგვარი ცილისწამებისაგან.

წმინდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი

Print Friendly

Comments are closed.