შამბეზიში მართლმადიდებელი ეკლესიების პრიმატთა სამუშაო შეხვედრა გრძელდება

DSC_6784_w747_h800_q100შამბეზიში მსოფლიო სპატრიარქოს ცენტრში გრძელდება მართლმადიდებელ ეკლესიათა პრიმატთა სინაქსი, რომელმაც მუშაობა 22 იანვარს დაიწყო.

დღეს 24 იანვარს აღევლინა საღმრთო ლიტურგია, თანამწირველობდნენ მსოფლიო პატრიარქი და კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსი ყოვლადუწმინდესი ბართლომე, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია და სხვა ადგილობრივ ეკლესიათა მეთაურები.

სინაქსის მუშაობა კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება. მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციამ დისკუსიის საგნად აქცია წმინდა და დიდი კრების ჩატარების ადგილი. შეგახსენებთ, რომ 2014 წელს ეკლესიათა მეთაურების დადგენილებით კრების ჩატარების ადგილად განისაზღვრა სტამბული, წმ. ირინეს ბაზილიკა, მაგრამ ბოლო პერიოდში რუსეთ-თურქეთს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობა რუსეთის ეკლესიის დელეგაციას ნაციონალური მოტივებით ვარიაციის საშუალებას აძლევს და ითხოვს კრების ჩატარების ადგილი ათონის მთაზე გადაიტანონ, დასძენენ რა, რომ წმ. ირინეს ტაძრის კარზე არაბული წარწერებია, რომელნიც ალაჰს ადიდებენ და ყოვლადმიუღებელია კრების ამ ტაძარში გამართვა. მსოფლიო პატრიარქის აზრით ათონს არ გააჩნია სათანადო ინფრასტრუქტურა, წმინდა და დიდი კრების ჩატარების უზრუნველსაყოფად, ამიტომ ატერნატიულ ადგილად კუნძული კრეტა მოიაზრა, რასაც მხარს უჭერენ რიგი ავტოკეფალური ეკლესიები.

მისასალმებელ სიტყვაში მოსკოვის პატრიარქმა აღნიშნა, რომ მადლობელია ყოვლადუწმინდესი მსოფლიო პატრიარქისა, ამ სინაქსის მოწვევისათვის, მაგრამ შემდეგ მისი მისასალმებელი სიტყვის დიდი ნაწილი კი კიევის არაღიარებული საპატრიარქოს კრიტიკას დაუთმო, პატრიარქის თქმით კიევის საპატრიარქო ძალადობრივად ითვისებს უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ სამრევლოებს (უკრაინის მედია კი თითქმის ერთსულოვნად იტყობინება, რომ კიევის საპატრიარქოში მოსკოვის საპატრიარქოს სამრევლოთა გადასვლა თავისუფალი არჩევნით ხდება).

მოსკოვის პატრიარქი შეეხო კალენდარულ საკითხსაც, აღნიშნა რა, რომ ეს საკითხი არ არის აქტუალური და არ უნდა განიხილებოდეს კრებაზე, გამოთქვა წუხილი იმის თაობაზე, რომ შესაძლოა ამ საკითხმა მორწმუნეთა შორის შფოთი დათესოს. გააკრიტიკა ასევევ შერეული ქორწინებების, ავტოკეფალიის აღიარებისა და სხვა საკითხებიც, რომლებზედაც უკვე არსებობდა შეთანხმებები. მისი აზრით სხვადასხვა დოკუმენტთა პროექტები საზოგადოებრივი განსჯის საგნად უნდა იქცეს, რაც სხვა ეკლესიათა წარმომადგენლებს სახიფათოდ მიაჩნიათ, რადგან შესაძლოა სამუშაო პროცესს სერიოზული დაბრკოლებები შეექმნას.

მედია გაცილებით მაღალ შეფასებას აძლევს რუმინეთის უნეტარესი პატრიარქის, დანიელის გამოსვლას. მისი უნეტარესობის განცხადებით, ზოგიერთი ეკლესიის მცდელობა, რომ ჩაშალოს წმინდა და დიდი კრება გამოიწვევს მსოფლიოში მართლმადიდებელთა სახელის შერცხვენას, რადგან თუ ჩვენ მსოფლიოს ვეუბნებით, რომ მართლმადიდებლობის ყველაზე ინტიმური მხარე სინოდალურობაა და მსოფლიოს არ შეგვიძლია რეალურად წარვუდგეთ ამ სინოდალურობით, მაშინ ერთობლივი მოწმობის ძალა დაიკარგება.

მისი უნეტარესობა დასძენს, რომ ეს სინოდალურობა მოვლენად კი არა პროცესად უნდა იქცეს და დამკვიდრდეს მართლმადიდებელ ეკლესიათა პრაქტიკაში.

წყარო: http://basilica.ro/

http://www.afonit.info/

Print Friendly

Comments are closed.