ქართულ საზოგადოებაში ხშირად დაისმის შეკითხვები ე.წ. კორონა ვირუსთან დაკავშირებულ იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც სხვადასხვა მართლმადიდებელმა ეკლესიებმა მიიღეს. წმინდა გრიგოლ პალამას მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს მაქსიმალურად მოკლე მონახაზს, რომლითაც ზემომოყვანილ შეკითხვებზე პასუხის მიღებაა შესაძლებელი.

  1. მსოფლიო საპატრიარქო –
  • მსოფლიო საპატრიარქოს ზოგიერთი ეპარქიაში უკვე მიღებული გადაწყვეტილებების ფონზე, აცხადებს საეკლესიო გადაწყვეტილებას, მარტის ბოლომდე შეწყდეს ყველა რელიგიური მსახურებისა და წესების შესრულება, გარდა პირადი ლოცვებისა ეკლესიებში, რომლებიც რჩებიან ღია. ეს შეზღუდვები გადაიხედება მოგვიანებით, პანდემიის გავრცელებისა შესაბამისად.
  • საპატრიარქო და სტავროპიგიალურ მონასტრებში გაგრძელდება რეგულარული მსახურებები სასულიერო პირთა და საძმოს მონაწილეობით, მაგრამ არ იქნებიან დაშვებული მომლოცველები და სტუმრები.[1]

  1. ალექსანდრიის ეკლესია-
  • ალექსანდრიის პატრიარქის (თეოდორე II) ენციკლიკის მიხედვით, მოძღვრებმა საკუთარ სამწყსოს უნდა აუხნან და ასწავლონ ჯანმრთელობისა და ჰიგიენის წესები და მათი მნიშვნელობა, განსაკუთრებით იქ, სადაც მოსახლეობას სუფთა წყალზე წვდომის რესურსი არ აქვთ.[2]

  1. ანტიოქიის ეკლესია-
  • დაცული იქნეს სახელმწიფოსა და ჯანდაცვის შესაბამისი ორგანზაციების მიერ გაცემეული ყველა ძირითადი ინსტრუქცია.
  • გაუქმდეს ყველა პირადი თუ საჯარო შეხვედრა.
  • გაუქმდეს ფესტივალები, ექსკურსიები, გამოფენები, შეჯიბრებები.
  • მაქსიმალურად გადაიცეს პირდაპირ ეთერში საეკლესიო მსახურებები, რომელსაც მღვდელი მორწმუნეთა გარეშე აღასრულებს.
  • ავადმყოფები და მოხუცები მღვდლებმა სახლებში აზიარონ.
  • მიცვალებულთა მსახურებებს დაესწრონ მხოლოდ გარდაცვლილთა ოჯახის წევრები.

  1. იერუსალიმის ეკლესია-
  • მოუწოდებს საკუთარ მიმდევრებს, რომ დაემორჩილონ შესაბამის ორგანოთა ინსტრუქციებსა და რეკომენდაციებს.

  1. რუსეთის ეკლესია –
  • ,,წირვის დროს, ყოველი ზიარების შემდეგ, კოვზი გაიწმინდება სპირტში გაჟღენთილი ტამპონით, ყოველ ჯერზე გამოყენებული იქნება ახალი ტამპონი, გამოყენებული კი ჩაიყრება წყალში, რომელსაც შემდეგ უტილიზაცია გაუკეთდება.
  • შემდგომი „სასმისი“ (სიტკბოება) თითოეულ მონაწილეს მიენიჭება მხოლოდ ერთჯერადი ჭურჭლით. ასევე რეკომენდირებულია თავი შეიკავოთ ბარძიმის კოცნისგან.
  • ერთჯერადი ჰიგიენის ხელთათმანები გამოყენებული იქნება ანტიდორის (პროსფორას ნაწილების) და წმინდა პურის გადაცემის დროს.” [3]

  1. სერბეთის ეკლესია –
  • მოუწოდებს ხალხს, რომ დაემორჩილონ შესაბამისი ორგანიზაციების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, რათა არც საკუთარი თავი და არც მათ გარშემო მყოფთა სიცოცხლე არ ჩააგდონ საფრთხეში.[4]

  1. რუმინეთის ეკლესია
  • ეკლესია-მონასტრებმა უზრუნველყონ საღვთისმსახურო ადგილებში ჰიგიენური საჭიროების ნივთები (საპონი, ანტიბაქტერიული სითხე, წყალი…)
  • დაცული იქნეს სახელმწიფოს შესაბამისი ორგანიზაციების მიერ გაცემული რეკომენდაციები.
  • ტაძრების გარეთ დამონტაჟდეს სპეციალური ხმის გამაძლიერებელი საშუალებები.
  • ყოველდღიურ რეჟიმში იმუშაონ სასულიერო პირებმა და ეკლესიებმა, რათა თავიდან იქნეს აცილებული შაბათ-კვირის ხალხმრავლობა.[5]
  • ღვთისმსახურებებზე დასწრება სესაძლებელი იქნება მხოლოდ ღია ცის ქვეშ. დამსწრე ადამიანთა რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს 100 კაცს და მათ შორის უნდა იყოს დაცული მინიმუმ ერთმეტრიანი დისტანცია.[6]

  1. ბულგარეთის ეკლესია –
  • ბულგარეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მორწმუნეებს მოუწოდა, ეკლესიებს მოერიდონ და სახლებში ილოცონ. აღსანიშნავია, რომ ერთი კვირის წინ ბულგარეთის ეკლესიამ ტაძრების დახურვაზე უარი თქვა, თუმცა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში საგანგებო მდგომაროება გამოცხადდა, ეკლესიამ მოქალაქეებს მოუწოდა, კანონს დაემორჩილონ.[7]

  1. საქართველოს ეკლესია –
  • ყველა ეკლესიასა და მონასტერში ღვთისმსახურება ჩატარდება მარხვის ტიპიკონისა და ეკლესიის წეს-განგების სრული დაცვით. სასურველია, ყველა მოქმედ ტაძარში და მის გარეთ დამონტაჟდეს გახმოვანების საშუალებები, რათა მრევლმა ღია სივრცეშიც შეძლოს ლოცვაზე დასწრება. ზიარების შემდგომ მცირე რაოდენობით დასაყოლებელი სასმელის – წყლიანი ღვინო, მიღება დასაშვებია სხვადასხვა ჭურჭლით. რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს, ხანდაზმულებს, ინფექციური დაავადების სიმპტომებისა და დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებს, ასევე თვითზოლაციაში ან კარანტინში მყოფთ ან ვირუსით დაავადებულებს, სურვილის შემთხვევაში სამღვდელოება ადგილზე მოემსახურება. [8]

  1. საბერძნეთი

. ხელისუფლება:

  • აიკრძალა ყოველგვარი რელიგიური შეკრებები. [9]

ბ. საბერძნეთის ეკლესია –

  • ტაძრები არ დაიკეტება, მაგრამ კვირის წირვის და ხარები გარდა არ აღესრულება სხვა საჯარო მსახურებები.
  • საიდუმლოთა აღსრულების გადაუდებელ შემთხვევებში (მაგ: ნათლობა), უნდა ესწრებოდნენ მხოლოდ ნათლიები და მშობლები.
  • ტაძარში არსრულებულ წესის აგებებს მხოლოდ ოჯახის წევრები უნდა დაესწრონ.
  • საფლავებზე გადახდილ პანაშვიდებს მხოლოდ ოჯახის წევრები უნდა დაესწრონ.
  • მონასტრები ჩვეულებისამებრ გააგრძელებენ ღვთისმსახურებას, ოღონდ არავინ დაესწრება გარდა ამ მონასტრის წევრებისა.[10]

გ. ათონის მთა დაიკეტა მომლოცველთათვის [11]

 

  1. კვიპროსის ეკლესია –
  • 10-ზე მეტი ადამიანი არ დაესწროს ლიტურგიას. [12]

  1. პოლონეთის ეკლესია-

ყურადღებას ამახვილებს ჰიგიენის დაცვაზე და არ აწესებს რაიმე სახის შეზღუდვას საღვთო ლიტურგიასთან დაკავშირებით.[13]

 

  1. ჩეხეთსლოვაკეთის ეკლესია
  • სადაც შესაძლებელია მსახურებები გაიმართოს ღია ცის ქვეშ.
  • ღვთისმსახურებაზე დამსწრებ მორწმუნეთა შორის მანძილი იყოს 1,5 მეტრი.
  • არ აწესებს სხვა სახის შეზღუდვას საღვთო ლიტურგიასთან დაკავშირებით. [14]

  1. ალბანეთის ეკლესია –
  • ლიტურგიები აღესრულება დახურულ კარს მიღმა და გადაიცემა ტელე-რადიო-ინტერნეტ საშუალებებით.[15]

  1.  უკრაინის ეკლესია –
  • ზიარება არ მოხდება კოვზით, აღდგა უძველესი წესი.[16]

[1] https://www.facebook.com/ecumenicalpatriarchate/?__tn__=kCH-R&eid=ARCUkLGEbz03bHRECLaGHYvY0qetglae7XpRtbGxnzizthGEws6TDKUekJ2nL2_xINW2CyuSzD_Rkj9R&hc_ref=ARRkqg0eAVi-KKD0p9mEKUz9vGR_576eyVbpLTJ2qsqO_W3yjz0m89uQa1hSBcyKQd0&fref=nf

[2] http://www.patriarchateofalexandria.com/index.php?module=news&action=details&id=1647

[3]http://www.patriarchia.ru/db/text/5608607.html?fbclid=IwAR0SVC9VrHznggA_e6_zh71zwtiQ1DsLHH4TrMMoxfggsw9ejbslbVjYRvo

[4] http://spc.rs/eng/communique_holy_synod_bishops_serbian_orthodox_church_1

[5] https://basilica.ro/en/guidelines-for-parishes-and-monasteries-to-comply-with-preventive-measures-against-the-new-coronavirus-covid-19/

[6] https://basilica.ro/en/holy-synod-chancellery-publishes-updated-guidelines-for-parishes-and-monasteries/

[7] https://1tv.ge/news/bulgaretis-martlmadidebelma-eklesiam-morwmuneebs-mouwoda-eklesiebs-moeridon-da-sakhlebshi-ilocon/?fbclid=IwAR2YJtQmJNyog0GHEwsL0X2kGJofJzJltUfWwfvHNmrNNvX97YBCNSrpVQM

[8] https://1tv.ge/news/sinodi-saziarebel-saerto-kovzze-uaris-tqma-rogorc-infeqciis-gadamtan-wyaroze-yovlad-miughebelia/?fbclid=IwAR3_3f3U0o3N1SM2mLzRQ9DQvAmK9VGRcQxAY83zpdhzW7xY6JpPJtWXmHA

[9] https://orthodoxia.info/news/η-κυβέρνηση-αναστέλλει-όλες-τις-λατρε/?feed_id=4662&_unique_id=5e6fe7cf6f5bd

[10] https://orthodoxia.info/news/εκτακτο-τα-μέτρα-της-εκκλησίας-της-ελλ/

[11] https://fanarion.blogspot.com/2020/03/blog-post_94.html?m=1&fbclid=IwAR395UY0vn44HDesoNGsSZ33cHETk7nndw7sC1xFJAFHzd0hGpXkPA1MXxo

[12] https://in-cyprus.com/coronavirus-archbishop-says-10-people-maximum-in-church/

[13] https://www.orthodox.pl/komunikat-soboru-biskupow-ws-pandemii-koronawirusa/

[14] http://www.eparchiapo.sk/sk/dokumenty/aktuality/spravodajstvo/oznamenie

[15] https://orthodoxalbania.org/alb/index.php/en-us/lajme-3/blog/7072-resistence-to-the-pandemic

[16] https://www.pomisna.info/uk/vsi-novyny/vidbulosya-zasidannya-svyashhennogo-synodu-3/?fbclid=IwAR0r1oknySUNPSReAZC08Jhjw74dxNlN1swBjZobyV65kele2vpKePALTss

მოამზადა გურამ ლურსმანაშვილმა
წყარო: https://www.palamacentre.com/