ცხინვალში რუსული ეკლესიის მშენებლობა გააპროტესტეს

05/08/2015
By

473e2d8ad51c1422c183eb25281_prev

რუსული ეკლესიის მშენებლობის დაწყებას ცხინვალში პროტესტი და დაპირისპირება მოყვა 

ცხინვალში რუსულ მართლმადიდებლურ ტაძრის საძირკველი ჩაყარეს , ავრცელებს რუსული სააგენტო ინტერფაქსი   .

გუშინ, 4 აგვისტოს ცხინვალში დაიწყო მოსკოვის საპატრიარქოს სამების სახელობის ეკლესიის მშენებლობა, ეკლესია აშენედება ე.წ. რესპუბლიკის ბიბლიოთეკისა და მე 2 საშ. სკოლის ტერიტორიაზე. ცხინვალის “მერის” განცხადებით ტაძრის პროექტი ბიზანტიური სტილისაა. ცხინვალშ ტაძრის მშენებლობის საკითხი ე.წ. “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის” თვითმარქვია “პრეზიდენტმა” გასული წლის სექტემბერში განიხილა რუსეთის პატრიარქ კირილთან შეხვედრისას და ა.წ. 2 ივლისს ცხინვალში ჩასულ მოსკოვის საპატრიარქოს ვლადიკავკაზისა და ალანიის მთავარეპისკოპოსი ზოსიმეთან ერთად. მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიის მშენებლობის დასრულება ცხინვალში 2018 წელს იგეგმება.

საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა ე.წ. “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის” საინფორმაციო სააგენტოს “ოსინფორმის” მიერ, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთის საპატრიარქოს ვინმე მღვდელ სერგეი კოკოევს, რომელიც ესწრებოდა რმე-ს ტაძრის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიას, ახსნა-განმარტებების მიცემა მოუწია  იმ რამოდენიმე ადამიანისათვის, რომლებმაც გააპროტესტეს რუსული ეკლესიის მშენელობა ცხინვალში, რადგან ე.წ. “სამხრეთ ოსეთის” ტერიტორიაზე ვრცელდება საქართველოს საპატრიარქოს კანონიკურ იურისდიქცია, ამ არგუმენტს მღვდელმა კოკოევმა უპასუხა: “სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ჩვენ არ გვჭირდება საქართველოს პატრიარქის ილია მეორის უფლება, არამედ მხოლოდ ღმერთის.”

რელიგიის საკითხებში “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის” მრჩეველმა ქ-ნმა სონე ხუბაევამ აღნიშნა, რომ  ვინც აპროტესტებდა ტაძრის მშენებლობას მათი მიზანი იყო დაპირისპირება “სამხრეთ ოსეთის ეპარქიისა”  და ჩრდილოეთ ოსეთის ეპარქიის მხარდამჭერებს შორის; “მრჩეველი” თვლის, რომ “სამხრეთ ოსეთის” საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქის ნაცვლად “სამხრეთ ოსეთში” მღვდელმსახურებს შეუძლიათ მოიხსენონ მხოლოდ რუსეთის პატრიარქის კირილე ან ვლადიკავკაზის მთავარეპისკოპოსი ზოსიმე.

Print Friendly

Comments are closed.