დეკანოზი თამაზ ლომიძე

dek. Tamazi

დეკანოზი თამაზ ლომიძე
დაიბადა 26.08.71 თბილისში. 2 ექსპ. საშუალო სკოლის შემდეგ დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი.
1995-1997 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო აკადემიის საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე და პარალელურად იყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კანცელარიის ხელმძღვანელი.
2002-2008 წლებში სწავლობდა გერმანიის ქ. მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსტეტის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა დიპლომით.
2005 წლიდან მსახურობს მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახ. ეკლესიაში და პარალელურად ხელმძღვანელობს ქალაქების შტუტგარტის, ფრანკფურტის და ნიურნებრგის ქართულ სამრევლოებს.

Print Friendly

Comments are closed.