eka_chkoidze

ეკა ჭყოიძე

1998 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ახალი ბერძნული ენისა და ლიტერატურის განყოფილება. 1999 წელს სწავლა განაგრძო იოანინას (საბერძნეთი) უნივერსიტეტის მაგისტრატურაში ბიზანტიის ისტორიის განხრით, რომელიც დაამთავრა 2001 წელს. 2006 წელს იმავე უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე “ბიზანტია ქართულ წყაროებში (ქრონიკები-წმინდანთა ცხოვრებები IX-XI სს.)”. საბერძნეთში სწავლის დროს მიიღო სტიპენდიები სხვადასხვა ბერძნული ორგანიზაციებიდან: იოანინას უნივერსიტეტის (1999-2011 წწ.), საბერძნეთის სახელმწიფო სტიპენდიების ფონდის (2001-2005) და ალექსანდრე ონასისის საქველმოქმედო ფონდის (2006 წ.). 2007-2008 სასწავლო წელს პრინსტონის (აშშ) უნივერსიტეტის პოსტ დოქტორალი მკვლევარია ელინოლოგიის განხრით. 2008 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორია. 2010 წელს საბერძნეთში ბერძნულ ენაზე გამოიცა მისი მონოგრაფია ონასისის ფონდის სპეციალური დაფინანსებით („ქართველი პილიგრიმი IX საუკუნის ბიზანტიურ სამყაროში: წმ. ილარიონ ქართველი“, ბერძნულად “Ένας Βυζαντινός προσκυνητής στον Βυζαντινό κόσμο του 9ου αιώνα: Άγιος Ιλαρίων ο Γεωργιανός”). ამჟამად, ანუ 2012-2013 სასწავლო წელს ათენის უნივერსიტეტის პოსტ დოქტორალი მკვლევარია ისევ ალექსანდრე ონასისის ფონდის დაფინანსებით.

Print Friendly

Comments are closed.