ახალი კათოლიკოს-პატრიარქი ეთიოპიის ეკლესიაში

1b72283998ეთიოპიის ძველაღმოსავლურ-არაქალკედონურ ეკლესიაში არჩეულ იქნა ახალი კათოლიკოს-პატრიარქი

ეთიოპიის ძველაღმოსავლურ-არაქალკედონურმა ეკლესიამ აირჩია 71 წლის მთავარეპისკოპოსი აბუნა მათე თავის ახალ პატრიარქად. აბუნა მათემ შეცვალა აბუნა პავლეს, რომელიც მართავდა ამ საუკუნოვან ძველაღმოსავლურ ეკლესიას ( რომელსაც ამჟამად ჰყავს 50 მილიონი წევრი) 1991 წლიდან ვიდრე მის გარდაცვალებამდე (2012 წლის აგვისტო). აბუნა მათეს აღსაყდრება შედგება ამ კვირას, ადის აბებაში.
ისტორიის მანძილზე ამ ეკლესიის ყველაზე ცნობილი ელემენტი არის კლდეში ნაკვეთი ეკლესიები, რომელიც მდებარეობს პლატიზე, რომელიც ცნობილია როგორც ეთიოპიის იერუსალიმად და ასევე რომელიც არის იუნესკოს მსოფლიო ძეგლთა ნუსხაში.
საუკუნოვანი და ძველი ტრადიციების მიუხედავად, აბუნა (მამა) მათე იქნება მხოლოდ ეთიოპიის მეექვსე პატრიარქი: 50 წლის წინ ეთიოპიის ეკლესიას ქონდა თავისი იდენტურობა და ლიტურგია ( გეეზის ლიტურგია, რომლის შთამომავალი არის ამჰარიკის ლიტურგია), მაგრამ ის ასევე იყო ალექსანდრიის კოპტურ პატრიარქთან (ეგვიპტე) ერთობაში. ხოლო 1959 წელს, კოპტმა პაპმა, კირილე მეექვსემ ეთიოპიის ეკლესია სცნო დამოუკიდებელ ეკლესიად და ასევე მას პირველ პატრიარქად დაუდგინა ბასილი. 50 წელზე მეტია რომ ეკლესიამ გამოიარა ურთულესი პერიოდი: დიქტატორმა მენგისტუმ, თეოფილე (ბასილის პირველი შემცვლელი) დააპატიმრა 1976 წელს, ხოლო 1979 წელს კი იგი მოკლა. ამის მერე ეთიოპიის დიქტატორმა დანიშნა თეოფილეს ორი შემცვლელი,რომელნიც ეკლესიამ არ მიიღო. 1991 წელს როდესაც მენგისტუს დიქტატორობა დაეცა, ზუსტად მაშინ ეთიოპიის ეკლესიისთვის გამოიყო უმაღლესი იერარქი, პატრიარქ პავლეს არჩევით.
ასევე აღსანიშნავია ის რომ მენგისტუს რეჟიმმა აიძულა პატრიარქი მათე რომ გაქცეულიყო ეთიოპიიდან. პატრიარქი 30 წელზე მეტი იყო დაშორებული ადდსის აბებას. ასევე საინტერესოა ის რომ მისი ტიტული (იერუსალიმის მთავარეპისკოპოსი) შემთხვევითობა არ არის: ეთიოპიის ეკლესიამ მჭიდრო კავშირი შეინარჩუნა იმასთან რასაც ყველა უწოდებს დედა ეკლესიას. მისი სამღვდელოება ცხოვრობს მონასტერში, რომელიც მდებარეობოს წმ საფლავის ბაზილიკასთან ახლოს. ამ საძმოს მკაცრი წესების არსებული მდგომარეობა აძლებს მათ იმ საშუალებას, რომ მათი რიტუალები შეასრულონ იმ ადგილას სადაც მაცხოვარი ევნო და აღსდგა.

წყარო:
http://theorthodoxchurch.info/
http://vaticaninsider.lastampa.it/

მასალა მომზადებულია გიორგი ღიბრაძის მიერ

შენიშვნა:

ცოტა რამ ეთიოპიის ძველაღმოსავლური-არაქალკედონური ეკლესიის შესახებ

ეთიოპიის (აბისინიის) ეკლესია (Yäityop’ya ortodoks täwahedo bétäkrestyan) — ერთერთი ძველაღმოსავლური ეკლესიაა, რომელიც 1959 წლამდე იყო  კოპტური ეკლესიის ნაწილი, ხოლო შემდეგ მიიღო ადმინისტრაციული დამოუკიდებლობა. ეთიოპიის ეკლესია, როგრც კოპტური, სირიული და სომხური ეკლესიები აღიარებენ მიაფიზიტურ ქრისტოლოგიას, ამ ეკლესიას საკუთარ დასახელებაში აქვს სიტყვა täwahedo – ტევაჰედო, რომელიც “ერთიანს” (“being made one” ან “unified”) ნიშნავს და ეხება ქრისტეში ერთი (ერთიანი) ბუნების აღიარებას, შესაბამისად არ ცნობენ მეოთხე მსოფლიო კრებას (ქალკედონი, 451 წ.) აღიარებენ რა მხოლოდ პირველ სამ მსოფლიო კრებას.
ეთიოპიის ეკლესიისათვის დამახასიათებელი ძველი აღთქმის კანონებისადმი, განსაკუთრებული სიახლოვე, როგორც საკვების მიმართ, საჭმელი მათთან იყოფა წმინდა და არაწმინდად, ასევე შაბათის კანონისა და წინადაცვეთის შენარჩუნების მხრივ, რომელიც მერვე დღეს აღესრულება მამრობით სქესის ჩვილებზე (ხშირად წინადაცვეთას მიაწერენ არა რელიგიურ მოთხოვნას, არამედ ტრადიციის ერთგულებას), ეთიოპიის ეკლესიის მიერ დაგმობის მიუხედავად სამხრეთ ეთიოპიაში არსებობს ტრადიცია “ქალთა წინადაცვეთისა”.
კალენდარი, რომლითაც ისინი სარგებლობენ არის ძველი წინარეიულიანური და თანხვდება ჩვენთან არსებულ ძველ, იულიანურ სტილს, ლიტურგია იგივეა რაც კოპტური ეკლესიის წმ.მარკოზის ლიტურგია, ოღონდ იმ სხვაობით, რომ ლიტურგიის ჩასატარებლად აუცილებელია მინიმუმ 2 მღვდელი და 3 დიაკონი; ხოლო ვაჟების დიაკონობისადმი მომზადება 7 წლის ასაკიდან იწყება.
ეკლესიაში შესვლისას არის მოთხოვნა ფეხსაცმელების გახდისა, თუმცა ადის-აბებაში ხშირად ეს მოთხოვნა არ ფუნქციონირებს, ქალებისა და მამაკაცების დასადგომი ადგილები მკაცრად გაყოფილია, სადაც ქალები აუცილებლად მარჯვნივ უნდა იდგნენ, ხოლო ჯვრებზე ჯვარცმული ქრისტეს გამოხატვის ტრადიცია არა აქვთ.

სერგო ფარულავა

Print Friendly

Comments are closed.