მინუმუმ 7 ქვეყანაში, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, ათეიზმი შესაძლებელია სიკვდილით დასჯის მიზეზად იქცეს, რის გამოც მრავალი ათეისტი ფორმალურად მორწმუნეთა სიაში ეწერება.

გაეროს მიერ 25 თებერვალს გამოქვეყენებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ “ათეისტები, ჰუმანისტები და თავისუფლად მოაზროვნენი ხშირად აწყდებიან მსოფლიოში ფართოდ გავრცელებულ დისკრიმინაციას, მათი მოსაზრებები ითვლება დანაშაულებრივად და რიგ ქვეყნებში სიკდილითაც კი ისჯებიან”

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტისადმი წარდგენილ საბუთში ნათქვამია, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ათეიზმი კანონით არის აკრძალული და მოქალაქეები იძულებულნი არიან ფორმალურად იქცნენ მორწმუნეებად.  ავრცელებს www.pravoslavie.ru  საინფორმაციო სააგენტო Reuters ზე დაყრდნობით.

“დისკრიმინაცია, რომელიც სხვადასხვა მთავრობების მიერ ხორციელდება ათეისტების ჰუმანისტებისა და არარელიგიური ხალხის მიმართ, ფართოდ არის გავრცელებული მთელ მსოფლიოში” – განაცხადეს საერთაშორისო ჰუმანისტურ და ეთიკურ კავშირში (IHEU)

საკუთარი მოსაზრებების გამო ადამიანი შეიძლება სიკვდილით დაისაჯოს ავღანეთში, ირანში, მალდივებზე,  მავრიტანიაში, საუდის არაბეთში და სუდანში”, მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი რამ კატეგორიულად ეწინააღმდეგება გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაციას.