წმიდა მამები ევოლუციის შესახებ

25/01/2017
By

sotvorenie_gროგორ უნდა გავიგოთ შესაქმის ექვსი დღე   სიტყვასიტყვით თუ სიმბოლურად? ეს საკითხი არასოდეს ყოფილა ძირითადი ეკლესიაში საღვთისმეტყველო კამათების დროს. მაგრამ არც ერთიანი მოსაზრება და თანხმობა ყოფილა ოდესმე: გამოთქვამდნენ სრულიად განსხვავებულ პოზიციებს, მათ შორის, წმიდანებიც.

უნდა ითქვას, რომ ეს ფაქტი ერთ-ერთი მეტნაკლებად ნათელი მაგალითია იმ აზრთა სხვადასხვაობისა მეორეხარისხოვან საკითხებში, რომლებსაც არათუ არ განსჯიდა, არამედ მიესალმებოდა კიდეც ოდესღაც ნეტარი ავგუსტინე.

ნეტარი ავგუსტინე: «საღამო თუ დილა აქ სახელდებულია არა წარსული ან მომავალი დროის აზრით, არამედ ნაგულისხმევია ის ზღვარი, რომლითაც მითითებულია, თუ სადამდე ვრცელდება ამა თუ იმ ბუნებისთვის დამახასიათებელი საზღვრები და საიდან იწყება სხვა, მომდევნო ბუნების საზღვარი: იქნებ, ამ სიტყვების კიდევ რაღაც სხვა აზრი უნდა ვეძებოთ.»
«იმ მომენტთან მიმართებაში, როცა ყველაფერი ღვთის სიტყვით შეიქმნა, ჩვენ რომ გამოგვეყენებინა საგნების ბუნებრივი მოძრაობები და ჩვეულებრივი სივრცე დღეებისა, რომლებსაც ახლა ვხედავთ, ერთი კი არა, მრავალი დღე დასჭირდებოდა, რომ ყველაფერს, რაც მიწიდან ფესვებით ამოიზრდება, ყლორტი ჯერ მიწის ქვეშ გაეშვა და მხოლოდ კონკრეტულად განსაზღვრული დღეების შემდეგ, თავისი სახეობის შესატყვისად, გარეთ გამოსულიყო. რამდენი დღე იქნებოდა საჭირო ჩიტების გასაფრენად, თუკი თავისი ჩანასახიდან დაწყებული, ისინი ბუმბულის ამოსვლას მათი ბუნებისთვის დამახასიათებელ რიცხობრივ ვადაში მიაღწევდნენ?»

 

ღირსი იოანე დამასკელი: «ერთი დღის დასაწყისიდან მეორე დღის დასაწყისამდე   ერთი დღეა, რამეთუ წმიდა წერილი ბრძანებს: «იყო საღამო, იყო დღე _ პირველი დღე» (დაბადება 1, 5).

 

მღვდელმოწამე მიქაელ ჩელცოვი: «ბევრი რამ უწყობდა ხელს მეცნიერებასა და რელიგიას შორის უთანხმოების მოსპობას და ბიბლიის ბევრი ადგილის უფრო მეტად გულშიჩამწვდომ, გააზრებულ და სულიერ განმარტებასა და გაგებას. საკმარისი გახდა სამყაროს შექმნის შესახებ ბიბლიის ტექსტის უფრო ღრმად და ყურადღებით ამოკითხვა, რომ მაშინვე ცხადი გახდა: რომ ბიბლია არ გვაძლევს საფუძველს, სამყაროს შემქნის დღე დროის 24-საათიან პერიოდად ჩავთვალოთ და ირღვეოდა კედელი ბიბლიურ თხრობასა და აღნიშნულ მეცნიერებას შორის დედამიწის ცხოვრების გაურკვევლად ხანგრძლივ პერიოდზე ადამიანის გაჩენამდე.»
ამ ბიბლიური გამონათქვამიდან შესაძლებელია, ბიბლიური აზრისადმი თანასწორი უფლებითა და დარწმუნებით გამოვიტანოთ როგორც ის დასკვნა, რომ უფალმა მუჭა მიწისგან შექმნა რაღაც სპეციალური ფიგურა ადამიანისა, რომელსაც შემდეგ სული შთაბერა «სიცოცხლის სუნთქვით», ისევე, როგორც იმ მსჯელობას, რომ უფალმა ღმერთმა, ბუნებაში ჩადებული განვითარების კანონების ძალით, მიანდო, სრულქმნილიყვნენ მის ფორმებსა და სახეებში; შემდეგ, როცა ამ ნივთიერებამ, საღვთო ჩანაფიქრის მოქმედებით, ადამიანის სხეულის მსგავს ფორმებს მიაღწია, მან აიღო ეს «მიწის ნაგლეჯი» და მას ცხოველი სული შთაბერა. ამ განსჯა-დასკვნებიდან არც პირველია უფრო ახლოს ბიბლიურ ტექსტთან და არც მეორეა მას უფრო მეტად დაშორებული…»

 

მღვდელმოწამე ვლადიმერ კიეველი: «მხოლოდ ახლა დამკვიდრდა ასეთი კადნიერი ფილოსოფია, რომელიც ამცრობს და ამხობს ადამიანურ ღირსებას და თავისი ცრუ სწავლების ფართოდ გავრცელებას ცდილობს… ადამიანი ღვთის ხელიდან როდი იშვა, _ ბრძანებს ის; უსასრულო და თანდათანობით გადასვლაში არასრულყოფილიდან სრულყოფილისკენ ის განვითარდა ცხოველთა სამყაროდან და ერთნაირად აქვს როგორც ცხოველური, ისე ადამიანური სული..»

 

წმიდა თეოფანე დაყუდებული: «ეს სხეული _ რა იყო ის? თიხის როჭო თუ ცოცხალი სხეული? _ ის იყო ცოცხალი სხეული, _ იყო ცხოველი ადამიანის სახით, ცხოველის სამშვინველით, შემდეგ კი ღმერთმა მას თავისი სული შთაბერა…»
«სხეული განსაკუთრებულად იქმნება მიწის თუ თიხისგან. ეს მკვდარი სხეული კი არ იყო, არამედ ცოცხალი, ცხოველის სამშვინველით. ამ სამშვინველს შთაბერეს სული _ საღვთო სული, რომლის დანიშნულებაც იყო უფლის ცნობა, მისი პატივისცემა, ღვთის ძიება და გემოს ხილვა. ცხოველის სამშვინველთან შეერთებულმა ამ სულმა მთელი სტადიით აღამაღლა ის ცხოველის სამშვინველზე, და ადამიანში ვხედავთ, რომ გარკვეულ დონემდე მასში ყველაფერი ისეა, როგორც ცხოველებთან, გონებამახვილობასა და მოსაზრებულობამდე.»

 

წმიდა ამბროსი მედიოლანელი: «ღვთის სიტყვა სამყაროში ყოველ ქმნილებაში აღწევს. შესაბამისად, როგორც ღმერთმა წინასწარ განსაზღვრა, ცოცხალ არსებათა ყველა სახეობა სწრაფად შეიქმნა მიწისგან. ფიქსირებული კანონის თანახმად, ყველა ისინი საუკუნეების განმავლობაში მათი გარეგნობისა და ბუნების შესატყვისად მისდევენ ერთმანეთს. ლომი შობს ლომს, ვეფხვი _ ვეფხვს, ხარი _ ხარს, გედი _ გედს, არწივი კი _ არწივს. ერთხელ ნაბრძანები მთელი სამყაროსთვის სამარადჟამო ჩვევად იქცა.»

 

ღირსი სერაფიმე საროველი: «ადამი მკვდარი კი არ შექმნილა, არამედ მოქმედ ცხოველ არსებად, მიწაზე მცხოვრები სხვა სულიერი ქმნილებების მსგავსად. შემდგომში უფალს რომ მის სახეში არ შთაებერა ცხოვრების ეს სუნთქვა, ანუ მადლი, მაშინ ის ყველა სხვა ქმნილების მსგავსი იქნებოდა.»

 

ღირსი ეფრემ ასური: «არავინ უნდა იფიქროს, რომ ექვსდღიანი შესაქმე ქარაგმაა; დაუშვებელია იმის თქმაც, თითქოსდა წმიდა წერილის მიხედვით ექვს დღეში შექმნილი მყისიერად შეიქმნა, აგრეთვე, თითქოს ამ აღწერაში წარმოდგენილია მხოლოდ სახელწოდებები, ან უმნიშვნელო ან სხვა რაიმეს აღმნიშვნელი.»

 

წყარო: http://foma.ru/svyatyie-ob-evolyuczii.html

ქართული წყარო

***

ამ თემის შესახებ ჩვენს მკითხველს ვურჩევთ გაეცნონ მსგავს სტატიებს, რომლებიც ჩვენი ცენტრის მიერ მომზადებულ ექსკლუზიურ სტატიებს და თარგმანებს

 

კრეაციონიზმი და მეცნიერება თ. ჰაინცის წინგში „შექმნა თუ ევოლუცია“

კოსმოსის ევოლუცია VS “კრეაციონიზმი

მეცნიერული და ბიბლიური წარმოდგენები სამყაროს წარმოშობის და ევოლუციის შესახებ

მეცნიერული კრეაციონიზმი, როგორც ფსევდომეცნიერება

სამყაროს შემეცნება და ღმერთის იდეა

შესაქმეს წიგნი და ევოლუციის თეორია

ეკლესიის მჭიდრო კავშირი მეცნიერებასთან, თუ ფსევდომეცნიერული მისიოლოგია?

ანთროპული კოსმოლოგიური პრინციპი და ქრისტიანული ანთროპოცენტრიზმი

ევოლუციური ბიოლოგიის პრინციპების თავსებადობა აღმოსავლურ მართლმადიდებლობასთან

ევოლუციური ბიოლოგიის თანამედროვე კვლევების შესახებ

ქრისტიანობა და მეცნიერება

ქრისტიანობა თუ ანტიმეცნიერული დემაგოგია

მეცნიერება და რწმენა

დასაბამად ქმნა ღმერთმა ცა და ქვეყანა

სამყაროს ევოლუცია VS მეცნიერული კრეაციონიზმი

Print Friendly

Tags: ,

Comments are closed.