დიდი ასამბლეის (სინაქსისის) მონაწილეების მიერ, მართლმადიდებლობის ზეიმზე საკვირაო ლიტურგიაზე თანამწირველობის შემდეგ საზეიმოდ იქნა წაკითხული ასამბლეის გადაწყვეტილება, რომელსაც გუშინ ყველა ეკლესიის მიერ იქნა ხელმოწერილი (დროებით, ანტიოქიის გარდა).
ასამბლეის მიმართვაში ნათქვამია, რომ გამოხატავენ ერთ ნებას და ერთიანად მოუწოდებენ მშვიდობისაკენ მსოფლიოში,
(შინაარსი)
– განსაკუთრებით იქ სადაც მიმდინარობს ქრისტიანთა დევნაა, მოუწოდეს სირიაში გატაცებული იერარქების განთავისუფლებისაკენ.
– ლოცულობენ უკრაინაში მშვიდობისათვის და მოუწოდებენ რათა დაგმობილ იქნას მართლმადიდებელ ეკლესია-მონასტერთა მიტაცების ყოველი საშიშროება, ლოცულობენ ასევე იმ ძმებისათვის, რომლებიც ერთი, წმიდა ეკლესიასთან არ არიან ევქარისტიულ კავშირში.
– მოუწოდეს მსოფლიოში საყოველთაო კრიზისის დაძლევისას სიყვარულისა, სამართლიანობის და მშვიდობიანობის პრინციპებით ხელმძღვანელობისაკენ
– დაადგინეს რომ 2014 წლის სექტემბრიდან ვიდრე 2015 წლის აღდგომამდე, სპეციალური კომისია იმუშავებს, რათა განიხილოს მართლმადიდებელთა დიდი და საყოველთაო კრების მოსამზადებელი ყველა საკითხი; რათა მართლმადიდებელთა დიდი და საყოველთაო კრება ჩატარდეს კონსტანტინეპოლში 2016 წელს, ყველა ადგილობრივი ეკლესიის მეთაურების და წარმომადგენლობის მონაწილეობით.
ფანარა, 9 მარტი 2014 წელი
+ ბართლომეოსი კონსტანტინეპოლელი
+ თეოდორე ალექსანდრიელი
+ თეოფილე იერუსალიმელი
+ კირილი მოსკოველი
+ ირინეოსი სერბელი
+ დანიელი რუმინელი
+ ნეოფიტოსი ბულგარელი
+ ილია ქართველი
+ ქრიზოსტომოსი კვიპრელი
+ იერონიმე ათენელი
+ საბა ვარშაველი
+ ანასტასიოსი ტირანელი
———-
+ Ὁ Κωνσταντινουπόλεως Βαρθολομαῖος
+ Ὁ Ἀλεξανδρείας Θεόδωρος
+ Ὁ Ἱεροσολύμων Θεόφιλος
+ Ὁ Μόσχας Κύριλλος
+ Ὁ Σερβίας Εἰρηναῖος
+ Ὁ Ρουμανίας Δανιήλ
+ Ὁ Βουλγαρίας Νεόφυτος
+ Ὁ Γεωργίας Ἠλίας
+ Ὁ Κύπρου Χρυσόστομος
+ Ὁ Ἀθηνῶν Ἱερώνυμος
+ Ὁ Βαρσοβίας Σάββας
+ Ὁ Τιράνων Ἀναστάσιος
წყარო:
მოამზადა სერგო ფარულავამ