მსოფლიო საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
“სიხარულით გაუწყებთ, რომ მისი ყოვლადუწმიდესობის, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის მოწვევით, 6 დან 9 მარტამდე ფანარაში (კონსტანტინეპოლი, სტამბოლი; თურქეთი) შეიკრიბება ყველა ადგილობრივი, ავტოკეფალიური ეკლესიის წინამძღვრები, რათა განიხილონ მართლმადიდებლობის ძირითადი საკითხები, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც უკავშირდება წმიდა და მსოფლიო კრების მოწვევას, რომლის მოსამზადებელი სამუშაოებები უკვე სრულდება.
4-5 მარტს, მსოფლიო საპატრიარქოში, პერგამოსელი მიტროპოლიტის იოანეს (ზიზიულასი) ხელმძღვანელობით, შეიკრიბება სპეციალური კომისა, რომელიც რომელიც შეადგენს ავტოკეფალური ეკლესიების წინამძღოლების შეხვედრის პროგრამას, იერარქები კვირას “მართლმადიდებლობის ზეიმზე” (θρίαμβο της Ορθοδοξίας) ერთად იმსახურებენ წმ.გიორგის სახელობის საპატრიარქო საკათედრო ტაძარში და ამ სახით გამოხატავენ მართლმადიდებლობის ერთობას.
მსოფლიო საპატრიარქო 3 მარტი, 2014 წელი
მსოფლიო საპატრიარქოს წმიდა სინოდის მდივანი “
საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ამ დღეებში გაემგზავრება სტამბულში.
მოამზადა სერგო ფარულავამ