მართლმადიდებლური სწავლება ღვთისმშობლის შესახებ

28/04/2017
By

5f3bc9433e012f4799dab1b0504c0675ავტორი: პროტოპრესვიტერი გიორგი ფლოროვსკი

დოგმატური სწავლება ჩვენი მეოხის,ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შესახებ მის ორ სახელში: ,,ღვთისმშობელსა“ (Theotokos) და „მარადქალწულშია“ (Aiparthenos) ასახული. ორივე ტერმინმა მსოფლიოსაეკლესიო კრებებზე მოიპოვა აღიარება. ეს დოგმატიასევე საეკლესიო წმინდა გარდამოცემის განუყოფელინაწილია. მაცხოვრის ქალწულისაგან განკაცების შესახებ ახალი აღთქმა პირდაპირმიგვითითებს. მრწამსში იესო ქრისტეს შესახებ წერია: „ხორცნი შეისხნა სულისაგანწმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა და განკაცნა“. ეს მხოლოდ ისტორიული ფაქტისკონსტატაცია არ არის, ეს სარწმუნოების პირდაპირი აღსარებაა. სახელი „მარადქალწული“ V მსოფლიო კრებაზე (553 წ.) იქნა მიღებული და „ღვთისმშობელი“ – უფრო მეტია, ვიდრექების ან რაიმე დიდების აღმნიშვნელი სიტყვა. ეს არის ქრისტიანობის ერთ სიტყვაშიმოცემული დოგმატური შინაარსი. 431 წლამდე, ეფესოს კრებამდეც კი, ქრისტიანულსამყაროში სიტყვა „ღვთისმშობლის” აღსარება, ჭეშმარიტი ქრისტიანობის ნიშანი იყო.

გრიგოლ ღვთისმეტყველი ასე აფრთხილებს კლიდონიას: „ვინც მარიამსღვთისმშობლად არ აღიარებს, ის ღვთისათვის უცხოა“ (EEPIST. 101).ყოვლადწმინდამარიამის ამ სახელით ხშირად სარგებლობენ IV საუკუნის და სავარაუდოდ III საუკუნის მამებიც,მაგალითად, თუ დავუჯერებთ სოკრატე სქოლასტიკოსს, ასეთ მამათა შორის ორიგენეც იყო (Hist. Eccl. 7:32).ნესტორი და მისი მომხრეები კი ქრისტიანულ აზროვნებაში, უკვე ტრადიციადდამკვიდრებულ ამ ტერმინის უარყოფას ცდილობდნენ.

სიტყვა „ღვთისმშობელი” წმინდა წერილში არ გვხვდება, ასევე ვერსად ამოვიკითხავთსიტყვას „თანაარსი“. ნიკეასა და ეფესოს კრებებზე მათ მოწვევამდე რაიმე არ არსებული დაგაუცნობიერებელი ტერმინოლოგიური სიახლე არ შემოუტანიათ და არ დაუმკვიდრებიათ. ეკლესიურ აზროვნებაში „ახალი“, „არაბიბლიური“ ტერმინები და მათ შორის ეს სიტყვებითავისთავად გაჩნდა და იმის გამო დამკვიდრდა, რომ მათში წმ. მარიამის შესახებ ეკლესიისდასაბამიდანვე არსებული სწავლება იყო ასახული. სამართლიანი იქნება, თუ ვიტყვით, რომ IIIმსოფლიო კრება (431 წელი, ეფესო) ძირითადად ქრისტოლოგიური საკითხებით იყოდაკავებული და მარიოლოგიურ საკითხებს არც კი შეხებია. სწორედ ისაა საინტერესო, რომ, მიუხედავად ამისა, კრების განმასხვავებელ ნიშნად და მართლმადიდებლური ქრისტოლოგიისერთგვარ თავისებურებად, ქრისტოლოგიის საკვანძო სიტყვად „ღვთისმშობელი“ აღმოჩნდა. „სამართლიანად და ჭეშმარიტად ვუწოდებთ წმინდა მარიამს ღვთისმშობელს, – ბრძანებს წმინდაიოანე დამასკელი, – რადგან ეს სახელი მთელი განგებულების საიდუმლოს წარმოაჩენს. მართლაც, თუ მშობელი ღვთისმშობელია, უთუოდ ღმერთია მისგან შობილი და, ამასთან – უთუოდ კაციც“ (თავი 56). რამდენადაც წმინდა სამების დოგმის განმარტებისას, გამოყენებადიდა პირველადია სიტყვა „თანაარსი“ ღვთის განკაცების გადმოცემისას, ძნელად მისახვედრი არაა, თუ რატომ ენიჭება ამ ტერმინის შინაარსს ასეთი დიდი მნიშვნელობა. ქრისტოლოგიურისწავლება, რომელიც არ მოიცავს მოძღვრებას იესო ქრისტეს ყოვლადწმინდა დედის შესახებ, ვერასოდეს მივა ქრისტიანული მოძღვრების სწორ განმარტებამდე. სწორედ ამიტომ, ჩვენსინამდვილეში ღვთისმშობელთან დაკავშირებული ყველა დავა და გაუგებრობა, ქრისტოლოგიური აზროვნების ცენტრში იყრის თავს და საბოლოოდ მწვავე „ქრისტოლოგიურიკონფლიქტის“ სახეს იძენს.

„ნაკლულევან ქრისტოლოგიაში“ მაცხოვრის მშობლის ადგილი აღარ რჩება. მაგალითად: ყველასათვის ნათელია, რომ ღვთისმშობლის შესახებ არაფერი აქვთ სათქმელი პროტესტანტღვთისმეტყველებს. მეორე მხრივ, ისიც არ იწვევს ეჭვს, რომ ვინც დედას ვერ შენიშნავს, შვილისდანახვაც გაუჭირდება. სხვაგვარადაც შეიძლება ითქვას, ყოვლადწმინდა ქალწულის პიროვნებისღვთივკურთხეულობის აღქმა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მას ქრისტოლოგიურკონტექსტში განვიხილავთ. მარიოლოგია არ არის დამოუკიდებელი სწავლება, ის მხოლოდ იმტრაქტატის ერთი თავია, რომელშიც გადმოცემულია ღვთის განკაცებასთან დაკავშირებულისაკითხები. ამავე დროს, ის ისეთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რომლის გარეშეც ამ ტრაქტატისარსებობა პრაქტიკულად შეუძლებელია. მარიოლოგია ქრისტიანული სწავლების არსშიამოაზრებული. დედის გარეშე განკაცებული ძის საიდუმლოს გაგება შეუძლებელია. უფლისზოგიერთი მაძიებელი ქრისტოლოგიური კვლევის ამ ნაკლულევანების შევსებას უზომოთაყვანისცემითა და მის პიროვნებასთან დაკავშირებული სასწაულებისა და თვითმიკვლეულისულიერი ღირებულებებით ცდილობს. ამ ადამიანებს ავიწყდებათ, რომ დოგმაზე რაიმე ნაკლმაზეგავლენა არ უნდა მოახდინოს, დოგმა მკვლევარს არ უნდა მოერგოს. ამავე დროს, დოგმასაღვთო გამოცხადებით განცხადდება. სწორედ ამიტომ ეკლესიურ სწავლებაში მარიოლოგიურნაწილს თავისი ბუნებრივი ადგილი უკავია. საეკლესიო დოგმა ეს არის მოძღვრება „სრულღმერთზე – ჭეშმარიტების წყაროზე“.

ღვთისმშობლის ღმერთთან ურთიერთობის შინაგანი გამოცდილება ჩვენთვისდაფარულია. უფრო მეტიც, თავისი ბუნებით ეს გამოცდილება ჩვეულებრივი ადამიანისათვისპრაქტიკულად მიუწვდომელია. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ყოვლადწმინდა ქალწულისსულის საიდუმლო. ამიტომ, როდესაც ეკლესია წმინდა მარიამის შესახებ ქადაგებს, ძირითადადჰიმნოგრაფიაში მოქცეულ ანტინომიურ სახეებსა და მეტაფორებს მიმართავს.

ჩვენ არც საჭიროება და არც მიზეზი გვაქვს ვიფიქროთ, რომ მადლის „სისავსე“ არითმეტიკულად გამოითვლება და სრულყოფილების ყველა შესაძლებელი ვარიანტებისა დამრავალფეროვანი სულიერი ნიჭების შეჯამებად წარმოგვიდგება. მადლის სისავსეყოვლადწმინდა მარიამისთვის იყო და „სავსებაში“ თვითონ ღვთისმშობელი იგულისხმება. ესგანსაკუთრებული მადლია, ეს არის ღმერთის დედობის, „ქალწულ-დედობისა“ და „უსძლო-სძლობის“ მადლი. ცხადია, წმინდა მარიამს საკუთარი სულიერი გზა გააჩნდა და ეს გზა ღვთისმიერ მოცემულ მადლში სრულყოფის გზა იყო. განგებულების საიდუმლოს მთელი შინაარსი, ღვთის კურთხეულ დედაში ნელა და თანმიმდევრობით იხსნებოდა. ბოლოს ღვთისმშობელმათავისი ძის – იესო ქრისტეს ჯვარცმაც იხილა. ამის შესახებაა დაწერილი: „და თჳთ შენსაცასულსა განვიდეს მახჳლი” (ლუკ. 2:35).

ნათელი მხოლოდ აღდგომის შემდეგ გამობრწყინდა. ამ დრომდე იესო ქრისტე ჯერ კიდევარ იყო განდიდებული. ამაღლების შემდეგ ყოვლადწმინდა ქალწულს მოციქულთა გვერდითვხედავთ. უდავოა: უფლის ანგელოზის ჩვენებამ, საოცარი საიდუმლოს შესახებ ხარებამ და ამსაიდუმლოს აღსრულებამ ღვთისმშობელზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა, ამგრძნობებს იგი მთელი ცხოვრების მანძილზე გულით ატარებდა. განა სხვანაირად იყოშესაძლებელი? კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რომ მისი ღმერთთან ურთიერთობის შინაგანიგამოცდილება ჩვენთვის ამოუცნობი რჩება. მაგრამ, თუ კეთილგონივრულ ძიებაზე საბოლოოდვიტყვით უარს, ეს თვითონ საიდუმლოზე უარის თქმა იქნება. დაწერილია: „ხოლო მარიამსდაემარხნეს სიტყუანი ესე და დაედვა გულსა თჳსსა“ (ლუკ. 2:19). მთელი მისი შინაგანი ცხოვრებაამ მოვლენებით იყო განმსჭვალული.

ისე როგორც ღვთის განკაცების, ასევე ღვთისმშობლის პირადი ცხოვრების საიდუმლო, მისი ადამიანური მდგომარეობა ამ ქვეყანაზე უნიკალური და გამორჩეულია. ღვთისმშობელიპირადი თვისებებით ამ მდგომარეობის შესაბამისი უნდა ყოფილიყო. აქედან შეგვიძლიადავიწყოთ ფიქრი მის ისეთ სრულყოფილებაზე, რომელიც შემდგომში „მარადქალწულებად“ შეირაცხა. წმინდა მარიამი – ქალწულია. ქალწულება არ არის მხოლოდ ფიზიკური მდგომარეობა. ეს უწინარეს ყოვლისა გამორჩეული მსოფლმხედველობაა, რის გარეშეც ფიზიკური ქალწულებაარაფრის მომტანი არ იქნებოდა. სახელი მარადქალწული, რა თქმა უნდა, მხოლოდფიზიოლოგიურ თავისებურებებს არ შეეხება. ის არც მხოლოდ დაბადებით ქალწულებასა და არცშემდგომში ქალწულების შენარჩუნებას არ გულისხმობს. ის სულიერ ცხოვრებაში, გონებისა დაგულის ბოროტისაკენ მიქცევას გამორიცხავს. ფიზიკური ქალწულება სულიერისრულყოფილების გარეგნული მხარეა. დაწერილია: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუმათ ღმერთი იხილონ“ (მათ. 5:8).

ქალწულება გრძნობებისაგან თავისუფალი მდგომარეობაა, ეს არის ჭეშმარიტიუვნებელობა, რომლითაც განისაზღვრება ცხოვრების სულიერი არსი. ეს არის შეგრძნებებისაგან, ცდუნებებისაგან, „მიდრეკილებებისაგან“ და უნებლიედ გაჩენილი „აზრებისაგან“ თავისუფლება. წმინდა მარიამის სული მხოლოდ ღმერთისკენ და მხოლოდ მისი მსახურებისაკენმიილტვის. ყველა მისი მოსაზრება და სურვილი ღმერთს უკავშირდება, მისთვის უცხოა ვნებები. ის გონითაც, სულითაც და სხეულითაც ქალწულია (Hom. 6 in Nativitatem B. V. Mariae, 9 et 5; PG 96 676 A et 668C). ეს არის ღვთისადმი საკუთარი პიროვნებისა და ცხოვრების მიძღვნა. იყო„ღვთის სრული მხევალი“ – მარადქალწულობისა და ხორციელი ნების უქონლობის ტოლფასია. ამავე დროს, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სულიერი ქალწულება უცოდველობაა – მაგრამ„სრულყოფილება“ და ვნებებისაგან საბოლოო შეუზღუდველობა მაინც არ არის.

როგორც ჩანს, რაღაც თვალსაზრისით ღვთისმშობელსაც ებრძოდა მაცდური, მაგრამთავისი მტკიცე რწმენითა და ღვთის სიყვარულით, ამ ბრძოლიდან ის ყოველთვისგამარჯვებული გამოდიოდა. ეს ასე ხდება იმ შემთხვევაშიც, როდესაც ჩვეულებრივი, მიწიერიდედობრივი სიყვარული ბავშვისათვის სულიერ თავგანწირვად და საკუთარი პიროვნებისმსხვერპლშეწირვად გადაიქცევა. რა თქმა უნდა, წმინდა მარიამს თავისი ძე სხვა დედაზენაკლებად არ უყვარდა. ღვთისმშობელმა იცოდა, რომ მისი შვილი „ესე იყოს დიდ და ძე მაღლისეწოდოს, და მისცეს მას უფალმან ღმერთმან საყდარი დავითის, მამისა თჳსისაჲ“ (ლუკ. 1:32). ყოვლადწმინდა მარიამის შვილი „მომავალი“ მესიაა (ლუკ. 2:11). ის ღვთის რწმენასა და აღსარებასღვთის დიდების საგალობელში წარმოთქვამს (ლუკ. 1:46-55). არ შეიძლება უფლის კურთხეულდედას არ განეცადა ის, რაც მასში ხდებოდა, მაგრამ მომხდარის შინაარსს, გონებით არაერთბაშად, არამედ ჟამთა მდინარებაში შეიმეცნებდა. ღვთისმშობელი საღვთო საიდუმლოაღთქმას გულში რუდუნებით ატარებდა. მისთვის ერთადერთი გზა არსებობდა, ის ერთადერთიაზრით იყო განმსჭვალული, ეს აზრი იყო ღვთის მორჩილება, იმ ერთადერთი ღმერთის სრულიმორჩილება, რომელმაც „მოხედნა სიმდაბლესა ზედა მჴევლისა თჳსისასა“ (ლუკ. 1:48) და დიდიწყალობა შესძინა მას „ყოვლადძლიერმა“ (ლუკ. 1:49). პავლე მოციქული ასე აღწერს ქალწულებისსიმშვენიერეს: „ქალწული. უქორწინებელი იგი ზრუნავს უფლისასა, რაჲთა იყოს წმიდაჴორცითაცა და სულითაცა“ (I კორ. 7.34). ასეთი ქალწულობის მწვერვალი კი ყოვლადუბიწო დამარადქალწულის სრულყოფილებაა.

 

გრიგოლ პალამას მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრისთვის სპეციალურად თარგმნა გიორგი გველესიანმა

Print Friendly

Comments are closed.