დოკუმენტი – “მართლმადიდებლური დიასპორა”

law book and gavelსაერთო მართლმადიდებლური კრების წინა IV თათბირის განჩინება

შამბეზი, 6-13 ივნისი, 2009 წელი.

ქვეყნდება ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურების განჩინების საფუძველზე, შამბეზი, 21-28 იანვარი, 2016 წ.

IV საერთომართლმადიდებლური კრებისწინა თათბირი, მოწვეული მისი ყოვლადუწმიდესობის, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს მიერ, უწმიდეს მართლმადიდებელ ეკლესიათა უნეტარესი მეთაურების ნებართვით, რომელიც გამოიხატა მათ წმიდა შეკრებაზე 2008 წლის ოქტომბერში, გაიმართა მსოფლიო საპატრიარქოს მართლმადიდებლურ ცენტრში, შამბეზიში, 2009 წლის 7-დან 13 ივნისის ჩათვლით მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის, პერგამოსის მიტროპოლიტ იოანეს, მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლის, თავჯდომარეობით.

ამ შეხვედრაზე, სადაც მოწვეული იყვენენ ყველა უწმიდესი მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესია, განიხილეს მართლმადიდებლური დიასპორის კანონიკური მოწყობის საკითხი და იმსჯელეს საერთომართლმადიდებლური კრებისწინა თათბირთა სამუშაო წესრიგის მე-16 თავის თანახმად დოკუმენტებზე, რომლებიც წარმოდგენილი იყო მართლმადიდებელთაშორისი მოსამზადებელი კომისიის მიერ 1990 და 1993 წელს. დოკუმენტებში შეიტანეს შესწორებები და მიიღეს შემდეგი რედაქციით:

1.ა. ხაზგასმულია, რომ ყველა უწმიდესი მართლმადიდებელი ეკლესიის საერთო სურვილია, შეძლებისდაგვარად მალევე გადაიჭრას დიასპორისა და მისი მოწყობის საკითხი მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიის, კანონიკური ტრადიციისა და მართლმადიდებელი ეკლესიის პრაქტიკის შესაბამისად;

ბ. ხაზგასმულია, რომ თანამედროვეობაში შეუძლებელია ისტორიულ და სამოძღვრო მიზეზთა გამო, უმალ გადასვლა ეკლესიის მკაცრ კანონიკურ წესრიგზე, რომელიც ითვალისწინებს ერთ ადგილას მხოლოდ ერთი ეპისკოპოსის ყოფნას. ამ მიზეზით, შეთავაზებულ იქნა ერთგვარი გარდამავალი მდგომარეობის დაშვება, რომელიც მოამზადებს კიდეც ქვემოთ ჩამოთვლილი პრინციპებისა და მიმართულების საფუძველზე პრობლემის კანონიკური გადაჭრის გზებს. ამგვარი მზადება არ უნდა გაიწელოს წმიდა და დიდ კრებამდე, რათა კრებამ მოახერხოს აღნიშნული პრობლემის კანონიკურად გადაწყვეტა.

2.ა. გარდამავალი მდგომარეობისას, რომლის დროსაც მომზადდება საკითხის კანონიკური გადაწყვეტა, ივარაუდება ყველა ქვემოთმოხსენებულ რეგიონში შეიქმნას მღვდელმთავართა საკრებულოები (ეპისკოპოსთა სათათბირო შეკრებები) რეგიონის ყველა კანონიკურად აღიარებული ეპისკოპოსებისგან, რომლებიც კვლავ გააგრძელებენ იმ კანონიკური იურისდიქციის წიაღში ყოფნას, რომელსაც ამჟამად ეკუთვნიან;

ბ. ამგვარი საკრებულოების წევრები იქნებიან თითოეული რეგიონის ყველა ეპისკოპოსი, რომლებიც იმყოფებიან კანონიკურ ურთიერთობაში ყველა სხვა უწმიდეს მართლმადიდებელ ეკლესიასთან. შეკრებები გაიმართება კონსტატინეპოლის საპატრიარქოსადმი დაქვმდებარებული მღვდელმთავრის თავჯდომარეობით, მისი არყოფნისას — დიპტიხთა შესაბამისად. შეკრებებს ეყოლებათ აღმასრულებელი კომიტეტები, რომლის შემადგენლობაში შევლენ რეგიონში არსებულ სხვადსხვა იურისდქციათა პირველი მღვდელმთავრები;

გ. ამ სამღვდელომთავრო შეკრებათა საქმიანობა და პასუხისმგებლობა მდგომარეობს მართლმადიდებლობის ერთიანობის გამოვლენაზე ზრუნვასა და ყველა მართლმადიდებელთა საზოგადოებრივი საქმიანობის განვითარებისათვის ყოველ რეგიონში მცხოვრებ მართლმადიდებელთა სამოძღვრო საჭიროებათაემებრ, არამართლმადიდებელთა და მთელი რეგიონის საზოგადოების წინაშე ყველა მართლმადიდებელთა საერთო წარმომადგელობაში, საღმრთისმეტყველო მეცნიერებათა განვითარებაში, საეკლესიო განათლებასა და ა.შ. ამგვარ საკითხებზე განჩინებანი მიიღება შეკრებებზე წარმოდგენილ ეკლესიათა კონსენსუსით.

  1. რეგიონები, სადაც პირველ საფეხურზე შეიქმნება საეპისკოპოსო კონფერენციები განისაზღა შემდეგგვარად:
  2. ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკა;
  3. სამხრეთ ამერიკა;
  • ავსტალია, ახალი ზელანდრია და ოკეანეთი;
  1. დიდი ბრიტანეთი და ირლანდია;
  2. საფრანგეთი;
  3. ბელგია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი;
  • ავსტრია;
  • იტალია და მალტა
  1. შვეიცარია და ლიხტენშტეინი;
  2. გერმანია;
  3. სკანდინავიის ქვეყნები (ფინეთის გამოკლებით);
  • ესპანეთი და პორტუგალია;

დიასპორის ეპისკოპოსები, რომლებიც ცხოვრობენ დიასპორაში და ყავთ სამრევლოები ერთ რეგიონზე მეტ ადგილას, იქნებიან ამავე რეგიონის ეპისკოპოსთა შეკრებათა წევრები.

  1. ამ თათბირით შექმნილ შეკრებებს პასუხისმგებლობა ეძლევა დაასრულონ მათი სამუშაოს დეტალური რეგლამენტის შედგენა ამ შეკრების მიღებული რეგლამენტის საფუძველზე. ამ რეგლამენტის მალევე გამოყენება, რომელიც უთუოდ უნდა დაიწყოს წმიდა და დიდ კრებამდე.
  2. საეპისკოპოსო შეკრებები თავის წევრ ეპისკოპოსებს სრულფასოვან ადმინისტრაციულ და კანონიკური ხასიათის უფლებამოსილებებს არ ართმევს და არ ზღუდავს მათ უფლებებს დიასპორაში. საეპისკოპოსოთა შეკრებების მიზანია მართლმადიდებელი ეკლესიის საერთო მიდგომის გამომუშავება სხვადახვა საკითხისადმი, რაც არცერთ შემთხევევაში არ გახლავთ ეპისკოპოსებისათვის წინაღობა, რომლებიც რჩებიან თავიანთი ეკლესიების დაქვემდებარებაში, გააჟღერონ მათი ეკლესიების აზრი გარესამყაროსთან მიმართ.
  3. საეპისკოპოსო შეხვედრათა თავჯდომარეები მოიწვევენ ეპისკოპოსთა ყველა საერთო შეხვედრას (სალიტურგიკო, ადმინისტრაციულ, სამოძღვრო და ა.შ. საკითხებზე) და თავჯდომარეობენ მათ. საკითხებზე, რომელთაც აქვთ საერთო ინტერესი და მოითხოვენ, ეპისკოპოსთა შეხვედრის გადაწყვეტილებით, საერთომართლმადიდებლურ განხილვას, სხდომის თავჯდომარე მიმართავს მსოფლიო პატრიარქს, შემდგომი ქმედებისათვის საერთომართლმადიდებლური მიღებული წესრიგასამებრ.
  4. მართლმადიდებელი ეკლესიები ვალდებულებას იღებენ, არ მოიმოქმედონ ქმედებანი, რომელთაც შეუძლიათ შეაფერხონ დიასპორის საკითხის გადაჭრის ზემოთხსენებული პროცესი. ისინი ყველანაირად შეეცდებიან, შეუმსუბუქდეს საეპისკოპოსო თათბირებს საქმიანობა და დიასპორაში აღდგეს კანონიკური წესრიგი.

თარგმნა ირაკლი თეზელაშვილმა

© წმინდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი

წყარო — http://www.patriarchia.ru/db/text/4362795.html

Print Friendly

Comments are closed.