სტამბოლში ქართველ მღვდელს აკურთხებენ

patriarchates-logoროგორც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ერთ-ერთი საიტი Φως Φαναρίου იუწყება კვირას, 12 ივლისს სტამბოლში ქართველ მღვდელს დაასხამენ ხელს.

საიტი წერს:

“სიხარულით ვაუწყებთ ღმრთისმოსავ ქრისტიანებს, რომ კვირას, 12 ივლისს, ღირსი პაისი მთაწმინდელის ხსენების დღეს, ადრიანუპოლის კარიბჭეში (ედირნეკაპში), წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ყოვლადუწმინდესი მსოფლიო პატრიარქი ბართლომე აღავლენს საღმრთო ლიტურგიას, ყოვლადსამღვდელო იმბროსისა და ტენედოსის მიტროპოლიტ კირილესთან და არაბისოსის ეპისკოპოს კასიანესთან ერთად, რა დროსაც აღასრულებს ღმრთისმოშიშ დიაკონ ირაკლი ჯინჯოლავას მღვდლად ხელთდასხმას, რომელიც არის მიუნხენის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის დოქტორანტი, და კანონიკურად განტევებული საქართველოს ეკლესიიდან, მოღვაწეობას გააგრძელებს მსოფლიო საპატრიარქოს მღვდელმსახურად და სამწყემსო მსახურებას გაუწევს თურქეთში მცხოვრებ ქართველ მორწმუნეებსა და სხვა მართლმადიდებლებს”.

Print Friendly

Tags: ,

Comments are closed.