მივეცი კურთხევა, რომ საპატრიარქომ დაზარალებულებს შესწიროს 100 000 ლარი, – განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ “იმედის” საქველმოქმედო აქციაში პირდაპირი ჩართვისას. მისი თქმით, ამ განსაცდელმა ქართველი ხალხი გააერთიანა. პატრიარქმა კურთხევა მისცა მრევლსა და ეპარქიებს, შეძლებისდაგვარად დაეხმარონ დაზარალებულებს. მისივე განცხადებით, საპატრიარქოს 3 ოთახიანი ბინა შესწირეს და უნდა მონახონ მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ამ ბინას გადასცემენ. უწმინდესმა მრევლს მიმართა: “არ შეეშინდეთ, ყველაფერი ღვთის წყალობით გაივლის”.