ერთ ინტერვიუში ფაქტების დაზუსტებისთვის

15/06/2016
By

pesochnie_chasiავტორი: დიაკონი ირაკლი წაქაძე

გვსურს გამოვთქვათ, რამოდენიმე შენიშვნა მეუფე ანდრიას (გვაზავა) ინტერვიუსთან დაკავშირებით (https://www.youtube.com/watch?v=AD4qhThYpN8, 5:08 წთ-დან), სადაც კალენდრული საკითხი იყო ნახსენები:

უპირველეს ყოვლისა,  კადნიერებისთვის შენდობას ვითხოვთ, თუმცა გვსურს რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალის აღნიშვნა

1)
ინტერვიუში ნახსენებია, რომ ადგილობრივ ეკლესიებში ხმარებაშია ორი კალენდარი: იულეანური და გრიგორიანული.

ფაქტი:
ამჟამად მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიებში მართლაც იყნებენ ორ კალენდარს: იულიუსის (ანუ ძველი სტილი) და შესწორებულ იულიუისის კალენდარს (ე.წ. ახალი სტილი), მაგრამ არა გრიგორიუსის კალენდარს. შესწორებულ და გრიგორიუსის კალენდრებს შორის არის განსხვავება (ნაკიანი წლების რაოდენობა) და შესწორებულ იულიუისის კალენდარი ცდომილებების მიხედვით უფრო ზუსტია ვიდრე გრიგორიუსის (თუმცა მასთან თანხვედრაშია 2800 წლამდე), გრიგორიუსის კი თავის მხრივ უფრო ზუსტია ვიდრე იულიუსის კალენდარი.

ამავე დროს მართებულად იყო აღნიშნული, რომ იმ ეკლესიებში, სადაც შესწორებულ იულიუსის კალენდარს იყენებენ, აღდგომის თარიღს ითვლიან ალექსანდრიის პასქალიით იულიუსის კალენდარზე დაყრდნობით და ამიტომ თითქმის ყველა (და არა ყველა, ამაზე იხ. (2) ) მართლმადიდებელი ეკლესია ერთ დღეს აღნიშნავს აღდგომის დღესასწაულს.

წყარო:http://www.orthodoxtheology.ge/%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9A…/

2)
ინტერვიუში ნახსენებია, რომ აღდგომის დღესასწაულს ყველა მართლმადიდებელი ეკლესია ერთად აღნიშნავს.

ფაქტი:
მაგალითად, გამონაკლისია ფინეთის ავტონომიური მართლმადიდებელი ეკლესია და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სულ ცოტა ერთი სამრევლო დასავლეთ ევროპაში.

წყარო:
http://www.orthodoxtheology.ge/1948-eklesiata-tatbiri/

3)
ინტერვიუში ნახსენებია, რომ საქართველო იყო გადასული ე.წ. ახალ სტილზე, რომელმაც სულ ერთი თვეც კი ვერ მოიკიდა ფეხი ეკლესიაში.

ფაქტი:
სინამდვილეში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შესწორებულ იულიუსის კალენდარზე ორჯერ გადავიდა:

I) 1923 წლის 1 ნოემბრიდან – 1925 წლის 11 მარტამდე
II)1927 წლის 27 ნოემბრიდან – 1928 წლის 1 ოქტომბრამდე

მეტიც, 20-იან წლებში სინოდმა მოუწოდა საქართველოს ეკლესიის მღვდელთმთავრებს, რომ პროპაგანდა გაეწიათ შესწორებული იულიუსის კალენდრის სასარგებლოდ.

წყარო:
http://www.orthodoxtheology.ge/eklesia-kalendari/

4)
ინტერვიუში ნახსენებია, რომ აღდგომის დღესასწაული აუცილებლად უნდა მოსდევდეს ებრაულ პასექს.

ფაქტი:
აღდგომის დღესასწულის გამოსათვლელ ფორმულაში (ის რაც ჩვენამდე მოაღწია) არსად არაა ნახსენები დამოკიდებულება ებრაულ პასექზე. ეს არის გვიანდელი დანამატი კანონების არასწორი ინტერპრეტაციის შედეგად. ფაქტები კი ასეთია: თვით მე-8 საუკუნემდე არაერთხელ მომხდარა აღდგომის და ებრაული პასექის თანხვედრა და ამის გამო ეკლესიას არასდროს არ გადაუწევია აღდგომის დღესასწაულის ზეიმი.

წყარო:
http://www.orthodoxtheology.ge/thedateofpascha/
http://www.orthodoxtheology.ge/agdgoma-paseki/

ხოლო რაც შეეხება იმ საკითხს, თუ რამდენად ზუსტად ვიცავთ ჩვენამდე მოღწეულ ნიკეის ფორმულას აღდგომის დღესასწაულის თარიღის გამოთვლასათან დაკავშირებით, მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს 2016 წლის აღდგომის თარიღის გამოთვლები:

წყარო:
http://www.orthodoxtheology.ge/thedateofpascha/
(იხილეთ შენიშვნების ნაწილი: “2016 და 2017 წლების აღდგომის თარიღების მონაცემები”)

ვისურვებდით რომ მომავალში კალენდრულ საკითხებზე საუბრისას ფაქტების უფრო მეტი სიზუსტე ყოფილიყოს და საზოგადოებასაც სწორი ინფორმაცია მიეწოდოს.

აქვე წარმოგიდგენთ კალენდრულ თემაზე ჩვენს ბლოგზე გამოქვეყნებულ სხვა ნაშრომთა ნუსხა

1) ქრისტიანული აღდგომისა და ებრაელთა პასექის თანხვედრის შესახებ
2) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და ე. წ. “ახალი სტილი” (შესწორებული იულიუსის კალენდარი)
3) მილუტინ მილანკოვიჩი – შესწორებული იულიუსის კალენდარი
4) საეკლესიო კალენდრის თემაზე არსებული ფსევდოშემოქმედების შესახებ
5) ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება – პასქალიის საკითხი
6) ორი სტილი – ერთი კალენდარი
7) “შესწორებული იულიუსის” კალენდარი
8) კალენდრული საკითხის შესახებ
9) ადამიანი შეიქმნა კალენდრისთვის, თუ კალენდარი ადამიანისთვის?
10) კალენდრული და პასქალური რეფორმა: ისტორია და თანამედროვეობა
11) 1948 წელს მოსკოვში გამართული მართლმადიდებელ ეკლესიათა თათბირი და კალენდრული საკითხი
12) ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულთან დაკავშირებული სასწაულები
13) ეკლესია და კალენდრული საკითხი ( შეგიძლიათ ამ ბმულზევე მოუსმინოთ ვიდეოლექციებს ამ თემაზე)

 

Print Friendly

Tags:

Comments are closed.