დღეს მართლმადიდებელთა ნაწილი ვინც შესწორებულ იულიუსის კალენდარს მისდევს (კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, ელადის, კვიპროსის, რუმინეთის, ბულგარეთის, ალბანეთის, ჩეხეთ-სლოვაკეთის და ამერიკის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიები), ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს.

მთელი სულით და გულით ვულოცავთ ჩვენს ქრისტიან ძმებს და დებს ამ დიდ დღესასწაულს!

ცნობილი ფაქტია, რომ სასწაულები მართლმადიდებელ ეკლესიაში ხდება როგორც ძველი ასევე ახალი სტილით. სასწაული კალანდერზე არაა დამოკიდებული, ის აღესრულება იქ სადაც ეკლესიაა განურჩევლად კალენდრული სტილისა. ამასთან დაკავშირებით, მკითხველისათვის ალბათ საინტერესო იქნება ორი სასწაულის ხსენება, რომლებიც დაკავშირებულნი არიან მიძინების დღესასწაულთან შესწორებული იულიუსის კალენდრით, ანუ ახალი სტილით.

ინფორმაცია ბლოგისათვის მოამზადა დიაკვან ირაკლი წაქაძემ
გამოყენებული წყარო

1) საუკუნეების მანძილზე სოფელ მარკოპოულოში (კუნძული კეფალონია, საბერძნეთი) 5-15 აგვისტოს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის ტაძარში თავს იჩენენ მცირე ზომის შავი გველები. გველებს თავზე პატარა ჯვარი აქვთ გამოსახული და მათი ენაც ჯვრის ფორმისაა. ხსენებულ პერიოდში მათი ნახვა შესაძლებელია ეკლესიის ირგვლივ, კედლებზე, სამრეკლოს ტერიტორიაზე, თვით ეკლესიაშიც. მსახურების და დღესასწაულების განმავლობაში ისინი არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენენ და არც ხალხის ეშინიათ. 15 აგვისტოს, როგორც კი ღვთისმსახურება მთავრდება, ისინი აგრესიულები ხდებიან და მაშინვე უჩინაურდებიან ეკლესიის გარეთ. მათი მონახვა შეუძლებელია მომდევნო წლის აგვისტომდე, როდესაც ისინი თვითონ იჩენენ თავს ეკლესიის მიდამოებში. ადგილობრივი მაცხოვრებლები დიდი მოწიწებით ეპყრობიან მათ, აგროვებენ და ათავსებენ რა მათ ღვთისმშობლის ვერცხლის ხატზე.

Gvtismshoblis_SascMokm_Xati

საინტერესოა შემდეგი ფაქტიც:
1923 წლამდე ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი მისდევდა იულიუსის (ძველ) კალენდარს. 1923 წელს კონსტანტინეპოლში ჩატარდა კრება, რომელზეც განიხილეს უფრო ზუსტი – შესწორებული იულიუსის კალენდრის – მიღების საკითხი. ამან საბერძნეთში მორწმუნეთა რიგებში დიდი გაუგებრობა გამოიწვია. იგივე ხდებოდა კეფალონიის კუნძულზეც, რომლის მაცხოვრებლებმაც ვერ გადაწყვიტეს თუ რომელ კალენდარს გაყოლოდნენ, მაგრამ მიენდვნენ ღვთისმშობელს და მის “სასწაულებრივ გველებს”. ვინაიდან გველები, როგორც წესი, გამოდიან განსაზღვრულ პერიოდში, კუნძულზე მცხოვრებ მორწმუნეებს სურდათ ენახათ თუ როდის გამოჩნდებოდნენ გველები იმ წელს – ძველი თუ ახალი (ანუ შესწორებული იულიუსის) სტილით. ყველანი გაოცებულნი დარჩნენ, როდესაც გველები გამოჩნდნენ ახალი სტილით, რაც მათთვის ეს ღვთისაგან ნიშანი იყო. ამის გამო მთელი კუნძული დღემდე მისდევს ახალ სტილს.

2) გარდა ამ სასწაულისა, ამავე კუნძულზე ოღონდ სხვა ტაძარში ადგილი აქვს სხვა სასწაულსაც: ყოველ მაისს მანდილოსნები კუნძულზე აგროვებენ შროშანებს და ათავსებენ მათ ღვთისმშობლის ხატის ირგვლივ. ბუნებრივია, მოჭრილი ყვავილი მალევე ხმება და ჭკნება და აღარ ძალუძს რომ აყვავილდეს. მაგრამ ისინი სასწაულებრივად აყვავილდებიან 15 აგვისტოს, ღვთისმშობლის მიძინების დღეს. საოცარი სწორედ ისაა, რომ ისინი ყვავილობას იწყებენ არა წინადღეს, 14 აგვისტოს, არამედ უშუალოდ 15 აგვისტოს.