იერუსალიმის საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება ყატარის იურისდიქციული კუთვნილების შესახებ.

ყატარი ყოველთვის ეკუთვნოდა იერუსალიმის მართლმადიდებელ ეკლესიას – მიიჩნევს პატრიარქი თეოფილე
იერუსალიმი. იერუსალიმის პატრირქმა თეოფილე III -მ ოფიციალური წერილით უპასუხა ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის პროტესტს ყატარის მთავარეპისკოპოსად არქიმანდრიტ მაკარის დადგინების შესახებ. ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა აღნიშნა, რომ მიღებული გადაწყვეტილება არაკანონიერია, რადგან ყატარი იმყოფება ანტიოქიის საპატრიარქოს იურისდიქციაში.
იერუსალიმის საპატრიარქოს პასუხში ნათქვამია რომ თეოფილე ΙΙΙ და იერუსალიმის ეკლესიის სინოდი წუხს წარმოქმნილი გაუგებრობის გამო, მაგრამ არ შეუძლია სინოდის გადაწყვეტილების გაუქმება, რამდენადაც ყატარი ყოველთვის ეკუთვნოდა იერუსალიმის ეკლესიას როგორც ნაწილი „არაბეთისა“, რომელიც იხსენიება იერუსალიმის პატრიარქის ოფიციალურ ტიტულშიც: „პატრიარქი წმიდისა ქალაქისა იერუსალიმისა და სრულიად პალესტინისა, სირიისა, არაბეთისა, ტრანსიორდანისაა, კანის გალილეისა და წმინდა სიონისა“. გარდა ამისა, ცნება „სრულიად პალესტინა“ მოიცავს  ბიზანტიურ პროვინციის პალესტინა “მესამის”, ბუნებრივ გაგრძელებას, რომელსაც წარმოადგენს არაბეთის ნახევარკუნძული.
წერილში აღნიშნულია რომ არაბეთის ნახევარკუნძულის სირიელი-იაკობიტები, განსაკუთრებით კი იემენისა, დაკავშირებული არიან სირიასთან, მაგრამ იურისდიქციული გაყოფა მონოფიზიტური სირიულ-იაკობიტური ეკლესიისა სხვაა, ვიდრე მართლმადიდებელი ეკლესიებისა.
1997 წელს იერუსალიმის პატრიარქმა დიოდოროსმა ყატარის მართლმადიდებელ სამწყსოზე ზრუნვისთვის არქიმანდრიტი თეოფილე (ამჟამინდელი პატრიარქი თეოფილე III ) დანიშნა. 1999 წლის ნოემბერში პატრიარქი დიოდოროსი ეწვია ყატარს. 2001 წელს არქიმანდრიტი თეოფილე შეცვალა არქიმანდრიტმა მაკარმა, რომელმაც ააშენა ღირსი ისააკ ასურისა და დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძარი. 2010 წელს პატრიარქი თეოფილე III ოფიციალური ვიზიტით ეწვია ყატარს. მთელი ამ დროის მანძილზე ანტიოქიის საპატრიარქოს მხრიდან არანაირი პროსტესტი არ გამოთქმულა.
წერილში ნათქვამია რომ „ყატარის მიწა იერუსალიმის საპატრიარქოს მიერაა დარგული და მორწყული“
რაც შეეხება ანტიოქიის საპატრიარქოს იერარქთა ერთ-ერთ ტიტულს – მიტროპოლიტი ბაღდადისა და ქუვეითისა, წოდება „ქუვეითისა“ 1964 წელს იერუსალიმის პატრიარქ ბენედიქტეს ნებართვით იქნა დამატებული, გვატყობინებს სააგენტო „Ромфея“

მოამზადა ალექსანდრე აღლაძემ
წყარო: http://www.sedmitza.ru