რუსეთის პატრიარქის ვიზიტი ფანარში

31/08/2018
By

Intalnire-Patriarhul-Ecumenic-si-Patriarhul-Kirill-6.x71918მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი, უნეტარესი კირილე, დღეს დილით ფანარში (კონსტანტინოპოლის რაიონი) ჩავიდა, სადაც განთავსებულია მსოფლიო საპატრიარქო.

რუსეთის ეკლესიის პრიმატი შეხვდა მსოფლიო პატრაირქს ბართლომეოსს, რათა განიხილონ მათი საერთო ინტერესების თემები, ხოლო დისკუსიიის დომინანტური თემა იქნება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია.

მოსკოვის პატრიარქს თან ახლავს საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის თავმჯდომარე, მიტროპოლიტი ილარიონი (ალფეევი).

მისასალმებელი სიტყვით, კონსტატნტინოპოლის მსოფლიო პატრიარქმა პატრიარქ კირილის კონსტანტინოპოლში ვიზითთან დაკავშირებით სიხარული გამოხატა.
„ჩვენ მოხარულები ვართ მივესალმოთ აქ, მსოფლიო საპატრიარქოში, მისი უნეტარესობა და უწმინდესობა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს, თავის დელეგაციასთან ერთად.

„ჩვენ გვჯერა დიალოგის, რადგან პოლიტიკორი ლიდერები თავიანთი ქვეყნის პრობლემებს დიალოგის მეშვეობით აგვარებენ. უფრო მეტად ჩვენ, რელიგიურმა ლიდერებმა უნდა გამოიყენონ ეს პროვიდენციალური ინსტრუმენტი დიალოგისა არსებული პრობლემების მოსაგვარებლად“ – აღნიშნა პატრიარქმა ბართლომეოსმა (Romfea-ს თანახმად).

თავის მხრივ, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა მადლობა გადაუხადა „შესაძლებლობისათვის შეხვედროდა მის უწმინდესობას და წმინდა სინოდის წევრებს“.

„ყველა დროში, ჩვენი ეკლესიები ხვდება გარე სამყაროდან წარმოქმნილ პრობლემებს, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვპოულობთ პასუხებს ღმრთის დახმარებით, და ჩვენ ვიცით, როგორ გადავჭრათ ეს პრობლემები“ – თქვა პატრიარქმა კირილმა.

„თქვენ სწორად აღნიშნეთ დიალოგი და აღწერეთ ძალიან ლამაზი სიტყვებით, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ დიდი განსხვავებაა პოლიტიკოსებს შორის დიალოგსა და იმ დიალოგს შორის, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ.“

„პოლიტიკოსების დიალოგში, თითოეული მათგანი იცავს თავიანთი ქვეყნის ინტერესებს, მაგრამ დიალოგი ეკლესიის ფარგლებში განსხვავებულია, ის სულიერია. მართალია, ჩვენ ეკლესიებს წარმოვადგენთ, ჩვენ გვაქვს მისია ღმრთისგან, რათა შევინარჩუნოთ ეკლესიის ერთობა.“ – თქვა პატრიარქმა კირილმა.

ორი პატრიარქი ბოლოს ერთმანეთს შეხვდა 2016 წლის პრიმატთა სინაქსისზე, რომელიც წმინდა და დიდი კრების მოსამზადებლად შეიკრიბა.

პატრიარქების შეხვედრა ფეისბუქით პირდაპირ ეთერში შუქდებოდა.

ამ ეტაპზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ 4 საათიანი საუბრისა და დისკუსიის შემდეგ, პატრიარქ კირილის შემოთავაზებაზე, დაწყებულიყო ახალი დეალოგი, შექმნილიყო კომისიები, რომლებიც შეისწავლიდა აღნიშნულ საკითხს, ყოვლადუწმინდესმა ბართლომეოსმა უპასუხა: „მადლობა, მაგრამ ავტოკეფალიის საკითხი უკვე გადაწყვეტილია, ჩვენ ვაგრელებთ სვლას წინ“ (“Ευχαρίστως αλλά η Αυτοκεφαλία είναι ειλημμένη απόφαση για εμάς και προχωράμε”)

ბერძნული წყაროები

http://www.romfea.gr

https://fanarion.blogspot.com/

სხვა წყარო: basilica.ro

ქართული წყარო

Print Friendly

Comments are closed.