კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ წმინდა და დიდი კრების დელეგატთა სია გამოაქვეყნა

Holy-Great-Council-Archonკონსტანტინოპოლის საპატრიარქომ წმინდა და დიდი კრების დელეგატთა სია გამოაქვეყნა

კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდი კრების დელეგატთა სია გამოაქვეყნა, 2016 წლით დათარიღებულ დოკუმენტს ხელს აწერს კონსტანტინოპოლის წმინდა სინოდის გენერალური მდივანი, და თავმჯდომარის (პატრიარქის) მდივანი არქიმანდრიტი ბართლომე სამარა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წმინდა და დიდ კრებაზე კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დელეგატთა უმრავლესობა ფლობს აკადემიურ ხარისხს ღვთისმეტყველებასა და სხვა სოციალურ დისციპლინებში, და დღემდე ეწევა აკადემიურ საქმიანობას მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის კი არიან თანამედროვე ქრისტიანული სამყაროს ისეთი ცნობილი ღვთისმეტყველები, როგორც მიტროპოლიტი იოანე ზიზიულასი, მიტროპოლიტი კალისტოს უაერი, მთავარეპისკოპოსი იობ გეჩა, ქალბატონი ელიზაბეტ პროდრომუ და სხვ. ოცდაათი წარმომადგენლისგან შემდგარი სია, რომელშიც 24 მღვდელმთავარი კრების დელეგატია, ხოლო 6 სპეციალური მრჩეველი, ასე გამოიყურება:

  1. კარელიისა და სრულიად ფინეთის მთავარეპისკოპოსი ლეონი (ფინეთის ავტონომიური ეკლესიის მეთაური).
  2. ტალინისა და სრულიად ესტონეთის მიტროპოლიტი სტეფანე (ესტონეთის ავტონომიური ეკლესიის მეთაური).
  3. პერგამოს მიტროპოლიტი იოანე.
  4. ამერიკის მთავარეპისკოპოსი დიმიტრი.
  5. გერმანიის მიტროპოლიტი ავგუსტინე.
  6. კრეტის მთავარეპისკოპოსი ირინეოსი.
  7. დენვერის მიტროპოლიტი ისაია.
  8. ატლანტას მიტროპოლიტი ალექსი.
  9. პრინცის კკუნძულთა მიტროპოლიტი მიტროპოლიტი იაკობი.
  10. პროიკონისის მიტროპოლიტი იოსები.
  11. ფილადელფიის მიტროპოლიტი მელიტონი.
  12. საფრანგეთის მიტროპოლიტი ემანუელი.
  13. დარდანელის მიტროპოლიტი ნიკიტა.
  14. დეტროიტის მიტროპოლიტი ნიკოლოზი.
  15. სან-ფრანცისკოს მიტროპოლიტი გერასიმე.
  16. კისამოს და სელინოს მიტროპოლიტი ამფილოქე.
  17. კორეის მიტროპოლიტი ამბროსი.
  18. სელივრიის მიტროპოლიტი მაქსიმე.
  19. ადრიანუპოლის მიტროპოლიტი ამფილოქე.
  20. დიოკლიის მიტროპოლიტი კალისტე.
  21. იერაპოლის მიტროპოლიტი ანტონი, აშშ-ს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის თავმჯდომარე.
  22. ტელმესუს მთავარეპისკოპოსი იობი, კონსტანტინოპოლის მუდმივი წარმომადგენელი ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში.
  23. ხარიოპულის მთავარეპისკოპოსი იოანე, კონსტანტინოპოლის საპატრიარიარქოს ეგზარქი დასავლეთ ევროპაში რუსული ტრადიციის მართლმადიდებლური სამრევლოებისა.
  24. ნისის ეპისკოპოსი გრიგოლი, ნისის ეპისკოპოსი გრიგოლი აშშ რუსული სამრევლოების კურატორი.

სპეციალური მრჩევლები:

  1. ქრისტოპულის ეპისკოპოსი მაკარი (ესტონეთის ავტონომიური ეკლესია).
  2. არქიმანდრიტი ტიხონი (ათონის მთის სტავრონიკიტას მონასტრის იღუმენი).
  3. საპატრიარქო ტახსტის დიდი პროტოპრესვიტერი კონსტანტინბე მირა (გერმანია).
  4. იღუმენია თეოქსენია (ხანიას ცხოველმყოფელი წყაროს მონასტერი).
  5. ბატონი პანტელეიმონ ვინგასი (კონსტანტინოპოლში ქრისტეს დიდი და წმინდა ეკლესიის დიდი ქარტოფილაქსი).
  6. ქალბატონი ელიზაბეტ პროდრომუ (პროფესორი აშშ-დან).

 

პორტალ http://www.amen.gr/ მიხედვით, მოამზადა იეროდიაკვანმა ლეონიდე ებრალიძემ.

Print Friendly

Comments are closed.