წმიდა და დიდი კრება ახლოვდება

16/06/2016
By

index-2საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე მართლმადიდებელი ეკლესიების დიდი და წმიდა კრების დაწყება ახლოვდება, რომელიც  2016 წლის 19-27 ივნისს  უნდა ჩატარდეს.

კუნძულზე ნელნელა ჩადიან 10 ეკლესიის დელეგაცია, სურათზე რუმინეთის საპატრიარქოს დელეგაციისა და პატრიარქ დანიელის საპატიო დახვედრა.

კონსტანტინოპოლის პატრიარქი მოუწოდებს იმ ეკლესიებს, რომელთაც უარი განაცხადეს მართლმადიდებელთა კრებაში მონაწილეობაზე, შეცვალონ გადაწყვეტილება.

“ვისურვებდი, რომ ამ ეკლესიებმა გადახედონ თავიანთ გადაწყვეტილებებს” – განაცხადა პატრაიქრმა ბართლომემ და დაამატა და ის, რომ ამ ეკლესიების დაუსწრებლობა აფერმკრთალებს “ისტორიული მოვლენის სიხარულს.”

კრებაში მონაწილეობას არ იღებს 4 მართლმადიდებელი ეკლესია, ესენია:
1) ანტიოქიის
2) რუსეთის
3) საქართველოს
4) ბულგარეთის
კრებას  ოფიციალურად ვერ ესწრებიან
1) ამერიკის ავტოკეფალურ ეკლესიის ავტოკეფალიურობას არ აღიარებს მართლმადიდებელ ეკლესიათა დიდი ნაწილი.
2) მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები, რომელთა ავტოკეფალიას პირველ რიგში სერბეთის ეკლესია ეწინააღმდეგება
3) უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია (ე.წ. კიევის საპატრიარქო),  არ აღიარებული ეკლესია,  რომელთა ავტოკეფალიის აღიარების თხოვნით მსოფლიო საპატრიარქოს გუშინ ოფიციალურად მიმართა უკრაინის უმაღლესმა რადამ

 

Print Friendly

Comments are closed.