ათონის მთაზე თალიბანის ყოფილი ავღანელი წევრი მოინათლა

ahmed5აჰმედი დაიბადა და გაიზარდა ავღანეთის ერთ-ერთ სოფელში შუაგულ ომის დროს. მისი ბავშვობის მოგონებებია მტვერი, სიღარიბე, და იძულებითი ისლამური განათლება საკრალურ დამწერლობაში და ომი.

“უკვე აღარ მახსოვს ვინ ვის ებრძოდა, მაგრამ გამუდმებული ომი იყო.”

წლების განმავლობაში ის თალიბანისთვის მუშაბდა დაკავებული იყო რა სხვადასხვა საქმიანობით. ის იყო ფანატიკოსი მუსულმანი და ეკუთვნოდა რადიკალურ ისლამს. თუმცა რაღაც მომენტში მას უკვე აღარ შეეძლო ასეთი სახის ცხოვრების ტვირთვა – სიდუხჭირე, სიღარიბე, ძალადობა, ტკივილი და სიკვდილი რასაც ის ყველგან ხედავდა.

23 წლის ასაკში მან პაკისტანს და შემდგომ კი ირანს მიაშურა გადაულახავი მთების გზით. მისი “პასპორტი” საერთო ენის – ფარსის ცოდნა იყო.

ორი წლის განმავლობაში “საბუთების გარეშე” მუშაობდა და საბოლოოდ მიაღწია მცირე აზიის სანაპიროს თურქეთში, რაც მისთვის დასავლეთის სამოთხის კარიბჭეს წარმოადგენდა.

ცხრა წლის წინ ზამთრის ერთ საღამოს გასაბერი ნავით, რითაც ბავშვები სანაპიროზე თამაშობდნენ, ორი ნიჩბით და ოთხი თუ ხუთი ბოთლი წყლის ამარა აჰმედმა და მისმა მეგობარმა გაცურა კუნძულ ლესბოსისაკენ, რომელიც მათთვის ასე ახლოს ჩანდა.

აჰმედი წერს:

“ზღვა მუქი შავი იყო, უმთვარო და ქარიანი ღამე იყო. ჩვენ ცურვა არ ვიცოდით. ტალღები როგორც მთები ისე გამოიყურებოდა ჩვენთვის. სადღაც მოშორებით წითელი შუქი ციმციმებდა. ამ ტალღებში ჩვენი ნავი კაკლის ნაჭუჭივით გამოიყურებოდა. მალე მივხვდი, რომ მოგზაურობა სამოთხისაკენ არც ახლო და არც ადვილი იყო. დაახლოებით ათი საათის შემდეგ მივუახლოვდით კლდოვან სანაპიროს. სასოწარკვეთილებაში ვიყავით, არ ვიცოდით თუ შევძლებდით კლდეზე ასვლას, იმდენად ციცაბო იყო ის. საბოლოოდ, შევძელით, ავედით კლდეზე და გავედით ბილიკზე. ცოტა ხანში შემოგვხვდა შავებში გამოწყობილი თავსაფრიანი ქალი ბავშთან ერთად – ჩვენ გვეგონა რომ ის მუსულმანი იყო. ჩემი მეგობარი ცოტათი ლაპარაკობდა ინგლისურს, მაგრამ ის ქალი – არა. მან ხელებით მიგვანიშნა თუ სად იყო ასფალტირებული გზა და ცოტა ფულიც მოგვცა, ის რაც სულ ჰქონდა, რათა ავტობუსით ქალაქში წავსულიყავით. ჩავედით პორტში და გავყევით პირეისკენ მიმავალ პირველივე ბორანს. თუმცა კარებთან ჩვენ დაგვიჭირეს. სამი თვის შემდეგ იმიგრანტათვის მოწყობილ მისაღებ ცენტრში, სადაც ჩვენნაირი ხალხი იყო, მოგვცეს რუქა და ჩვენ ათენს გავემგზავრეთ. ბერძნული ვისწავლე და სხვადასხვა სამუშაოზე ვიყავი სანამ რეგულარული სამუშაო არ მოვნახე ერთ კომპანიაში, რომელიც აყენებდა მზის პანელებს. ისინი კარგად მიხდიდნენ, დეტალურად აღუწერეს ჩემი მდგომარეობა სოციალურ სადაზღვევო ინსტიტუტს, და ყველა საბუთი მოვამზადე პოლიტიკური თავშესაფრის მისაღებად. ათენში იგივე კომპანიაში ვიმუშავე ექვსი წელი. მთელი ეს პერიოდი სამუშაოს შემდეგ ეკლესიების ირგვლივ დავდიოდი, შიგნით არ შევდიოდი – მაგრამ რაღაცა იყო რაც მიზიდავდა იქ – და მოგვიანებით დავიწყე შიგნით შესვლა. იქ ვმშვიდდებოდი. ჩემი ბერძნულიც უმჯობესდებოდა, მინდოდა უფრო მეტი გამეგო ქრისტეზე. მოვნახე ახალი აღთქმა, თუმცა ის ჩემთვის გაუგებარ ენაზე იყო [კოინე ბერძნული]. მოგვიანებით მოვნახე იმ ბერძნულზე, რომელიც მესმოდა. დავიწყე მისი კითხვა. გადავწყვიტე ქრისტიანი გავმხდარიყავი. როდესაც კომპანია დაიხურა წავედი პროვინციებში სასოფლო სამუშაოების მოსანახად. საბოლოოდ მოვნახე ბინა ახლომდებარე ქალაქში სანაპიროსთან ახლოს. ძალიან მომწონს სანაპიროები საბერძნეთში. 2013 წლის აღდგომამდე ცოტა ხნით ადრე, გადავწყვიტე გავმხდარიყავი ქრისტიანი.”

5 ივნისს, ოთხშაბათს საღამოს, ერგასის განზოგების დღესასწაულზე, კარიესის მარუდას ათონური კელიის აივანზე, რომელიც გადაჰყურებს წმინდა ანდრიას სკიტს და დაუსრულებელ ლურჯ ეგეოსის ზღვას, ზღვას რომელიც მან ერთ ღამეს გადაცურა, კაშკაშა მზისა და ლამაზი ცის ქვეშ აჰმედი გახდა ქრისტიანი.

მას სახელად ალექსანდრე დაერქვა.

————–

სიახლე ბლოგისათვის სპეციალურად ინგლისურიდან თარგმნა დიაკვანმა ირაკლი წაქაძემ
გამოყენებული წყარო

Print Friendly

Comments are closed.