2013 წლის 6 მარტს ახალი იუსტინიანესა და სრულიად კვიპროსის უნეტარესი მთავარეპისკოპოსის თავმჯდომარეობით შედგა კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდის რიგგარეშე სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა კვიპროსის მთავრობის კანონპროექტები მიცვალებულთა კრემაციის შესახებ, თავისუფალი თანაცხოვრების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილების შესახებ, აგრეთვე გადაწყვეტილება რელიგიის გაკვეთილზე სავალდებულო დასწრებისგან მოსწავლეების გათავისუფლების შესახებ, იტყობინება Аgionoros.ru, Romfea-ზე დაყრდნობით.
მეუფე გიორგიმ ისაუბრა რა სინოდის გადაწყვეტილებების თაობაზე, კომენტარები გაუკეთა მთავრობის კანონებს იმ არსით, რომ კანონებმა არ უნდა შეიტანოს გადახრები ნორმაში.
კითხვაზე, განაგრძობს თუ არა წმინდა სინოდი ეკავოს მკაცრად უარყოფითი პოზიცია მიცვალებულთა კრემაციის შესახებ საკითხის შესახებ, პაფოსის მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ ეკლესიის პოზიციას შეუძლებელია ვუწოდოთ მკაცრად უარყოფითი, ვინაიდან ეს საკითხი არ განეკუთვნება დოგმატიკის სფეროს: აქ საუბარი მიდის ეკლესიის ტრადიციის შესახებ, რამდენადაც მეორედ მოსვლის ჟამს ღმერთს ძალუძს მიცვალებულები ფერფლიდანაც აღადგინოს. თუმცა, მღვდელმთავრის სიტყვებით, სწორედ ამ ტრადიციას ეფუძნება ეკლესიის პოზიცია, რომლის მიღებასაც იგი სთავაზობს მორწმუნეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი იმ მიცვალებულის სხეულისათვის წესის აგება, რომელიც კრემაციისათვის არის გამზადებული, არ აღესრულება.
თავისუფალი თანაცხოვრების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებების თაობაზე კანონპროექტთან მიმართებით მაღალყოვლადუსამღვდელოესმა მეუფე გიორგიმ აღნიშნა, რომ ეკლესია ვერ დაუშვებს ორი ადამიანის თანაცხოვრებას ქორწინების საიდუმლოს მიღმა. მამაკაცისა და დედაკაცის კავშირი მიმართულია მეუღლეთა სულიერი სრულყოფილებისაკენ, ამიტომაც მათ ურთიერთობა ქორწინების საიდუმლოში აღიწევა ქრისტესა და ეკლესიას შორის ურთიერთობისაკენ. მით უფრო ეკლესიას არ ძალუძს დაუშვას ერთი სქესის პირთა თანაცხოვრება იმ საფუძვლით, რომ, კვიპროსის ეკლესიის მეთაურის სიტყვებით, წმინდა წერილი ბრძანებს, რომ ღმერთმა შექმნა მხოლოდ „მამაკაცის სქესი და დედაკაცის“.
მათ, რომლებსაც აქვთ მიდრეკილება ჰომოსექსუალიზმის მიმართ, პაფოსის მიტროპოლიტი ეკლესიის სახელით ურჩევს, რომ აწარმოონ სულიერი ბრძოლა საიმისოდ, რომ გამოხსნილ იქნენ მისგან, მსგავსად იმისა, როგორც ვაწარმოებთ ბრძოლას სხვა ვნებებთან. კანონებმა, როგორც ამას მიტროპოლიტი იმედოვნებს, არა უბრალოდ უნდა მოაწესრიგონ სოციალური განსხვავებები და მათი მიზანი არ არის ადამიანური ვნებების დაკმაყოფილება, არამედ, უმთავრესად ადამიანთა აღზრდა, ასევე ის, რომ გადახრები არ შეიტანოს ნორმაში.
მოსწავლეების რელიგიის გაკვეთილზე სავალდებულო დასწრებისაგან გათავისუფლების შესახებ საკითხზე ეკლესია მიიჩნევს, რომ მეტისმეტი მგრძნობელობა სხვა სარწმუნოების წარმომადგენელთა მიმართ შობს დიდ უსამართლობას უდიდეს უმრავლესობაში მყოფი ბერძენი მოსწავლეების მიმართ. ამ საგნის იმავე ფარგლებში მოსწავლეები, ასეა თუ ისე, ეცნობიან სხვა რელიგიებს და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს.

თარგმნა დავით ჩიკვაიძემ

წყარო