ელადის მთავარეპისკოპოსი, რომის პაპი და მსოფლიო პატრიარქი მიგრანტებთან, დეკლარაცია (ტექსტი)

18/04/2016
By

img2016041612071757120ed532d6a_topo2მიგრანტთა კრიზისი: პაპი ფრანცისკე სტუმრობს ლტოლვილთა ბანაკს საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე

პაპი ფრანცისკე სტუმრობს საბერძნეთის კუნძულ ლესბოსის ლტოლვილთა ბანაკს, რათა გამოხატოს მხარდაჭერა იმ მიგრანტებისადმი, რომლებიც ცდილობენ ჩრდილო ევროპაში შეღწევას.

ამჟამად ათასობით ლტოლვილი შეჭრილია კუნძულ ლესბოსის ტერიტორიაზე,  მას შემდეგ რაც ერთი თვის წინ, ევროკავშირი შეუთანხმდა თურქეთის სახელმწიფოს, რომ მოაგვარებდა მიგრანტთა შემოდინების პროცესს. მორიას ბანაკში განთავსებულ 3 000-ზე მეტ მიგრანტთაგან, გამორიცხული არაა, რომ ზოგიერთის თურქეთში დეპორტაცია მოხდეს.

ვატიკანი ამტკიცებს, რომ პაპის ვიზიტი არის წმინდა ჰუმანიტარული და რელიგიური ხასიათის, მისი აღქმა არ შეიძლება, როგორც დეპორტაციის მიმართ კრიტიკა. მიუხედავად ამისა ვატიკანი ოფიციალურად აკვირდება მიგრანტებს, კარდინალმა ანტონიო მარია ველიომ აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრი თურქეთი ეპყრობა მიგრანტებსს,როგორც უბრალო საგნებს და აკნინებს მათ ადამიანურ ღირსებას.

,,სასაფლაო’’

უამრავი ლტოლვილი შეიკრიბა მორიას ბანაკთან, რათა ეხილათ პაპი. ზოგიერთი მათგანი ბანერების მეშვეობით  ითხოვდა დახმარებას. მოგვიანებით, მიგრანტებმა მოითხოვეს უკეთესი მოპყრობა და ევროპაში დარჩენის უფლება.

ლესბოსზე თავისი ვიზიტის შესახებ პაპმა უთხრა რეპორტიორებს, რომ ამ მოგზაურობისათვის თანმდევია მწუხარება, რადგან ესაა -,,მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ყველაზე უარესი ჰუმანიტარული კატასტროფა. ჩვენ შევხვდებით ბევრ ადამიანს, რომლებიც იტანჯებიან და ილტვიან. მათ არ იციან თუ საით უნდა წავიდნენ, აგრეთვე მოვინახულებთ ზღვის სასაფლაოს.’’

პაპი შეხვდა ლესბოსის მიტილინის აეროპორტში საბერძნეთის პრემიერ მინისტრს ალექსის ციპრასს,  პატრიარქ ბართლომეოსს (მსოფლიოს მართლმადიდებელ ქრისტიანთა სულიერ ლიდერს) და საბერძნეთის მთავარეპისკოპოს იერონიმე II-ს.

მორიას ბანაკში პაპმა აგრეთვე წუთიერი დუმილით პატივი მიაგო იმ ხალხთა ხსოვნას, რომლებიც ზღვის გადაკვეთისას, უკეთესი ცხოვრების ძიების დროს, დაიღუპნენ.

საბერძნეთის სახელმწიფო ERT ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პაპმა ფრანცისკემ მოისურვა 10 ლტოლვილის თავისთან წაყვანა იტალიაში, ვატიკანის სპიკერმა რევ ფედერიკო  ლომბარდმა კი განაცხადა, რომ არ შეეძლო კომენტარის გაკეთება.

ვიზიტის წინა დღეს ერთი სირიელი შეეცადა თავის მოკვლას მას შემდეგ რაც გაიგო, რომ შეიძლებოდა თურქეთში დეპორტირებულიყო, პოლიციამ იგი გადაარჩინა.

 

წყარო-http://www.bbc.com/news/world-europe-36060360

სხვა წყაროები: რომის პაპის ისტორიული ვიზიტი საბერძნეთში

პაპი ფრანცისკეს, პატრიარქ ბართლომესა და მთავარეპისკოპოს იერონიმეს ერთობლივი დეკლარაცია

ჩვენ, პაპი ფრანცისკე, მსოფლიო პატრიარქი ბართლომე, ათენისა და სრულიად ელადის მთავარეპისკოპოსი იერონიმე, შევხვდით საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე, რათა ჩვენი ღრმა შეშფოთება გამოვხატოთ უამრავი ლტოლვილის, მიგრანტისა თუ თავშესაფრის მაძიებლის ტრაგიკულ მდგომარეობაში ყოფნის გამო, ვინც გამოექცა კონფლიქტურ სიტუაციებს, ხშირად ყოველდღიურ სასიცოცხლო საფრთხეს და ევროპაში მოვიდა. მსოფლიომ არ შეიძლება ყურად არ იღოს ძალადობითა და შეიარაღებული კონფლიქტით გამოწვეული კოლოსალური ჰუმანიტარული კრიზისი, რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობათა დევნა და გადასახლება, ოჯახების საკუთარი სახლებიდან აღგვა, მათი ადამიანური ღირსების, ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლების შელახვა.

იძულებითი მიგრაციისა და გადასახლების ტრაგედია მილიონობით ადამიანს ეხება და, ძირითადად, კაცობრიობის კრიზისია, რაც სოლიდარობის, თანაგრძნობის, გულუხვობისა და რესურსების მყისიერი პრაქტიკული გამოყენებისკენ მოგვიწოდებს. ლესბოსიდან მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ გაბედულად უპასუხონ ამ მასიურ ჰუმანიტარულ კრიზისსა და მის გამომწვევ მიზეზებს დიპლომატიური, პოლიტიკური და საქველმოქმედო ინიციატივებითა და თანამშრომლობით როგორც ახლო აღმოსავლეთში, ასევე ევროპაში.

ჩვენ, როგორც ეკლესიების მეთაურები, ვერთიანდებით მშვიდობის მოთხოვნით და მზადყოფნას ვაცხადებთ, რომ ხელი შევუწყოთ კონფლიქტების რეზოლუციას დიალოგისა და შერიგების გზით. ვაღიარებთ ლტოლვილების, მიგრანტების, თავშესაფრის მაძიებელთა დახმარებისა და მათზე ზრუნვის უკვე გამოვლენილ მცდელობას, ამასთანავე, მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ლიდერს, რომ ყველანაირი საშუალება გამოიყენონ კერძო პირებისა თუ რელიგიური ჯგუფების, მათ შორის ქრისტიანების, საკუთარ მიწაზე დასარჩენად, რომ, ადამიანის ძირითადი უფლების მიხედვით, მათ შეძლონ იცხოვრონ მშვიდ და უსაფრთხო გარემოში. არსებულ არამდგრად სიტუაციაში საჭიროა სასწრაფოდ, საყოველთაო საერთაშორისო შეთანხმებით, დახმარების პროგრამის შემუშავება კანონისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა თუ უმცირესობების დასაცავად, ტრაფიკინგისა და კონტრაბანდის წინააღმდეგ საბრძოლველად, საშიში მარშრუტების მოსასპობად, რომლებიც ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვაზე გადის, და უსაფრთხო დასახლების პროცედურების შემუშავება. ამგვარად ჩვენ შევძლებთ იმ ქვეყნებისთვის დახმარების გაწევას, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ტანჯვაში მყოფი უამრავი ადამიანის საჭიროებათა დაკმაყოფილებაში. განსაკუთრებულ სოლიდარობას ვუცხადებთ ბერძენ ხალხს, რომელთაც საკუთარი ეკონომიკური სიძნელეების მიუხედავად, კრიზისის დროს, გულუხვობა გამოიჩინეს.

ერთობლივად, საზეიმო ვითარებაში, მოგიწოდებთ, ომისა და ძალადობის დასრულებისკენ ახლო აღმოსავლეთში. დაე აღსრულდეს სამართლიანი და უწყვეტი მშვიდობა, მათი ღირსეული დაბრუნება, ვინც იძულებით მიატოვა საკუთარი სახლი. ჩვენ შევთხოვთ რელიგიურ ლიდერებს მეტი მცდელობა გამოავლინონ ყველა სარწმუნოების ლტოლვილთა მისაღებად, დასახმარებლად და დასაცავად. ხოლო რელიგიურმა და საერო დახმარების სამსახურებმა კოორდინაცია გაუწიონ მათ მუშაობას. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, ვიდრე ამის აუცილებლობაა, არ დახურონ დროებითი თავშესაფრები, რათა ლტოლვილის სტატუსი მიენიჭოს, ვისაც ეკუთვნის; გააფართოვონ დახმარების საშუალებები, რათა ყველა კეთილმოსურნე ადამიანთან ერთად დასრულდეს მიმდინარე კონფლიქტები.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ევროპას არ უნახავს მსგავსი ჰუმანიტარული კრიზისი. ამ სერიოზულ გამოწვევასთან გასამკლავებლად ჩვენ მოვუწოდებთ ქრისტეს ყველა მიმდევარს, რომ გაითვალისწინონ უფლის სიტყვა, თუ რის მიხედვით მოგვეგება ერთ დღეს: ‘რადგან მშიოდა და საჭმელი მომეცით, მწყუროდა და მასვით, უცხო ვიყავი და მიმიღეთ, შიშველი ვიყავი და შემმოსეთ, სნეული ვიყავი და მომინახულეთ, საპყრობილეში ვიყავი და მომაკითხეთ. .. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რაც გაუკეთეთ ერთს ამ ჩემს უმცირეს ამათგან, მე გამიკეთეთ.’ (მათე 25: 35-36, 40)

ჩვენი მხრივ, იესო ქრისტეს ნების მიხედვით, მტკიცედ და გულითადად ვადასტურებთ, რომ არაფერს დავიშურებთ ქრისტიანთა სრული ერთობისთვის. კვლავაც ვადასტურებთ, რომ ‘ქრისტიანთა შერიგება სოციალური სამართლიანობის ხელშწყობას გულისხმობს. .. ჩვენი მხრივ ვეცდებით მიგრანტებს, ლტოლვილებსა და თავშესაფრის მაძიებლებს ევროპაში ადამიანური მიღება აღმოვუჩინოთ’ (Carta Ecumenica, 2001). ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვით ლტოლვილთა, მიგრანტთა და თავშესაფრის მაძიებელთა შორის, ისევე როგორც სხვა მარგინალურ ჯგუფებს შორის ჩვენს საზოგადოებებში, ვიმედოვნებთ, რომ აღსრულდება ქვეყნის მსახურებაში ნაგულისხმები ეკლესიის მისია.

ჩვენი დღევანდელი შეხვედრა გამბედაობისა და იმედის გაღვივებას ემსახურება მათში, ვინც თავშესაფარს ეძიებს და ვინც მათ ეხმარება. ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ყველა დონეზე პრიორიტეტად დაისახონ ადამიანის სიცოცხლის დაცვა, მხარი დაუჭირონ ინკლუზიურ პოლიტიკას, რომელიც ყველა რელიგიას შეეხება. ხოლო ჩვენ, ჰუმანიტარული კრიზისით გამოწვეული მძიმე მდგომარეობა, რომელიც უამრავ ადამიანს შეეხო, მათ შორის ჩვენს ქრისტესმიერ ძმებსა და დებს, მუდმივი ლოცვისკენ მოგვიწოდებს.

 

ტექსტი მოგვაწოდა საქართველოს საელჩომ წმიდა საყდართან (ვატიკანში)

წყარო

სხვა  წყაროები:http://www.romereports.com/2016/04/16/full-text-lesbos-joint-declaration

https://www.patriarchate.org/-/joint-declaration-by-pope-francis-ecumenical-patriarch-bartholomew-and-archbishop-ieronymos-ii-16-04-2016-

 

 

ფოტოები:
13000113_10153695417267572_628817074207555358_n12973392_1230184616999230_4120062358917338838_o13006726_10154283317420628_7067571237667454833_nsyrian_refugees_pope

Print Friendly

Comments are closed.