მილოცვები პატრიარქს ქრისტიანი ლიდერებისაგან

16/08/2017
By

NISI20130111_0007561455_960-620x870მილოცვები საქართველოს პატრიარქს მსოფლიო  მართლმადიდებელი პატრიარქებისაგან, რომის პაპისა და მაღალიერარქი სასულიერო პირებისაგან.

 

მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის მილოცვა უნეტარეს ილია II-ს

 

მსოფლიო პატრიარქი ბართოლომე

 

მსოფლიო პატრიარქი ბართოლომე

უნეტარესო ძმაო,

ჩვენო უნეტარესო ძმაო, უფლისმიერი სიხარულით აღვსილნი, ყველა წმინდა ძმასთან ერთად ჩვენც გილოცავთ უდიდეს და მრავალწლიან მოღვაწეობას საქართველოს ეკლესიაში მას შემდეგ რაც გახდით ამ წმინდა ეკლესიის საჭეთმპყორბელი. განსაკუთრებით დიდ სიხარულით გიკავშირდებით მსოფლიო საპარიარქოდან და პირადად გილოცავთ თქვენი მფარველი წმინდანის დღესასწაულს და შევთხოვთ უფალს მოგცეთ ჯანმრთელობა და დღეგრძელობა, როგორც თქვენი უდიდესი შრომის საზღაური ჩვენი წმინდა მართმადიდებელი ეკლესიის სასარგებლოდ, უფლის ერის ხსნისათვის და მისი წმინდა სახელის სადიდებლად.

გეხვევით ჩვენო უნეტარესო ძმაო, აღვსილნი სადღესასწაულო განწყობით, ძმური სიყვარულით და უდიდესი პატივისცემით თქვენი პიროვნებისა და თქვენი  საქმეების მიმართ.

თქვენი დიდად მოყვარული და თქვენი სამსახურისათვის მუდამ მზად მყოფი,
კონსტანტინეპოლის პატრიარქი ბართოლომეოსი.

 


იერუსალიმის პატრიარქი
თეოფილე მესამე 

 

უნეტაროსო და უწმიდესო სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქო, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსო და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტო, ქრისტესმიერ უსაყვარლესო ძმაო და თანამწირველო ბატონო ილია, ძმური სიყვარულით გეხვევით და გაცნობებთ, რომ განსაკუთრებულად მოხარულნი ვართ  ჩვენთვის ესრეთ უსაყვარლეს  უნეტარესობასთან კონტაქტით და სიხარულით გვინდა მოგილოცოთ თქვენი მფარველი წმინდანის სახელობის დღესასწაული, გვინდა გისურვოთ რომ გაგაძლიეროთ უფალმა თქვენს დიდად საპასუხისმგებლო და ღვთივსათნო საქმიანობაში საქართველოს წმინდა ეკლესიის სამწყსოს ხსნისათვის და წმინდა სამების სადიდებლად.

გეხვევით უფლისმერი წმინდა სიყვარულით აღვსილნი და გითვლით მოკითხვას უფლის წმინდა მაცოცხლებელი საფლავიდან.

 

თქვენი ქრისესმიერი  ძმა,
იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე III

—————————————————————————————————————–


მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი
კირილე

 

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ,
ქრისტეს მიერ საყვარელო ძმაო და თანამწირველო!

გულითადად გილოცავთ თქვენი მოსახელე წმინდანის ხსენების დღეს!

უფლის დიდების მოშურნეობაში თქვენ მუდამ ესწრაფვით, ემსგავსოთ თქვენს ზეციურ მფარველ წმინდანს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობლური მსახურების მრავალი წლის განმავლობაში თქვენ მოიხვეჭეთ ღრმა პატივისცემა და სიყვარული სასულიერო და საერო დასისა, რომელთაც აძლევთ მაგალითს სწორი მოძღვრებისა სარწმუნოებითა და სიყუარულით ქრისტე იესუჲსითა (2 ტიმ. 1, 13 ).

უფლის წმინდა წინასწარმეტყველ ილიას ლოცვით, მაცხოვარმა თავისი მადლით განამტკიცოს თქვენში სულიერი და ხორციელი ძალები; გისურვებთ ყოვლადბრძენი შემოქმედის შეწევნას თქვენი შემდგომი საჭეთმყრობლური მოღვაწეობისთვის.

უფლისმიერი ძმური სიყვარულით,
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე

—————————————————————————————————————–


ბულგარეთის პატრიარქი ნეოფიტე

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ,
უფლისმიერო საყვარელო ქრისტესმიერო ძმაო და თანამოღვაწევ,
ღმერთი სიყვარულისა ჩვენ თანა!

მთელი გულითა და სულით გილოცავთ თქვენი ზეციური მფარველის – წმ. ელია წინასწარმეტყველის დღეს!

ლოცვით შევთხოვთ უფალს მისი შუამდგომლობით მოგცეთ ღმერთმა ურყევი ჯანმრთელობა, ხანგრძლივი სიცოცხლე, სულიერი სიმტკიცე და წარმატება თქვენს მაღალ საპასუხისმგებლო სამწყემსმთავრო მსახურებაში თქვენი წმინდა ეკლესიის, ღვთისმოყვარე სამწყსოსა და წმინდა მართლამადიდებლობის საკეთილდღეოდ.

მრავალჟამიერ თქვენ, წმინდა მეუფეო!

ძმური ქრისტესმიერი სიყვარულით,
ბულგარეთის პატრიარქი ნეოფიტე

—————————————————————————————————————–


 

პაპი ფრანცისკე

თქვენი ზეციური მფარველი წმინდანის, დიდი წინასწარმეტყველის, ელიას ხსენების დღესთან დაკავშირებით განსაკუთრებული სიხარულითა და სულიერი სიახლოვის განცდით ვუძღვნი თქვენს უწმინდესობას და უნეტარესობას ჩემს საუკეთესო, გულითად სურვილებს. არ მავიწყდება ჩვენი ორმხრივი პირობა ერთურთისათვის ლოცვისა, რომელიც გასულ წელს, თქვენს უძვირფასეს ქვეყანაში ჩვენი დაუვიწყარი შეხვედრისას ერთმანეთს აღვუთქვით. გარწმუნებთ რომ, პირნათლად ვასრულებ ამ დანაპირებს, განსაკუთრებით ამ საიუბილეო წელს, როცა საქართველოს ეკლესია ზეიმობს თქვენი უწმინდესობისა და უნეტარესობის აღსაყდრების მეორმოცე და დაბადებიდან ოთხმოცდამეხუთე, ასევე ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის მეასე წლისთავს.

შევთხოვ უფალს, რომ კვლავაც უხვად მოჰმადლოს თავისი ლოცვა-კურთხევა თქვენს პატრიარქულ მსახურებას, წყალობა და მფარველობა არ მოაკლოს თქვენი მამობრივი მზრუნველობის ქვეშ მყოფ ყველა ადამიანს. დაე, კათოლიკეთა და მართლმადიდებელთა წმინდანის, ელიას მეოხებით კიდევ უფრო განმტკიცდეს ჩვენი ერთობა იესო ქრისტეში, უფლისეულო ძმაო; მსურს კვლავაც გამოვხატო თქვენდამი ღრმა სულიერი სიახლოვის გრძნობა და გიძღვნათ ძმური მშვიდობის ამბორი.

პაპი ფრანცისკე

—————————————————————————————————————–


 

სრულიად საბერძნეთისა და ათენის მთავარეპისკოპოსი იერონიმე II

უნეტაროსო და უწმიდესო სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქო, ქრისტესმიერო უსაყვარლესო ძმაო და თანამწირველო ბატონო ილია, ძმური სიყვარულით გეხვევით და მოგესალმებით.

მოახლოვდა დიდი წმიდა წინასწარმეტყველ ილია თეზბიტელის ხსენების დღე რომელიცაა „ანგელოზი მიწისა და ადამიანი ცისა“, ყოველთა შემსმენელი „მფარველი და მკურნალი ქრისტეს ერის სულებისა და სხეულებისა“; – როგორც ამბობს ჩვენი მართმადიდებელი ეკლესიის ჰიმნოლოგი.

ავღნიშნავთ რა მისი ხსენების დღეს, განვადიდებთ მას და შევთხოვთ მეოხებას უფალთან; ამ დროს ჩვენი გული და გონება მოდის თქვენს უნეტარესობასთან,  რადგანაც ამ უსათნოეს დღეს არის თქვენი წმინდანის სახელობის დღე, ამიტომ ჩვენი სინოდის აღნიშნული წერილით გვინდა გამოგიგზავნოთ მხურვალე მოლოცვები, ისევე როგორც პირადად ჩემი მხრიდან, ასევე ჩვენი წმინდა სინოდისა  და ასევე სრულიად საბერძნეთს წმინდა ეკლესიის სამწყსოს მხრიდან.

მადლობას მოვახსენებთ უფალს რათა გაგვხადა ღირსნი, ვიყოთ საქართველოს წმინდა ეკლესიის  მწყემსთავრის, თქვენი უნეტარესობის ძმობილი, რომელსაც წელს შეგისრულდათ აღსაყდრებიდან ორმოცი წელი. მთელი გულით გისურვებთ რომ უფალმა დაგიცვათ და ურყევად და უშფოთველად გაგიხანგრძლივოთ თქვენი სიცოცხლის დღეები, რათა მწყემსოთ უფლის მიერ მონდობილი სამწყსო და სიბრძნითა და მოწყალებით მართოთ თქვენი წმინდა ეკლესიის  კარვის საჭე, ისე როგორც ამას აკეთებდით დღემდე, წმინდა სამების სადიდებლად და წმინდა მართმადიდებელი ეკლესიის საკეთილდღეოდ.

გეხვევით ჩვენო უსაყვარლესო ძმაო აღვსილნი სადღესასწაულო განწყობითა და უფლისმიერი სიყვარულით.

თქვენი ქრისტესმიერი ძმა,
სრულიად საბერძნეთისა და ათენის მთავარეპისკოპოსი იერონიმე მეორე.

სხვა მაღალიერარქთა მილოცვები

Print Friendly

Comments are closed.