mleonide

m.leonideმღვდელმონაზონი ლეონიდე ებრალიძე

2014 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია ღვთისმეტყველების ბაკალავრის ხარისხით. სწავლა განაგრძო რომში, აღმოსავლეთის პონტიფიკალური ინსტიტუტში, საეკლესიო მეცნიერებების ფაკულტეტზე, აღმოსავლურ ლიტურგიის მიმართულებით. 2017 წლის ივნისში დაიცვა სამაგისტრო სადისერტაციო თემა ”Il rito gerosolimitano dell’ordinazione episcopale e il rito del intornizzazione del Kathalikos in Georgia durante i secoli.”  (”ეპისკოპოსად კურთხევის იერუსალიმური განგება და კათოლიკოსად აღსაყდრების განგება საქართველოში, საუკუნეთა მანძილზე”) უმაღლესი შეფასებით (Summa cum laude) და ჩაირიცხა ამავე ინსტიტუტის დოქტორანტურის პროგრამაზე. მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორის კონფერენციების მუშაობაში. არის რამდენიმე სტატიისა და გამოკვლევის ავტორი. მუშაობს ადრეული ლიტურგიული პრაქტიკების კვლევებზე. ფლობს იტალიურ, ინგლისურ, რუსულ, საეკლესიო სლავურ, ლათინურ და ძველ ბერძნულ ენებს. 2015 წლის 25 აგვისტოს აღიკვეცა მონოზვნად. ამავე წლის 18 ოქტომბერს ხელდასხმულია დიაკვნად.

Print Friendly

Comments are closed.