სინაქსისი ოთხ პატრიარქს სულთმოფენობის წირვაზე თანამსახურებისთვის იწვევს

18/06/2016
By

holyandgreat_logoროგორც ამ დღეებში გახდა ცნობილი სერბეთის ეკლესია გამოვიდა ინიციატივით კრებაზე თავიდან მოიწვიონ ის ოთხი ეკლესია, რომლებიც არ ესწრებიან კრებას, რასაც სინაქსის წევრები სიხარულით დასთანხმდენენ და გადაწყდა კიდეც შეედგინათ თხოვნის ტექსტი, სადაც აღნიშნული იქნებოდა, რომ სინაქსის მონაწილე პატრიარქები მდაბლად იწვევენ მოძმე პატრიარქებს კრებაზე, რომ კატარისა და ქორწინების დოკუმენტის გადაუწყვეტელ საკითხს არ შეუძლიათ მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობა განხეთქონ.

მონტენეგროს მიტროპოლიტმა ამფილოქემ წინადადებით მიმართა სინაქსისის თავმჯდომარეს, მსოფლიო პატრიარქს, რომ დროის დაკარგვის გარეშე პირდაპირ დაერეკა მის ყოვლადუწმინდესობას ოთხივე პატრიარქთან და მთელი სინაქსის სახელით ეთხოვა კვირას, სულთმოფენობის წირვაზე თანამსახურება, რაც მისმა ყოვლადუწმინდესობამ სხვა ადგილობრივ ეკლესიათა მეთაურების თანხმობით სინაქსის მსვლელობისასვე განახორციელა.

როგორც რუმინეთის საპატრიარქოს პორტალი basilica.ro იუწყება ამჟამად მიდის კრების დადგენილებათა ანალიზი, რათა კრებას, რომელიც ორშაბათს გაიხსნება ყველა ეკლესია დაესწროს. მანამდე კი მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინაქსი ყველა ადგილობრივი ეკლესიის მეთაურთ მოუწოდებს სულთმოფენობის წირვაზე კრეტის კათედრალში თანამსახურებისაკენ, რაც იქნება ნიშანი იმისა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია უთანხმოებათა მიუხედავად ერთობით აგრძელებს ცხოვრებას.

 

წყარო http://www.kreba2016.ge/

Print Friendly

Comments are closed.