“მამაო ჩვენოს” ახალი იტალიური თარგმანი

preghiera-contro-il-maleficioრომის კათოლიკური ეკლესიის იტალიის მღვდელმთავართა კრებამ (ეპისკოპოსთა კონფერენციამ), ამა წლის 12-15 ნოემებრს, გენერალური ანსამბლეის მიმდინარეობისას დაამტკიცა რომაული მესალის (სამღვდელო კონდაკი) იტალიური თარგმანის ახალი რედაქცია.

მესალის ახალ რედაქციაში განსაკუთრებული ყურადღება მიექცა “მამაო ჩვენოს” ტექსტის იმ მუხლის თარგმანს, სადაც განსაცდელზეა საუბარი. ძველი თარგმანი ასე გამოიყურებოდა: “e non indurci in tentazione (და ნუ ჩაგვაგდებ ჩვენ განსაცდელში)”, ახალ რედაქციაში კი იგივე ფრაზა შემდეგნაირად ითარგმნა: “e non abbandonarci in tentazione (და ნუ მიგვატოვებ ჩვენ განსაცდელში)”.

“მამაო ჩვენოს” ტექსტის ახალი, ადაპტირებული იტალიური თარგმანის აუცილებლობაზე წლების წინ საუბროდნენ ისეთი საღვთისმეტყველო ავტორტეტები, როგორებიც იყვნენ კარდინალები კარლო მარია მარტინი და ჯაკომო ბიფი. ბოლო პერიოდში პაპმა ფრანცისკემაც აღნიშნა რომ აუცილებელია ამ ტექსტის იტალიურ თარგმანში არსებული ხარვეზის გასწორება, რადგან ძველი თარგმანი სრულად ვერ გადმოსცემს ტექსტის იმ მნიშვნელობას, რომელიც მას ორიგინალში აქვს.

შესწორებული თარგმანის გამოყენება იტალიის სამღვდელოებისათვის მესალის ახალი რედაქციის დასტამბვის შემდეგ გახდება სავალდებულო.

Print Friendly

Comments are closed.