მორწმუნეთა შორის აგრესიაზე

14/08/2015
By

JNB_6204ავტორი: დეკანოზი ალექსი უმინსკი

არ მიმაჩნია, რომ აგრესიის დონემ იკლო, ის ტალღოვანია, მას საბაბი ჭირდება, მისთვის ეძებენ და ყოველთვის პოულობენ მიზეზებს.

საზოგადოებაში აგრესია მართვადია და ერთი კალაპოტიან მეორეში ადვილად გადადის. როგორც კი სიძულვილის ობიექტი თავს იჩენს, მისთვის მიმართულების მიცემაა საჭირო. მაგ. იყო საქართველოსთან ომი და აგრესიამაც თავისი გზა იპოვა. ამჯერად კი ის სხვა მიმართულებით უნდა წავიდეს. როცა აგრესიის ზღვარი მატულობს, ის კონკრეტული მიზნისაკენ არის მიმართული და მაშინ ადამიანები ანადგურებენ და მხეცურად უსწორდებიან ერთმანეთს, შემდეგ ყველაფერი დროებით მშვიდდება. აგრესია საზოგადოების განუყოფელი ნაწილია, მას ვერ მოირჩენ და ვერც უმკურნალებ. არც არავინ იწუხებს თავს მასთან ბრძოლით.

აგრესიული საზოგადეობა კომფორტული და ზევიდან ადვილად მართვადია, მთავარია საბაბი იპოვო; თანაც სახელმწიფოსთვის „ძალიან სასარგებლოა“, აგრესია გადამდებია, ის ადამიანებს ბრბოდ აქცევს, ინდივიდუალურობას აკარგინებს და შეუგნებელს ხდის.

შემდეგ ადამიანები ამ მსოფლმხედველობით ეკლესიაში მიდიან, რადგან ამ აზროვნებით ცხოვრება საკმაოდ მარტივია. პავლე მოციქული წერს: „ გაუწყებთ, ძმანო, რომ სახარება, რომელიც ჩემგან გეხარათ, არ არის კაცის მიერი ვინაიდან მეც კაცისგან როდი მიმიღია ან მისწავლია, არამედ იესო ქრისტეს გამოცხადებით. „ (გალ 1; 11-12) ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვებია და არ ჩვენს მიერ მოგონილი. თავისთავად სახარება – საკმაოდ „მოუხერხებელი“ წიგნია, ის ადამიანებს აგრესიასთან თანაცხოვრების საშუალებას არ აძლევს; „ჩემიანი – უცხო“, „მეგობარი-მტერი“, ახლობელი-შორებელი“-სახარებისთვის მიუღებელია.ეს რომ ჩვეულებრივი „ადამიანური“ წიგნი იყოს, როგორც სხვა ბევრი „ადამიანური“, რელიგიური წიგნი , მაშინ მტერი აღნიშნული, ხოლო „ჩემიანი-უცხო“ ზუსტად აღწერილი იქნებოდა. გვეცოდენებოდა ვინ არის ჩვენიანი და ვინ მტერი, ვის უნდა დავეხმაროთ, ვის უნდა ვემსახუროთ, ვის უნდა გაუნაწილოთ; ან ვის არ დავეხმაროთ, ვინ მოვატყუოთ ან გავანადგუროთ.

ასე რომ სახარება ეს ის წიგნია, რომელიც არ აძლევს ადამიანს საშუალებას შეიძინოს და გაამრავლოს აგრესია. მიუხედავად ამისა, ეკლესიაში ხშირად მოდის იდიოლოგიზირებული ადამიანი. იდეოლოგია ადამიანურია, ქრისტიანული რწმენა კი ღვთიური; ის განკაცებული, მიუწვდომელი ღმერთის საჩუქარია. ფრიად მოუხერხებელია ასეთ „არაადამიანურ“ რელიგიასთან ურთიერთობა, ამიტომაც ჩნდება ქრისტიანული რწმენის ქრისტიანული იდეოლოგიით ჩანაცვლების სურვილი.

იქ სადაც იდეოლოგიაა, თუნდაც მარლთმადიდებლურ – ქრისტიანული ნიშნით, მტრებიც ჩნდებიან – ეკლესიის მტრები, ისინი კი მრავლად არიან. მაშინ ეს აგრესია, რომელიც შეიძლება ქრისტეს წყალობით სიყვარულით, სინანულით და ჩვენი ფერიცვალებით განვკურნოთ, პირიქით -კეთილშობილდება, ძალას იკრებს და მტრის წინააღმდეგ ბრძოლის იარაღად გამოიყენება. ის არ ქრება,უბრალოდ სახეს იცვლის და სხვა ჩარჩოებში ექცევა. წარსულს ჩაბარდნენ ხალხის „კლასობრივი“ მტრები. ახლა ასეთები ეკლესიაში ჩნდებიან-უცხოები,“ არა ჩვენიანები“, ისეთები-ცალკე რომ უნდა გამოყო. ვიღაცა შენთვის ფუნდამენტალისტია, შენ კი მისთვის ზედმეტად ლიბერალი. ადამიანებს მყისიერად იმდენი „სიყვარულის“ გამოხატვა შეუძლიათ ერთმანეთისადმი, იმდენი საძაგლობის და საწყევარი სიტყვის წარმოთქმა, თითქოს ავიწყდებათ, რომ ერთი ბარძიმიდან ეზიარებიან.

კითხვებიც კი უჩნდებათ: „“ასეთებთან“ ერთი ჭურჭლიდან უნდა ვეზიარო?“ „შესაძლებელია კი ამ ადამიანებს, რომლებიც ასე ძალიან არ მოგვწონს, ქრისტიანები ერქვათ?“ ასე რომ აგრესია ეკლესიაში მშვენივრად გრძნობს თავს. ის რწმენის ბოროტ და ღვარძლიან სახეს იღებს, რომელსაც თითქოს და კეთილშობილი მიზანი- ჩვენი სიწმინდეების დაცვის სურვილი ამოძრავებს. შეგახსენებთ, ჩვენთვის ნაანდერძები სახარება – არ არის „ადამიანური“ ის არა იდიოლოგიზირებულია და შესაბამისად არც აგრესიას აქვს იქ ადგილი. ამიტომ მისგან (აგრესიისგან) განკურნების უნარი მხოლოდ ქრისტიანს შესწევს, რომელსაც შეუძლია მტერი შეიყვაროს, სიძულვილზე სიძულვილით და გარტყმაზე გარტყმით არ უპასუხოს. ჩვენ ამის უნარი გაგვაჩნია, შეგვეძლო სამყაროსთვის აგრესიიდან განკურნების მაგალითი მიგვეცა, მაგრამ სამწუხაროდ ეს ჯერ არ გაგვიკეთებია.

www.faith.ge

Print Friendly

Comments are closed.