მე ჩემი ღვთისმეტყველებით ვემსახურები ეკლესიას

10/03/2017
By

article_25525_129081პერგამოსის მიტროპოლიტი იოანე (ზიზიულასი)

ჟურნალ “Церковь и мир” – თან მიცემულ ინტერვიუში ცნობილი მართლმადიდებელი თეოლოგი პერგამოსის მიტროპოლიტი იოანე (ზიზიულასი) საუბრობს თავის სულიერ მოძღვარ სოფრონ სახაროვზე, ეკუმენურ მოძრაობაზე,   თუ რა მიღწევები და პრობლემებია რომის კათოლიკე და  აღმოსავლეთის ქალკედონამდელ  ეკლესიებთან საღვთისმეტყველო დიალოგში. რა ნიშნავს მისთვის ღვთისმეტყველება და რომელმა თანამედროვე მართლმადიდებელმა ღვთისმეტყველებმა იქონიეს მასზე გავლენა. ასევე მიტროპოლიტი იოანე პასუხს სცემს მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებზე ეკუმენურ მოძრაობაში აქტიური ჩართულობის გამო და ბოლოს იყო თუ არა წმინდა მარკოზ ეფესელი თავისი დროის ეკუმენური მოღვაწე.

Read more »

აღსარებანი ნეტარი ავგუსტინე (წიგნი პირველი)

28/02/2017
By

3249333776ნეტარი ავგუსტინეს “აღსარებანი” ლათინურ ენაზე ინგლისურენოვანი კომენტარებით იხილეთ ამ ბმულზე:

წიგნი პირველი 

ლათინურიდან თარგმნა და კომენტარები დაურთო ბაჩანა ბრეგვაძემ
წყარო

I

1. „დიდი ხარ შენ, უფალო, და ღირსი იმისა, რომ ყველა გაქებდეს: დიდია ძალა შენი და უსასრულოა სიბრძნე შენი“ [1]. და შენი ქება სურს კაცს, შენივე ქმნილებების უბადრუკ ნაწილს; კაცს, თავისი მოკვდავობით მოსილსა და თავისივე ცოდვით აღბეჭდილს, რომელიც მოწმობს, რომ შენა ხარ „მზვაობართა წინააღმდგომი“ [2]. და მაინც, შენი ქება სურს კაცს, შენივე ქმნილებების უბადრუკ ნაწილს. თვითონვე აღძრავ საიმისოდ, რომ შენი ქებით დატკბეს, რადგანაც შენთვის შეგვქმენი; და არ დაცხრება ჩვენი გული, ვიდრე არ განისვენებს შენში. მომეცი ძალა, უფალო, შევიცნო და მივხვდე, რითი დავიწყო: ჯერ გიხმო, ვიდრე ქებას შეგასხამდე, თუ ჯერ შეგიცნო და შემდეგ გიხმო? მაგრამ როგორ გიხმოს იმან, ვისაც ვერ უცვნიხარ? შენმა ვერმცნობმა შენ კი არა, შეიძლება სხვას უხმოს. ან, იქნებ, შენს შესაცნობად უმჯობესია ჯერ გიხმონ? „მაგრამ როგორ უხმობენ იმას, ვინც არა სწამთ? ან როგორ ირწმუნებენ მქადაგებლის გარეშე? და ადიდებენ უფალს მაძიებელნი მისნი“ [3]. მაძიებელნი ჰპოვებენ მას და მპოვნელნი ადიდებენ მას. მე  მოგძებნი, უფალო, შენი მხმობელი, და გიხმობ შენი მორწმუნე, რადგანაც შენი დიდება გვექადაგა ჩვენ. შენ გიხმობს, უფალო, ჩემი რწმენა, რომელიც მომეცი მე, რომელიც შთამაგონე მე შენი განკაცებული ძის მეოხებითა და შენი მქადაგებლის [4] მსახურებით.

_________________________________

[1] – ფსალმ. 144, 3; 146, 5.

[2] – იხ. იაკ. IV, 6; პეტრე V, 5.

[3] – რომ. X, 14; ფსალმ. 21,27.

[4] – ზოგიერთის კომენტატორის აზრით, აქ უნდა იგულისხმებოდეს ეკლესიის ერთ-ერთი უდიდეს მამათაგანი, მილანის არქიეპისკოპოსი ამბროსი მედიოლანელი (მილანელი; 340-397 წ.), რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ნეტარი ავგუსტინეს მოქცევაში.
Read more »

კულტურა და ფასეულობათა სისტემა

14/02/2017
By

value-systemავტორი: თეიმურაზ ბუაძე

 ( სტატია გული გონიერის” N 16 ნომრიდან)

სიტყვა „კულტურა“ ისე ხშირად, იმდენად მრავალფეროვანი კონკრეტული შინაარსით გამოიყენება და ჩვენი ყოფის ისეთი ფუნდამენტალური მნიშვნელობისა და ვრცელი გამოვლინებების მქონე ასპექტს აღნიშნავს, რომ შეუძლებელია მას ყოველთვის ერთნაირად განმარტავდნენ. ადამიანები საუბრობენ სულიერ, ზნეობრივ, ინტელექტუალურ, ეროვნულ, მეცნიერულ, მხატვრულ, ფიზიკურ, პირად და ა. შ. კულტურაზე.

ზოგადი თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, რომ კულტურა ადამიანის ფუნდამენტური, განსაკუთრებით სულიერი მისწრაფებების გარეგნული გამოხატულება, მისი შემოქმედებითი პოტენციის თვალნათლივი მიღწევებია. კულტურას ასევე განმარტავენ, როგორც ღირებულებათა ერთობლიობას. ფორმალური სხვაობის მიუხედავად, ეს ორი განმარტება, არსებითად ერთსა და იმავე რეალობაზე მიანიშნებს, რადგან სწორედ ფასეულობები აძლევს ჩვენს მისწრაფებებს ორიენტაციასა და საზრისს. ეს ორი განმარტება, რომლებიც ერთმანეთს ავსებს, ძალიან მოსახერხებელიცაა, რადგან ღირებულებათა ერთობლიობა კულტურათა კლასიფიკაციის, მათი ორიენტაციისა და მოქმედების სფეროს გარკვევის საშუალებას გვაძლევს, კულტურულ მისწრაფებათა უკან მდგომი სული კი თავად კულტურის ხარისხის, მისი სულიერების შეფასებაში გვეხმარება.

Read more »

ღვთის აღსარების კრიზისი აღსარების საიდუმლოში

jesu-gegenwart

ავტორი: იეროდიაკვანი ლეონიდე ებრალიძე

ეკლესიაში სინანულის საიდუმლოს ხშირად „აღსარება“ ეწოდება, ეს სიტყვა ბიზანტიურ ლიტურგიკულ ტრადიციაში ზმნა ἐξομολογέω-დან (ვაღიარებ) მოდის და გვახსენებს 135-ე ფსალმუნის პირველივე მუხლს: Εξομολογείσθε τω Κυρίω, ότιαγαθός, ότι εις τον αιώνα τοέλεος αυτού (აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისადე არსწყალობა მისი), თუმცა თანამედროვე ქართულ თარგმანებში ებრაული ზმნა yadáh  ხშირად თარგმნილია როგორც „ადიდეთ“, მაგრამ  სეპტუაგინტაში[1] (Εξομολογείσθε), ისევე როგორც ვულგატაში[2] (Confitemini), ზმნა თარგმნილია ქართულში „აღსარების“ საპირწონე ზმნებით, ამრიგად ფსალმუნის ეს მუხლი არის არა ღვთის დიდება (δόξα, gloriæ) არამედ არის „ღვთის აღსარება“.

რა კავშირია ორ ἐξομολογέια-ს, ორ „აღსარებას“ შორის? ანუ რა კავშირია ღვთისა და ცოდვათა აღსარებას შორის?

Read more »

„გძულდეს ღვთის მტერნი?“ როგორ დაამახინჯეს ერთი ციტატა

01/02/2017
By

the-crossშესაძლებელია, ქრისტიანს სხვა ადამიანი სძულდეს? თუნდაც ყველაზე ცუდი, ყველაზე ბოროტი და უვარგისი — შეიძლება თუ არა, ის გძულდეს და, იმავდროულად, სუფთა სინდისით თავს კვლავ ქრისტიანად მიიჩნევდე? ასეთი კითხვები უნებურად ჩნდება ინტერნეტ-შეხლა-შემოხლის კითხვისას ბევრ მართლმადიდებლურ ფორუმზე, სადაც მონაწილენი (სხვათა შორის, სულ ტყუილუბრალოდ!) თავს ესხმიან ერთმანეთს გრძნობით, რომელსაც სიძულვილის მეტს ვერაფერს დაარქმევ. ერთმანეთს თავს ესხმიან არც მეტი, არც ნაკლები — ჭეშმარიტების, ღვთის, მართლმადიდებლური რწმენის დასაცავად. საკუთარი სიმართლის უდავო დასტურად და არგუმენტად კი მოჰყავთ წმიდა ფილარეტ მოსკოველის სიტყვები, რომელიც დღეს გარკვეულ დევიზად იქცა „ჭეშმარიტი“ ქრისტიანული სიძულვილისთვის: „გიყვარდეს მტრები შენი, გძულდეს ღვთის მტრები და ურტყი მამულის მტრებს.“

Read more »

ინტერვიუ მსოფლიო პატრიარქთან

28/01/2017
By

8e16c75337ინტერვიუ მსოფლიო პატრიარქთან : მართლმადიდებელი ეკლესიის იდენტობას არა დიალოგი, არამედ მისი უარყოფა და იზოლაციის არჩევა უქმნის საფრთხეს

პატრიარქი ბართლომე ოც წელიწადზე მეტია ჩართულია გარემოს დაცვის საქმიანობაში, სწორედ ამიტომ მას ხშირად როგორც „მწვანე პატრიარქი“ ისე მოიხსენიებენ. 2008 წელს  ჟურნალმა „Time“ -მა იგი მსოფლიოს 100 გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა, ვინაიდან მან „გარემოს და ბუნების დაცვა  თანამედროვე მსოფლიოში სულიერ პასუხისმგებლობად აქცია“.  

განსაკუთრებით ბოლო დროს მსოფლიო პატრიარქი ბართლომე I – ისადმი ინტერესი საერთაშორისო დონეზე მუდმივ ზრდას ექვემდებარება. მან წარმოუდგენელი მონდომება ჩადო, რათა გასული წლის ზაფხულში კუნძულ კრეტაზე მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდი კრება მოეწვია. გარდა ამისა ის მუდამ გამოდის რელიგიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დასაცავად, გამოირჩევა ნოვატორული ინიციატივებით რაც მიმართულია მსოფლიო რელიგიებს შორის  ტოლერანტობის ზრდისადმი, აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო სამშვიდობო და გარემოს დაცვით საქმიანობაში.

Read more »

წმიდა მამები ევოლუციის შესახებ

25/01/2017
By

sotvorenie_gროგორ უნდა გავიგოთ შესაქმის ექვსი დღე   სიტყვასიტყვით თუ სიმბოლურად? ეს საკითხი არასოდეს ყოფილა ძირითადი ეკლესიაში საღვთისმეტყველო კამათების დროს. მაგრამ არც ერთიანი მოსაზრება და თანხმობა ყოფილა ოდესმე: გამოთქვამდნენ სრულიად განსხვავებულ პოზიციებს, მათ შორის, წმიდანებიც.

უნდა ითქვას, რომ ეს ფაქტი ერთ-ერთი მეტნაკლებად ნათელი მაგალითია იმ აზრთა სხვადასხვაობისა მეორეხარისხოვან საკითხებში, რომლებსაც არათუ არ განსჯიდა, არამედ მიესალმებოდა კიდეც ოდესღაც ნეტარი ავგუსტინე.

Read more »