სასუმელი ცხოვრებისა: ერთი ბარძიმი, რომელიც არის ვნება ქრისტესი

1ავტორი: მღვდელი გიორგი ცქიტიშვილი

სასუმელი ცხოვრებისა მოვიღო და სახელსა უფლისასა ვხადო (ფს. 115:13)

მიმდინარე პანდემიის დროს ყველგან ისმის კითხვა, თუ რაში მდგომარეობს სწორი რეაქცია? ეს კითხვა ჩნდება საზოგადოების მორწმუნე ნაწილშიც, რადგან თითოეულ ჩვენთაგანს გვაინტერესებს, მიუხედავად განსაცდელისა, როგორ გადავდგათ ჩვენი მართებული დამოკიდებულებით კიდევ ერთი ნაბიჯი ქრისტესკენ. „ჭირი არ დაგელევათ ამ ქვეყნად“ (ინ. 11:33), გვაფრთხილებს მაცხოვარი, მაგრამ ამ ჭირმა კი არ უნდაშეგვიყვანოს განსაცდელში“ (ლკ. 11:4; მათე 6:13), დაგვამორჩილოს მას, არამედ გაგვზარდოს. იაკობი თავის კათოლიკე ეპისტოლეში წერს: Read more »

მხოლოდ გარეგნული ნიშნით ხელზე და შუბლზე, ვერავინ შეძლებს იყოს მორწმუნე

11ავტორი – დეკანოზი თამაზ ლომიძე

ფოტოზე ჩანს იუდეველი კაცი, რომელიც ტეფილინებით ლოცულობს. ტეფილინი არის იუდეველთა ლოცვის ატრიბუტი. ესაა ტყავის ქამარი და მათზე დამაგრებული შავი, პატარა კოლოფი, რომელშიც დევს პერგამენტზე დაწერილი რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ციტატა თორიდან (მოსეს ხუთწიგნეულიდან). კოლოფებში თავისთავად შეუძლებელია იდოს მოსეს რჯულის 613-ვე მცნება, მაგრამ, იქაა უმთავრესი, იუდეველთა მრწამსი:
-“ისმინე ისრაელ, ერთია უფალი, უფალი ჩვენი ღმერთი…გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, მთელი შენი გულით, სულით და მთელი შენი ძალით…” (2 რჯ. 6, 4-9) Read more »

ეპისკოპოსი მაქსიმე: დავინახოთ ქრისტე ტანჯულებში

Bishop-Maxim-Vasiljevic-1024x7618 აპრილს სერბეთის საპატრიარქოს დასავლეთ ამერიკის ეპისკოპოსმა მაქსიმე ვასილევიჩმა სპეციალური მიმართვა გაუგზავნა მრევლს:

ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენ ვცხოვრობთ არნახულ დროში, სადაც მსოფლიო ფოკუსირებულია კორონა ვირუსის პანდემიაზე. კორონა ვირუსი მიესალმა სამყაროს და შეცვალა ყველა გზა, ხალხმა თავიდან დაიწყო ფიქრი თუ როგორ აკეთონ საქმეები და როგორ დააფასონ სიცოცხლე. Read more »

ეპისკოპოსი მაქსიმე: COVID -19-ს თანამედროვე ცივილიზაციაში ხელახლა შემოაქვს უდაბნოს განზომილება

vladika-maksimგასაოცარია, თუ როგორ შეძლო ერთმა უხილავმა ვირუსმა დიდი ქალაქების ხმაურის შეცვლა. ახლა, პირველად რაც ადამიანს ხვდება ყურში არის სიჩუმის ძალა. ცარიელია არა მხოლოდ ტაიმზსკვერი, არამედ ჰოლივუდიც. კალიფორნიაში დაინფიცირებულთა რიცხვი ათი ათასზე დიდია, აქედან ორი ათას ხუთასზე მეტი სანფრანცისკოს ყურეშია. გუბერნატორი ვარაუდობს, რომ მოსალოდნელია, მოსახლეობის ნახევარის დაინფიცირება მომდევნო რვა კვირის განმავლობაში. დასავლეთ ამერიკის ეპისკოპოსი მაქსიმე ვასილევიჩი (სერბეთის საპატრიარქო) ჩვენს გაზეთთან (Danas) საუბარში ამბობს, რომ ერთმა ვირუსმა ფარდა ახადა უძლიერესი სახელმწიფოს გამოფიტული ორგანიზმის სტაბილურობას, რაც გამოიწვია ანტისხეულის უქონლობამ.   Read more »

ვირუსი და ეკლესიოლოგიური დოკეტიზმი

anticoronaსაზოგადოებაში აქტიურად გრძელდება დავა კორონავირუსით გამოწვეული საფრთხეების ირგვლივ. აზრთა სხვადასხვაობაა რელიგიურ წრეებშიც. სასულიერო პირთა და ღვთისმეტყველთა ნაწილი ემხრობა სახელმწიფოს მიერ, ადამიანთა უსაფრთხოებისათვის დაწესებული შეზღუდვების მკაცრად დაცვას, მეორე ნაწილი კი მათ ურწმუნოებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ საკმარისია მრევლმა ერთმანეთთან დისტანცია დაიცვას, ზიარებისას კი ვირუსის გადადება შეუძლებელია. Read more »

ღვთისმსახურება პანდემიის პირობებში

0_7d797_614e9943_Lავტორი: ზურაბ ჯაში

კორონა ვირუსის პანდემიის გავრცელებამ სერიოზული გამოწვევის წინაშე დააყენა ეკლესია, საჭირო გახდა ადამიანთა სიცოცხლის დასაცავად გამოძებნოს შესაბამისი საღვთისმსახურო ფორმები. ეკლესიისთვის ძვირფასია ყოველი ადამიანის სიცოცხლე და განუწყვეტლივ ლოცულობს „მშვიდობისათვის ყოვლისა სოფლისა“, რადგან მას სწამს, რომ მიუხედავად რელიგიური აღმსარებლობისა, თუ მორალური და სულიერი მდგომარეობისა თითოეული პიროვნება შექმნილია ღვთის მარადიული და უსაზღვრო სიყვარულით დანარჩენ კაცობრიობასთან და მთელ სამყაროსთან ერთად; თითოეული პიროვნება გააცხადებს მასში აღბეჭდილ ღვთის ხატებას და მსგავსებას სრულიად განუმეორებელი სახით. ამიტომ, ეკლესიის მწყემსთავართ, ეპისკოპოსებს თვით უფალ იესო ქრისტეს მიერ დაევალათ იზრუნონ თითოეული სულის გადარჩენისთვის. როგორც თავად ის არის მწყემსი კეთილი, რომელიც “თავის სულს დადებს ცხვრებისთვის“ (იოანე 10:11), ასევე ვალდებული არიან ეკლესიის მწყემსთავარნი მსგავსი თავგანწირული სიყვარული გამოავლინონ მათი სულიერი შვილების მიმართ.

Read more »

მიტროპოლიტი იოანე ზიზიულასი: ეკლესია წმინდა ევქარისტიის გარეშე, უკვე აღარ არის ეკლესია

imageსერბულმა ინტერნეტ-ჟურნალმა САБОРНИК  (საბორნიკ), გამოაქვეყნა ინტერვიუ გამოჩენილ ბერძენ ღვთისმეტყველთან, პერგამოსის მიტროპოლიტ იოანე ზიზიულასთან. საუბრის თემა გახლდათ – წმინდა ევქარისტიასთან საღვთისმეტყველო, სამოძღვრო და პრაქტიკული მიდგომა კორონავირუსის ჟამს.

კორესპონდენტი: გვსურს, მოვისმინოთ თქვენი შეფასება შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რადგან თქვენი ღვთისმეტყველება თამაშობს ძალიან დიდ როლს ამ მეტად აქტუალური კრიზისის დროს.

მიტროპოლიტი იოანე: ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ჩემი თეოლოგია ვერ გამოდგება. საბერძნეთში უკვე დაკეტეს ეკლესიები და აღარ აღევლინება ლიტურღია. სერბეთში აღავლენენ?

Read more »