უკვდავება

08/11/2020
By

123830300_1849453381860671_6120437977928141107_nI ლექცია ციკლიდან „სიცოცხლე სიცოცხლის შემდეგ“

ავტორი: დეკანოზი ალექსანდრე მენი

 

ტექსტის მოწოდებისათვის მადლობას ვუხდით თამარ კოტრიკაძეს
და გამოქვეყნების უფლებისათვის – “კავკასიურ სახლს”
ალექსანდრე მენი. „სიცოცხლის, სიკვდილისა და რწმენის სიმბოლოს შესახებ“.
თარგმნა თამარ კოტრიკაძემ. თბ., 2019 წ. გვ. 304-331.

 

დღეს იმაზე ვისაუბრებთ, რაც თითოეულ ადამიანს ეხება. შეიძლება სიცოცხლის ხანმოკლეობა და წარმავალობა დავივიწყოთ, მაგრამ ის ადრე თუ გვიან მაინც შეგვახსენებს თავს.

როდესაც ადამიანი საკუთარ თავს მაღალ იდეალებს უყენებს, მიზნებს ისახავს, ხშირად ავიწყდება, ჩვენი ცხოვრება რამდენად მოკლეა. ბევრი ადამიანი წინათაც და ახლაც რაღაც ღვარძლიანი ნიშნისმოგებით ცდილობს ისეთი მეცნიერული არგუმენტები მოიძიოს, რომელიც ადამიანის სულის უკვდავების შესახებ უძველეს მოძღვრებას გააცამტვერებს. არადა ეს სხვა არაფერია, თუ არა მეცნიერებას ამოფარებული სწრაფვა განადგურებისაკენ, იმისკენ, რომ კაცობრიობას წაერთვას უსანუკვრესი, უძვირფასესი სასოება, თუმცა მისი მესვეურები ამაოდ ირჯებიან, რადგან ცივილიზაციის ყველა ეტაპი, ყველა საზოგადოება სულის უკვდავების იდეისაგან განუყოფელია.

Read more »

ერთი სამყარო ადამიანთა და ცხოველთათვის

tumblr_nfk5njy5wu1rci2r3o1_1280ადამიანი არ არსებობს „თავისი“ სამყაროს გარეშე, ეს უკანასკნელი კი არსებობს ღვთიური ნებით, როგორც ადგილი, სახლი, სამყოფელი ადამიანისა, ცხოველებისა და ყველა ქმნილებისა.

მნიშვნელოვანია სწორედ გავიაზროთ ის ბიბლიური ზმნები, რომლებიც განსაზღვრავენ ადამიანის მანდატს ქმნილებაზე და რომლებიც, როგორც წესი, ითარგმნებიან როგორც: „იუფლეთ მასზე; იბატონეთ ზღვაში თევზებზე, ცაში ფრინველებზე, და ყოველ ცოცხალ არსებაზე, რაც კი მიწაზე იძვრის“ (დაბ. 1:28). ადამიანი უნდა იყოს ნაყოფიერი, იბრძოლოს სიკვდილის წინააღმდეგ და განამტკიცოს სიცოცხლე, თავი დაიმკვიდროს და იცხოვროს დედამიწაზე, მაგრამ ეს „ავსეთ დედამიწა“ შეუძლებელია ნიშნავდეს მის გათელვას. გავიხსენოთ ისრაელიანების მიმართება აღთქმულ მიწასთან: მათ უნდა დაესახლებინა ეს მიწა, ეცხოვრათ მასთან სავსე ურთიერთობით, ანუ ჰქონოდათ საკუთრებაში, დაემუშავებინათ და დაეცვათ. სწორედ ეს არის ებრაული ზმნა kavash-ის მნიშვნელობა – არა იმდენად „დაუფლება“, რამდენადაც მიწის პატრონობა სასიყვარულო, ჰარმონიულ და მოწესრიგებულ ურთიერთობაში. Read more »

მიტროპოლიტი გიორგი ხოდრი: დიაკვნობასთან დაკავშირებული შეკითხვები

lifeofstlawrence-e1533666652684

  1. დიაკვნობის ბუნება

მართლმადიდებელ ეკლესიაში დიაკვნობა არ დგას რომაულ-კათოლიკური ეკლესიაში არსებული კრიზისის წინაშე, არც საერთოდ გამქრალა რეფორმატული ეკლესიებისაგან განსხვავებით, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ არც მისთვის განკუთვნილ როლს დაჰბრუნებია. მხოლოდ საღვთიმსახურო ფუნქციამდე დაყვანილმა დიაკვნობამ დაკარგა სოციალური ასპექტი და შეიძინა ზოგიერთი ადმინიატრაციული ფუქნციის ხასიათი, ეს ყოველივე კი, შესაძლოა ვაქციოთ დიაკვნის ჭეშმარიტი დანიშნულების შესახებ დისკუსიის საწყის წერტილად. Read more »

პირველი სექტემბერი – შესაქმისათვის ლოცვის საერთაშორისო დღე

იდეაპირველ სექტემბერს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ქრისტიანები ლოცულობენ შესაქმის, მისი დაცვისა და გადარჩენისათვის. ის, რაც „შესაქმეში“ იგულისხმება, ამ შემთხვევაში, არის ბუნებრივი გარემო, რომელიც უკვე წლებია იტანჯება ადამიანის უხეში, მომხმარებლური დამოკიდებულებით.

ერთის მხრივ ბუნებრივი რესურსების უკონტროლო და უსამართლო მოპოვებას, მეორე მხრივ კი გარემოს მზარდ დაბიძნურებას პირდაპირი ეფექტი აქვს არა მხოლოდ პლანეტის ეკოლოგიურ მდგრადობაზე, არამედ მილიარდობით ადამიანის სოციალურ და სამართლებრივ მდგომარეობაზე. ამიტომ არის, რომ გასული საუკუნის მეორე ნახევრიდან, მას შემდეგ, რაც ქრისტიანებმა დაიწყეს აქტიური საუბარი შესაქმის გადარჩენაზე, ეს თემა მჭიდროდ დაუკავშირდა სოციალური სამართლიანობისა და ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების საკითხს. Read more »

ქარისაგან რხეული ლერწამი

15/08/2020
By

~

ავტორი: იოანე კაზარიანი

ლერწმისა, ქარისაგან შერყეულისა (ლუკა. 7, 24)

მაცხოვრის ეს სახარებისეული სიტყვები, რომლითაც ჩვენი მოკლე სტატიაა დასათაურებული, ახალი აღთქმის მკითხველისთვის კარგადაა ცნობილი. ამ მუხლის მრავალი განმარტება არსებობს წმინდა მამებისგან. თუმცა, ის, რასაც ახალი არქეოლოგიური მონაცემების ფონზე თანამედროვე ბიბლეისტიკა გვთავაზობს, ქრისტეს ამ სიტყვების უფრო ღრმად გაგებაში გვეხმარება. ცნობილი გერმანელი ბიბლეისტები მარტინ ჰენგელი (Martin Hengel) და ანა მარია შვემერი (Anna Maria Schwemer), არანაკლებ ცნობილი ასევე გერმანელი ბიბლეისტის გერდ ტაისენის (Gerd Theißen), ქრისტეს ხსენებული გამონათქვამის ფრიად საინტერესო განმარტებას გვთავაზობენ, განიხილავენ რა მას  კონტექსტში. ეს არის ქრისტეს ხატოვანი გამოთქმა იოანე ნათლისმცემლის შესახებ (ლუკა. 7, 24 და შემდ. = მათე. 11, 7 და შემდ) და ხსენებული ბიბლეისტები მას შემდეგნაირად განიხილავენ:

რისთვის დადიოდით უდაბნოში? ქარისაგან რხეული ლერწმის ხილვად? … ლბილი სამოსით მოსილი კაცის ხილვად? მაგრამ ლბილი სამოსით მოსილნი … მეფეთა დარბაზებში არიან

Read more »

წმინდა წერილის ინტერპრეტაციებისა და განმარტებების პერმანენტულობა

22/07/2020
By

მართლმადიდებელ ეკლესიაში წმინდა წერილის ინტერპრეტაციებისა და განმარტებების პერმანენტულობის შესახებ

 

ავტორი: იოანე კაზარიანი

ამ სტატიაში განხილული თემა – საკმაოდ ღრმა და ფართოა, და რადგანაც მას აქ მცირე სტატიის (და არა მონოგრაფიის) ფორმატში განვიხილავთ, შევეცდებით, ამ საკითხის მხოლოდ იმ მხარეებზე გავამახვილოთ ყურადღება, რომლებიც ჩვენი აზრით უმნიშვნელოვანესია. ჰერმენევტიკაზე (როგორც მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების განუყოფელ ნაწილზე, რომელიც წმინდა წერილის ტექსტების ინტერპრეტაციას ახდენს და განმარტავს) საუბრისას ე.წ. მართლმადიდებლურ „ტრადიციონალიზმს“ შევეხებით.

Read more »

წმ. ისააკ ასური თანალმობის, სამართლისა და მხილების შესახებ

Isak_Sirinის საქმეები, რომელბსაც თან შეუბრალებლობა ახლავს, მამის თვალწინ დაკლული შვილივით არიან ღვთის წინაშე. იგი, ვინც სულით ავადმყოფია და ამხანაგს უსწორებს, იმ ბრმას ჰგავს, რომელსაც სხვების მეგზურობა უკისრია. თანალმობა და სამართალი ერთი და იგივე სულში ისე არიან, როგორც კაცი, რომელიც თავის სახლში ერთდროულად სცემს თაყვანს ღმერთსა და კერპს. ყველგან, თანალმობა არის სამართლის მტერი.

სამართალს ერთი საზომი აქვს, რომელიც ყველას თანაბრად უდგება და არ უსადაგებს არავის თავის მისაგებელს, მოქმედებს იმის მიხედვით, რასაც ხედავს. გულმოწყალება კი, სიკეთით აღძრული სურვილია რომელიც ყველაფერს შენდობას მოჰფენს; არ მიუზღავს მას ვინც ბოროტს იმსახურებს, არც მას ვინც კეთილს იმსახურებს, არამედ უხვად გასცემს ორმაგს.

როგორც აალებადი აბედი და ცეცხლი არ შეიძლება იყოს ერთ სახლში, ასევე სამართალი და გულმოწყალება ერთ სულში. როგორც ერთი მარცვალი ქვიშა ვერ გადასწონის ოქროს სიმრავლეს, ასევე ვერ გადასწონის ღვთისათვის სამართალი გულმოწყალებას. Read more »