ვატიკანის ოფიციალური წყარო ავრცელებს რომის პაპის – ფრანცისკეს კავკასიური ტურნეს პროგრამას, ის საქართველოში 2 და აზერბაიჯანში 1 დღე გაჩერდება.
30 სექტემბერი
30 სექტემბერს პაპი ფრანცისკე თბილისს ეწვევა,
- დაახლოებით 15:00 საათზე იგი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პრეზიდენტის სასახლეში, აქვე იგი მიესალმება დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.
- შემდეგ, პაპი პატრიარქ ილია II- ს ეწვევა საპატრიარქო რეზიდენციაში
- ხოლო დღის დასასრულს ეწვევა ასირო-ქალდეური წესის კათოლიკეთა წმ. სიმონის სახელობის ეკლესიას.
1 ოქტომბერი
- მეორე დღეს, პირველ ოქტომბერს მიხეილს მესხის მოედანზე გაიმართება მესსა და შეხვედრა საქართველოს კათოლიკე მრევლთან,
- ხოლო წირვის დასრულების შემდეგ მარიამის ზეცად აღყვანების საკათედრო ტაძარში იგი შევხდება კათოლიკე სასულიერო და საერო პირებს.
- შემდეგ გაემგზავრება წმ. კამილოს ცენტრში
- დასასრულს მოინახულებს ქალაქ მცხეთასა და სვეტიცხოვლის ტაძარს.
კვირას, ორ ოქტომბერს პაპი გაემგზავრება ბაქოში. ამით დასრულდება მისი ტურნე კავკასიაში; შეგახსენებთ, რომ ივნისის ბოლოს რომის პაპი სომხეთში იმყოფებოდა