ლოცვა პანდემიისას (ნაწილი II)

264557065_640გთავაზობთ ამონარიდს სავედრებელი კანონიდან “კანონი წმიდისა და ერთ-არსებისა სამებისა მიმართ, და ყოველთა წმიდათა მისთა, საშინელისა სრჳსათვის სენისა მიერ მოწეულისა. ჴმა ჱ“, რომელიც შესულია მართლმადიდებელი ეკლესიის კურთხევანში და იკითხება საყოველთაო სნეულების დროს

***

გალობა გ, სძლისპირი*:

 

განმაძლიერებელ მექმენ მე, დამბადებელო ცისაო და დამფუძნებელო ქუეყანისაო წყალთა ზედა; ქრისტე, დამამატკიცებელო ეკლესიისა კლდესა ზედა, რამეთუ არავინ არს წმიდა შენებრ კაცთ-მოყვარე.

ზეცისა ანგელოზთა გუნდნი, საყდარნი და მთავრობანი, ძალნი და უფლებანი გევედრებიან ძრწოლით სახიერსა და მაცხოვარსა: მომსრველისა ამის სენისაგან იხსენ მონანი შენნი.

გვიჩვენენ ჩვენ, მეუფეო, უფსკრული მოწყალებისა. ღმერთო ყოვლადძლიერო, მომსრველისა სენისაგან და ბოროტისა ჭირისაგან იხსენ მონანი შენნი, მხოლოო, რომელი სულგრძელ ხარ.

ვითარცა ხართ წინაშე ღმრთისა მდგომარედ სულად მსახურნი, ანგელოზთა მთავარნო, ევედრენით მას, რათა დააცხროს სენი ესე და განგუაშოროს წუხილნი და გვიხსნას სიკუდილ-შემოსილთა ჭირთაგან.

წყაროდ კურნებისად შეგმზადა შენ სახიერმან უფლამან, უფსკრულმან სიბრძნისამან შენ მიერ გამოსრულმან, სძალო ყოვლად უბიწოო, ამისთვის იხსენ მონანი შენნი ღელვისა მისგან სენთასა.

* ტექსტის გასამარტივებლად თანამედროვე ქართულში ხმარებიდან გასული ასოები, ისევე როგორც “უე” კომპლექსი, ჩანაცვლებულია შესაბამისი ასოებით.

პირველი ნაწილისათვის იხ. გალობა ა, სძლისპირი

Print Friendly

Tags: , , , , ,

Comments are closed.