ლოცვა პანდემიისას

264557065_640გთავაზობთ ამონარიდს სავედრებელი კანონიდან “კანონი წმიდისა და ერთ-არსებისა სამებისა მიმართ, და ყოველთა წმიდათა მისთა, საშინელისა სრჳსათვის სენისა მიერ მოწეულისა. ჴმა ჱ“, რომელიც შესულია მართლმადიდებელი ეკლესიის კურთხევანში და იკითხება საყოველთაო სნეულების დროს

***
გალობა ა, სძლისპირი*

 

ეტლთა მფლობელი ფარაო დაანთქა საკვირველმოქმედმან კვერთხმან მოსესამან, რომელმან გამოსახა სახე ჯუარისა, და განაღო ზღუა მეწამული და ისრაელი იხსნა, განმავალდ მეტყველი გალობისა უფლისა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს.

ყოველთა შემოქმედო, ერთ-ბუნებაო და სწორო მოსაყდრეო, და ერთო ძალითა, სამ-ნათლად სადიდებელო: მამაო მოუკლებელო, ძეო და სულო წმიდაო, ბოროტისა სენისაგან განგვაშორენ მონანი შენნი, რათა მადლობით გადიდებდეთ შენ.

ქართა შეცოდებისათა შთამაგდეს ჩვენ უფსკრულსა სნებისასა და ტკივილთა ძრწოლანი მომწყლავენ ჩუენ საწყალობელად. ერთო ძალო და სიმტკიცეო სამებაო წმიდაო, შემიწყალენ და დამიცვენ ჩვენ, ბოროტად განხრწნილნი და წარწყმედად მიწევნულნი.

ძვირის-ძვირთა ტანჯვათაგან გვიხსნენ, მონანი შენნი, სამებაო განუყოფელო, და ცვარითა მოწყალებისათა დაშრიტენ დამწველნი სიცხენი და ბოროტნი ტკივილნი და სიმრთელე მოგვმადლე, რათა მართლმადიდებლობით გადიდებდეთ შენ.

მხსნელისა და შემოქმედისა და ყოველთა მეუფისა მშობელო, რომელმან იტვირთნა ყოველნივე სენნი ჩვენნი, მას ევედრე საგალობელო, მძიმისა სენისაგან განთავისუფლებად მონათა შენთა, ჰოი, მიმადლებულო და შემწეო კაცთაო.

 

* ტექსტის გასამარტივებლად თანამედროვე ქართულში ხმარებიდან გასული ასოები, ისევე როგორც “უე” კომპლექსი, ჩანაცვლებულია შესაბამისი ასოებით.

Print Friendly

Tags: , , , , ,

Comments are closed.