მოწოდება ქველმოქმედებისაკენ

ვავრცელებთ ჩვენი ცენტრის წევრის მღვდელ ილია ჭიღლაძის იდეას და ჩვენი ცენტრი ვუერთდებით ამ მოწოდებას, გთხოვთ მიიღოთ აქტიური მონაწილეობა ამ კეთილშობილი იდეის განხორციელებაში; ჩვენის მხრივ ვიმედოვნებთ, რომ იდეის განხორციელების შემთხვევაში ქველმოქმედითი საქმიანობა დაყრდნობილი იქნება ღიაობის პრინციპზე.

Come aiutare il CAV di Siena“ჩვენს ქვეყანაში სოციალური სიღატაკის ფონზე მომხდარ იმ ტრაგედიებიდან რაც ჩემთვის ცნობილია, მხოლოდ ამ ბოლო ერთი თვის მანძილზე ორმა მამამ მოიკლა თავი (ვანში და რუსთავში), რადგან ვერ აძლევდნენ თავის მცირეწლოვან შვილებს ელემენტარულ საარსებოს. საზოგადოება იფარგლება მხოლოდ შეშფოთებით და სოციალურ ქსელებში ამ ინფორმაციების გაზიარებით, რეალურად ვართ აბსოლუტურად უმოქმედონი. ამ რამდენიმე კვირის წინ სოციალურ სივრცეში ზიარდებოდა იდეა, რომ ვისაც აქვს სახელფასო დარიცხვა საბანკო სისტემაში, ყოველთვიურად, ნებაყოფლობით ერთი ლარი ჩამოჭროდათ სოციალურად დაუცველთა დახმარების ფონდისათვის, ვფიქრობ ეს იდეა აუცილებლად მხარდასაჭერია, იგი ძალიან პროდუქტიული იქნება!

სოციალურად აქტიურ ახალგაზრდებს, მედიას და ყველა დაინტერესებულს გთხოვთ დაირაზმოთ ამ იდეის განსახორცილებლად, რადგან ეს არის ყოველი ჩვენთაგანის საზოგადოებრივი და პიროვნული ვალი, მცნება და ანდერძი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი:

“31და როდესაც მოვა ძე კაცისა თავისი დიდებით და ყველა წმიდა ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ დაჯდება იგი თავისი დიდების ტახტზე.
32 შეიყრება მის წინაშე ყველა ხალხი და გაარჩევს მათ ერთმანეთისაგან, როგორც მწყემსი გამოარჩევს ცხვრებს თხებისაგან. 33 და დააყენებს ცხვრებს თავის მარჯვნივ, ხოლო თხებს – მარცხნივ.
34 მაშინ ეტყვის მეუფე მის მარჯვნივ მდგომთ: მოდით, კურთხეულნო მამაჩემის მიერ, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი, თქვენთვის გამზადებული ქვეყნის დასაბამიდან. 
35 რადგან მშიოდა და მომეცით საჭმელი; მწყუროდა და მასვით; უცხო ვიყავი და შემიწყნარეთ; 
36 შიშველი ვიყავი და შემმოსეთ; სნეული ვიყავი და მომხედეთ; საპყრობილეში ვიყავი და მინახულეთ. 
37 მაშინ მართალნი პასუხად ეტყვიან მას: უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი და დაგაპურეთ? ანდა მწყურვალი და გასვით შენ?
38 როდის გიხილეთ შენ უცხოდ და შეგიწყნარეთ? ანდა შიშველი და შეგმოსეთ შენ? 
39 როდის გიხილეთ შენ სნეული, ან საპყრობილეში, და გინახულეთ? 39 ოდეს გიხილეთ შენ უძლური ანუ საპყრობილესა და მოვედით შენდა? 
40 მიუგებს მეუფე და ეტყვის მათ: ჭეშმარიგად გეუბნებით თქვენ: რითაც შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით მე შემეწიეთ. 
41 მაშინ ეტყვის მარცხნივ მდგომთაც: წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვისაა გამზადებული. 
42 რადგან მშიოდა და არ მომეცით საჭმელი; მწყუროდა და არ მასვით; 
43 უცხო ვიყავი და არ შემიწყნარეთ; მიშველი ვიყავი და არ შემმოსეთ; სნეული ვიყავი და საპყრობილეში, და არ მინახულეთ. 
44 მაშინ ისინიც პასუხად ეტყვიან მას: უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი, ან მწყურვალი, ან უცხოდ მყოფი, ან შიშველი, ან სნეული, ან საპყრობილეში და არ გემსახურეთ? 
45 მაშინ მიუგებს და ეტყვის მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რითაც არ შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით არც მე შემეწიეთ.
46 და წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი – საუკუნო სიცოცხლეში. ” (მათე, 25, 31–46)

მღვდელი ილია ჭიღლაძე

8.05.2014

Print Friendly

Comments are closed.