მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი და წმიდა კრების გამართვისა და საქმიანობის რეგლამენტი

009დოკუმენტი შეთანხმებულია ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურების შეხვედრაზე შამბეზიში (21-28 იანვარი, 2016 წ.), არ მიიღო ანტიოქიის საპატრიარქოს წარმომადგენლობამ.

ქვეყნდება მეთაურთა შეკრების განჩინების საფუძველზე.

 

თავი 1-ლი

შესავალი

წმიდა და დიდი კრება, ყოვლადწმიდა სამების მადლით, წარმოადგენს კანონიკური გადმოცემისა და მყარი საეკლესიო პრაქტიკის ავტორიტეტულ გამოვლენას ერთ, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის კრებსით სისტემასთან მიმართებით. იგი მოიწვევა მისი ყოვლადუწმიდესობის, მსოფლიო პატრიარქის მიერ ყველა აღიარებული ავტოკეფალური მართმადიდებელი ეკლესიის უნეტარესი მეთაურის დასტურით. კრება შედგება წევრებისგან, რომლებიც დანიშნული არიან ეკლესიათა წარმომადგენლობაში.

 

თავი მე-2

კრების მოწვევა

მსოფლიო პატრიარქი წერილობითი სახით შეატყობინებს ადგილობრივ ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურებს კრების მოწვევის შეახებ, სადაც:

  • აცხადებს კრებაზე განსახილვევლი და საერთომართლმადიდებლურად მიღებული საკითხების მოსამზადდებელი სამუშოს დასრულებას;
  • ნიშნავს კრების დროსა და გამართვის ადგილს, ყველა ადგილობრივი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის უნეტარესი მეთაურის დასტურით;
  • მოუწოდებს ადგილობრივ ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიებს, უნეტარეს მეთაურთა კრებებზე მიღწეული საერთომართლმადიდებელი შეთანხმებისამებრ დანიშნონ თავიანთი წარმომადგენლობა კრებაზე;

თავი მე-3

კრების შემადგენლობა

კრების წევრები არიან მღვდელმთავრები, დანიშნული თითო ავტოკეფალური ეკლესიის მიერ, როგორც თავისი წარმომადგენელი:

  • კრების წევრთა რაოდენობა განისაზღვრა ყველა ადგილობრივი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურთა შეკრებაზე, 2014 წლის მარტში, ფანარში.
  • დელეგაციას შეიძლება ახლდეს საგენგებო მრჩეველები: სასულიერო დასი, ბერები და საეროები, თუმცა მათი რიცხვი, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს ექვსს (6). ასევე მოიწვევა დამხმარე პერსონალი სამი ადამიანის რაოდენობით თითოეული ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის შემთხევევაში;
  • საგანგებო მრჩევლებს შეუძლიათ დაესწრონ კრების სხდომებს სიტყვისა და ხმის უფლების გარეშე, ამასთანავე მათ ევალებათ დაეხმარონ მუშაობაში კრების სამდივნოს და კრების კომისიებს, სადაც მათ გააჩნიათ სიტყვის უფლება და შეასრულონ მათზე დაკისრებული საგანგებო დავალებები;
  • კრების მუშაობისას, ყოველ მეთაურს შეუძლია თან იყოლიოს ერთი და/ან, თუ ეს შესაძლებელია – ორი მღვდდელმთავარი – საკუთარი ეკლესიის დელეგაციის წევრები. მეთაურს თავისი მრავალრიცხოვანი მოვალეობის გამო შეუძლია იყოლიოს თან ასეთივე ორი წევრი და მდივანი. ყველა მრჩეველი უნდა იჯდეს თავისი მეთაურის უკან;
  • იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ადგილობრივი ეკლესიის მეთაური ვერ დაესწრება კრებას, ან მის რომელიმე სხდომას, იგი უნდა ჩაანაცვლოს ამ ეკლესიის სხვა მღვდელმთავარმა, მათივე განაწესის მიხედვით;

თავი მე-4

კრების თავჯდომარეობა

  • კრების სხდომებზე თავჯდომარეობს მსოფლიო პატრიარქი. სხვა ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურები სხედან მის მარჯვნივ და მარცხვნივ, მსოფლიო საპატრიარქოს დიპტიხის მიხედვით;
  • ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიათა წარმომადგენლობის წევრები ნაწილდებიან დიპტიხისა და კრების გამართვის შენობაში მათთვის განკუთვნილ ადგილზე, ამასთანავე საგანგებო მრჩეველები საერთო სამუშაოს მოსახერხებლად სხდებიან მათ უკან;

თავი მე-5

თავჯდომარის უფლებანი

კრების თავჯდომარე:

  • აცხადებს კრების სამუშაო სხდომათა გახსნასა და დახურვას;
  • ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურებთან ერთად გეგმვას კრების დღის წესრიგის საკითხებზე მუშაობას, და ასევე თანამშრომლობს მათთან ყველა საპროცედურო საკითხისა და კრების მუშაობის საკითხების სასწრაფო გადაჭრისათვის;
  • ამტკიცებს ღმრთისმსახურებათა პროგრამას კრების სამუშაოთა მსვლელობისას;
  • წარმართავს თითოეული მსჯელობა-განხილვის კურსს, გამოდის რა მოკლე შენიშვნებით გარემოებათა მიხედვით, იმისთვის რომ კრების მსჯელობათა შინაარსი შეესაბამებოდეს კრების მიზნებს;
  • აძლევს კრების წევრებს სიტყვას და გამოდის თავმდებად მოქმედი განაწესის ზუსტი შესრულებისა და სწორი გამოყენებისათვის, რათა უზრუნველყოფილ იქნას სათანადო და საეკლესიო წერიგთან შესაბამისი სამუშაოთა მსვლელობა;
  • კოორდინაციას უწევს საერთომართმადიდებლური კრების სამდივნოს;

თავი მე-6

კრების სამდივნო

კრების სამდივნო არის საერთომართლმადიდებლური, რადგან:

  • მისი წევრია ყველა წარმომადგნელობის ერთ მღვდელმთავარი და ასევე წმიდა და დიდი კრების მომზადების მდივანი, რომელიც აკვირდება საერთომართლმადიდებელი სამდივნოს მუშაობას;
  • სამდივნოს წევრებს ეხმარებიან შესაბამისი მრჩეველები: სასულიერო დასი, ბერები და საეროები, რომლებიც ამოირჩევიან ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიათა წარმომადგელობიდან და ევალებათ წარმართონ სამდივნოს მრვალმხრივი მუშაობა. ასეთ მრჩეველთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ორ ადამიანს თითო დელეგაციიდან;

თავი მე-7

კრების სამდივნოს უფლებამოსილება

კრების სამდივნოს უფლებებია:

  • კრების მოსამზადადებელი პროცესის შესაბამისი მასალების მიხედვით საქაღალდეების შედგენა; კრების დღის წესრიგისა და ტექსტების მომზადება კრების სამუშაო ენებზე;
  • კრების სხდომათა ოქმების შედგენა;
  • პლენარულ სხდომათა და კრების კომისიათა მუშაობაში დახმარება;
  • კრების დისკუსიათა სინქრონური თარგმანის შესაბამისი ორგანიზება კრების სამუშაო ენებზე;
  • საგანგებო კომისიების შექმნა ,საზოგადოებისათვის კრების მუშაობის შესახებ გზავნილის მიწოდება და კრების მიმართვის შემუშავება;
  • ინფორმირება სხვა ქრისტიანული ეკლესიების თუ კონფესიების წარმოადგნელებისა, მათთვის კრების დღის წესრიგის საკითხთა საქაღალდის გადაცემით;
  • სასწრფო გადაწყვეტა ყველა არაგეგმიური პროცედურული თუ პრაქტიკული სახის საკითხისა;

თავი მე-8

კრების საქმიანობა

კრების საქმიანობა იწყება და სრულდება საერთომართლმადიდებლური საღმრთო ლიტურგიის შესრულებით, რომელზეც უპირატესობს მსოფლიო პატრიარქი, ხოლო თანამწირველობენ ყველა ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურები ან მათი წარმომადგენლები მსოფლიო საპატრიარქოს დიპტიხის შესაბამისად;

  • წარიმართება პლენარულ სხდომებისა და/ ან კრების კომისიათა სახით, გამომუშავებელი დღის წესრიგის მიხედვით, რომლის ტექსტები ერთხმად მიღებული იყო საერთომადიდებლური კრების წინა თათბირისა და ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურების შეხვედრაზე;
  • კრებაზე არ შეიძლება გამოტანილ იქნას ტექსტები ან ახალი საკითხები, რომლებიც არ იყვნენ ერთხმად აღიარებული საერთომართლმადიდებელი კრებისწინა თათბირებისა და მეთაურეთა შეხვედრების მიერ, გარდა კრების მიმართვისა. მისი პროექტი მომზადდება საგანგებო საერთომართლმადიდებლური კომისიის მიერ კრების მოწვევამდე ერთი კვირით ადრე და შეთანხმდება მართლმადიდებლ ეკლესიათა მეთაურებთან;
  • კრების მუშაობის საწყისი და დასკვნითი სხდომების გარდა, ყველა სხვა სხდომა წარიმართება დახურული კარის მიღმა;

თავი მე-9

მსჯელობა-განხილვები

  • მსჯელობა-განხილვა წარიმართება კრების ოფიციალურ ენებზე, სახელდობრ: ბერძნულად, რუსულად, ფრანგულად და ინგლისურად, აგრეთვე არაბულად, როგორც კრების სამუშაო ენა. თარგმნა მოხდება სინქრონულად;
  • საკითხები განიხილება იმ რიგით, როგორც ისინი დგანან კრების დღის წესრიგში. მსჯელობა მკაცრად ისაზღვრება ყოველი სხდომისთვის განსაზღვრული თემით;
  • ყველა არათემატური გამოსვლა იკრძალება, წინაამღდგეგ შემთხევევაში გამომსვლელს ჩამოერთმევა სიტყა, იმ გამონაკლისით, როდესაც ეს გამოსვლა ეფუძნება და ეხება პროცედურულ საკითხებს ან პირადის სახის შენიშვნას, ამიტომაც ასეთ შემთხვევაში გამომსვლელმა უნდა მიუთითოს თუ განაწესის რომელი დებულება ირღვევა;

თავი მე-10

კრების წევრთა მონაწილეობა კრებაზე

კრებაზე გამოსვლა შესაძლებელია თავისულად, მაგრამ არავის შეუძლია ისაუბროს, თუ წინასწარ არ გამოითხოვს და მიიღებს ნებართვას კრების თავჯდომარისგან;

  • კონკრეტულ თემაზე მსჯელობაში მონაწილეობის მსურველმა კრების წარმომადგენლებმა წინასწარ, წერილობით უნდა შეატყობინონ კრების სამდივნოს შესაბამის წევრს, რომელიც ადგენს გამომსვლელთა სიას და აძლევს მას კრების თავჯდომარეს;
  • ყოველი გამომსვლელის სიტყვა არ უნდა აღემატებოდეს ათ (10) წუთს, ხოლო მეორე გამოსვლისას, თუ საჭიროა ახსნა-განამრთება ან კრების თავჯდომარეს მიაჩნია იგი საჭიროდ და სასარგებლოდ – ხუთი (5) წუთი. ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურებს აქვთ ორჯერ მეტი დრო;
  • მიუღებელია შეუსაბამო სიტყვიერი გამოთქმები და პირადი წყენა კრების წევრთა შორის, რადგან ამგვარი რამ არამარტო უცხოა, არამედ ეწინაამღდგეგება კიდეც კრების მიზნებს;

თავი მე-11

ტექსტების შესწორებისათვის

სათითაო თემის განხილვა, შესწორებათა შეტანის წინადადება, დამატების შეტანა საერთომართლმადიდებლური კრებისწინა თათბირისა და მეთაურთა შეხვედრის დამტკიცეული ტექსტების და აგრეთვე კრების მიმართვისა:

  • მიიღება ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიათა დელეგაციების მიერ კრების სამდივნოში, რათა კრების თავჯდომარემ წარუდგიოს ისინი პლენარულ სხდომას, და მათ მიხედვით გამოტანილ იქნას ოფოციალური საკრებო გადაწყვეტილება;
  • ამგვარ შესწორებათა მიღება მათი განხილვის შემდეგ ხდება საერთომართლმადიდიდებლური პროცესის შესაბამისად, კონსენსუსის გზით ყველა ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიათა დელეგაციებს შორის. ეს ნიშნავს, რომ შესწორება, რომელიც არ იქნება მიღებული ერთხმად, არ დამტკიცდება.

თავი მე-12

ხმის მიცემა და ტექსტთა დამტკიცება

ხმის მიცემა განხილვისა და კრების ტექსტების გადახედვის შესახებ:

  • სრულდება ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ და არა კრებაზე წარმოდგენილ დელეგაციათა ცალკეული წევრის მიერ, მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურების ერთხმად მიღებული გდაწყვეტილებისამებრ;
  • ვითარება, რომ კრებაზე ხმას აძლევს ეკლესია და არა წარმომადგენლობის წევრი, არ გამორიცხვავს შესაძლებლობას, რომ ავტოკეფალურ ეკლესიის წარმომადგნელობის ერთი ან რამდენიმე მღვდელმთავარი დაიკავებენ უარყოფით პოზოციას, მიღებულ შესწორებათა და რომელიმე ტექსტისადმი სავსებით. დაუთანხმებლობის ფაქტი შედის კრების ოქმში;
  • ამგვარი უთანხომების შეფასება წარმოადგენს ამ მღვდელმთავრის ავტოკეფალური ეკლესიის შიდა საქმეს. ეკლესიას შეუძლია ხმა მისცეს შიდა უმრავლესობის გზით, რასაც გამოხატავს მისი მეთაური, ამავე დროს, ამ ეკლესიას უნდა მიეცეს შესაბამისი ადგილი და დრო წარმომადგენლობის შიგნით ამ საკითხზე მსჯელობისათვის;

თავი მე-13

ტექსტების მიღება და ხელისმოწერა

ერთხმად მიღებული ტექსტები კრების დღის წესრიგის საკითხთა მიხედვით დგება ოთხ ოფიციალურ ენაზე და გაააჩნიათ თანაბარი ძალა. ისინი:

  • ხელმოიწერება ყველა ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის ინიციალებით ყველა გვერდზე და კრების ყველა ენაზე, ხოლო დოკუმენტის ბოლოს ხელს აწერენ თავდჯომარე და კრების სხვა წევრები;
  • ხელმოწერილი კრების განჩინება და დიდი და წმიდა კრების მიმართვა მსოფლიო პატრიარქის საპატრიარქო წერილებით დაეგზავნებათ ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურებს, რომლებიც თავისი ეკლესიებს გააცნობენ მათ შინაარს. ამ დოკუმეტებს გააჩნიათ საერთომართლმადიდებლური აღიარება;

თავი მე-14

დამკვირვებელთა მონაწილეობა

დამკვირვებლები სხვა ქრისტიანული ეკლესიებიდან და კონფესიებიდან და აგრეთვე საერთოქრისტიანული ორგანიზაციებიდან ესწრებიან კრების გამხსნელ და დასკვნით სხომებს სიტყვისა და ხმის უფლების გარეშე;

თავი მე-15

ოქმების მომზადება

კრების მუშაობის ოქმები გაიშიფრება და დამუშავდება მიღებული წესით ოფიციალურ ენებზე გამოსაქვეყნებლად და ყველა ავტოკეფალურ ეკლესიასთან დასაგზავად საგანგებო საერთომართლმადიდებლური კრების სამდივნოს საოქმო კომისიის მიერ, დანიშნული ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურების განჩინებით.

თავი მე-16

პრესის ინფორმირება

  • თავჯდომარის და სხვა მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურთა ნებართვით, იქმნება სპეციალური კრების კომისია 14 წევრისგან (თითო ეკლესიიდან თითო წევრი), რომელთაც ეხმარებიან საგანგებო მრჩეველები, კომისია მუდმივად მიაწოდებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს კრების მუშაობის შესახებ ინფორმაციას;
  • მხოლოდ ის ჟურნალისტები, რომლებიც გაივლიან საჭირო აკრედიტაციას დიდი და წმიდა კრების მოსამზადებელ სამდივნოში, დაესწრებიან კრების საწყის და დასკვნით სხდომებს;

 

 

შამბეზი, 27 იანვარი, 2016 წ.

თარგმნა ირაკლი თეზელაშვილმა

წყარო: mospat.ru

Print Friendly

Comments are closed.