რუსეთის პატრიარქის პასუხი არჩილ ტატუნაშვილის შესახებ

06/03/2018
By

kr-1საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური საიტი აქვეყნებს შემდეგ ინფორმაციას:

“ა.წ. 5 მარტს, საღამოს, მივიღეთ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პასუხი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილზე, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის შესახებ გაიგზავნა.

უწმინდეს და უნეტარეს ილია ΙΙს,

სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქს

უწმინდესო და უნეტარესო,

უფლის მიერ საყვარელო ძმაო და თანამწირველო!

გულითადად მოგესალმებით და გისურვებთ ჯანმრთელობასა და ღვთის შეწევნას თქვენს საპატრიარქო მაღალ  მსახურებაში.

პასუხად 2 მარტით დათარიღებული თქვენი წერილისა, რომლითაც მოგვმართეთ თხოვნით, დახმარება გაგვეწია სამხრეთ ოსეთში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ქართული მხარისთვის გადმოცემაში, გაცნობებთ შემდეგს: თქვენი წერილის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ იქნა მიღებული მოცემული სიტუაციისთვის ყველა შესაძლო ზომა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ აღგვითქვა, რომ, როგორც კი მიიღებენ გამოძიების ფარგლებში ჩატარებული კრიმინალური ექსპერტიზის მონაცემებს, ცხედარს უმოკლეს ვადაში დააბრუნებენ. ა. ტატუნაშვილის ქართული მხარისთვის გადმოცემა იგეგმება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანადგომით.

ვუსურვებ თქვენს უწმინდესობას და უნეტარესობას, სულიერი და ფიზიკური ძალის სიმტკიცით განვლოთ წმინდა ორმოცეულის (დიდმარხვის) მაცხოვნებელი გზა, უცვლელად ვრჩები თქვენდამი ქრისტეს მიერი ძმური სიყვარულით.

 

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე

 

დამატებით გვინდა გაცნობოთ, რომ, სავარაუდოდ, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ხვალ ან ზეგ დაუბრუნებენ ოჯახს.”

წყარო

შევნიშნავთ, რომ არც ამ წერილშიც (როგორც წინა წერილებში) არაა სრულად გამოყენებული საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ოფიციალური ტიტულატურა , რომელიც 2010 წლის 21 დეკემბრის სინოდის სხდომის გადაწყვეტილებით განისაზღვრა – უწმიდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა.

 

Print Friendly

Comments are closed.