2015 წლის 30 მარტს, კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს მართლმადიდებლურ ცენტრში, შამბეზეში, ჩატარდა მესამე სხდომა საერთომართლმადიდებლური კრების მოსამზადებლად.
მესამე სხდომაზე დასრულდა განხილვა დოკუმენტისა: ”მართლმადიდებლური ეკლესიის წვლილი მსოფლიოში, სამართლიანობაში, თავისუფლებაში, ქვეყნებს შორის ძმურ სიყვარულში და რასობრივ და თუ სხვა დისკრიმინაციებში”. ასევე ამ სხდომაზე რედაქტირება გაიარა ზოგიერთმა აქამდე მიღებულმა გადაწყვეტილებამ.
სხდომის დაწყებას წინ უძღოდა სარედაქციო კომისიის ორ დღიანი მუშაობა (28-29 მარტი). ამას ხელმძღვანელობდა მიტროპოლიტი ამფილოქე (სერბეთის საპატრიარქო). ამის შემუშავებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს: ანტიოქიის, იერუსალიმის, რუსეთის, რუმინეთის საპატრიარქოებმა და ელადის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ.
სხდომა ჩატარდა მიტროპოლიტი იოანე ზიზიულასის (კონსტანტინეპოლის საპატრიარქო) ხელმძღვანელობით. სხდომაზე ასევე მონაწილეობა მიიღეს:
კონსტანტინეპოლის საპატრიარქო – პროტოპრესვიტერი გიორგი ცეცისი; არქიმანდრიტი მაქსიმე პოფოსი
ალექსანდრიის საპატრიარქო – კეიფთაუნის მიტროპოლიტი სერგი, არქიმანდრიტი ნიკილოზ იოანიდისი
ანტიოქიის საპატრიარქო – აკარის მიტროპოლიტი ბასილი
იერუსალიმის საპატრიარქო – მთავარეპისკოპოსი არისტარქე; ფ. იანგუ
რუსეთის საპატრიარქო – მიტროპოლიტი ილარიონი; დეკანოზი ნიკალაი ბალაშოვი და დიაკონი ანატოლი ჩურაკოვი
საქართველოს საპატრიარქო – მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა; პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე
სერბეთის საპატრიარქო – მიტროპოლიტი ამფილოქე და ეპისკოპოსი ირინეოსი
რუმინეთის საპატრიარქო – მიტროპოლიტი ნიფონი; დეკანოზი ვიოლენი
ბულგარეთის საპატრიარქო – მიტროპოლიტი იოანე; მიტროპოლიტი სერაფიმე
კვიპროსის მართლმადიდებლური ეკლესია – მიტროპოლიტი გიორგი; მ.სპირუ
ელადის მართლმადიდებლური ეკლესია – მიტროპოლიტი ქრიზოსთომოსი; მიტროპოლიტი ეგნატე და მიტროპოლიტი ქრიზოსთომოსი
ალბანეთის მართლმადიდებლური ეკლესია – მიტროპოლიტი იოანე; ეპისკოპოსი ნიკოლოზი
პოლონეთის ეკლესია – ეპისკოპოსი გიორგი; დეკანოზი ანდრეი კუზმა
ჩეხეთის და სლოვაკეთის მართლმადიდებლური ეკლესია – მთავარეპისკოპოსი გიორგი; არქიმანდრიტი სერაფიმე.
კომისიის სამდივნოს შეადგენენ შვეიცარიის მიტროპოლიტი იერემია, არქიდიაკონი იოანე ხრისავგისი და ვლასის ფიდასი(კონსტანტინეპოლის საპატრიარქო).


