ცხინვალში განიხილეს ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ სამწყსოს დაახლოების საკითხი რუსეთის მართლმადი–დებელ ეკლესიასთან.
„სამხრეთ ოსეთის“ „პრეზიდენტმა“ ლეონიდ ტიბილოვმა და ვლადიკავკაზისა და ჩრდილოეთ ოსეთის (ალანია) მთავარეპისკოპოსმა ზოსიმემ განიხილეს „რესპუბლიკის“ ტერიტორიაზე ახალი მართლმადიდებლური ტაძრის აგების შესაძლებლობა, რომლისთვისაც ადგილი უკვე გამოყოფილია.
„მიმაჩნია, რომ უკვე დროა სიტყვებიდან გადავიდეთ კონკრეტულ მოქმედებაზე. ჩვენდღეს მოვიწვიეთ კოლეგები რათა განგვეხილა რამდენიმე საკითხი და ჩვენი საერთო გადაწყვეტილება მისცემს ბიძგს ტაძრის მშენებლობას“, – აღნიშნა ლ.ტიბილოვმა მთავარეპიკოპოსთან შეხვედრაზე.
„სახელმწიფოს“ „მეთაურმა“ გულითადი მადლობა მოახსენა მღვდელმთავარს ჩრდილოეთ და „სამხრეთ ოსეთის“ ხალხის კეთილდღეობის ზრუნვისთვის.
„ჩვენ განვიხილავთ ყველანაირ საკითხს, რომელიც ეხება სარწმუნოებრივ ცხოვრებას, მათ შორის „სამხრეთ ოსეთის“ სამწყსოს დაახლოებას რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან. აქ დიდია თქვენი როლი და ჩვენ ვაფასებთ თქვენს ყურადღებას, რომელსაც იჩენთ „სამხრეთ ოსეთში“ არსებულ პრობლემებზე“, –აღნიშნა „პრეზიდენტმა“.
მთავარეპისკოპოსმა ზოსიმემ თავის მხრივ მადლობა გადაუხადა ლ.თიბილოვს იმ თბილი და ყოველთვის კეთილი დამოკიდებულებისთვის რასაც ის იჩენს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიისადმი და იმ ყურადღებისთვის, რომელსაც იჩენს არამარტო მატერიალური, არამედ ცხოვრების სულიერ საკითხებზე.
ფოტოზე: სოფელ ერედვის სამნავიანი ბაზილიკა (X ს.) – წმ. გიორგის სახელობის ქართული უძველესი ეკლესიაა, რომელიც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, იგი მიეკუთვნება ნაგებობათა იმ ტიპს, რომელიც შეიქმნა ადრეფეოდალურ ხანაში და დამახასიათებელია მხოლოდ ქართული ხუროთმოძღვრებისათვის. ამ ტიპის ბაზილიკები ჩვენი ქვეყნის გარეთ არ გვხვდება. ტაძარმა ჩვენამდე თავდაპირველი სახით მოაღწია.
თარგმნა ირაკლი თეზელაშვილმა