წმ. პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრის ოფიციალური განცხადება

Screen-Shot-2012-07-18-at-10.56.30-AM-300x243

წმინდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს. ღმერთმა აცხონოს მათი სულები

ცენტრი მზადყოფნას გამოხატავს შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმაროს სტიქიით დაზარალებულებს, განსაცდელის დაძლევას ერთად დგომით შევძლებთ.მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს საქართველოს ზოგადად და კონკრეტულად თბილისის რეკრიაციულ ზონას, შენარჩუნდეს პარკები და გამწვანებული ზონები; სკვერები და ტყეები, რათა შემდგომში მსგავსი ტრაგედია აღარ განმეორდეს.

დასასრულ, ჩვენს მკითხველს შევახსენებთ, რომ ღმერთი არ არის შურისმაძიებელი, არამედ ღმერთი სიყვარული არს – ბრძანებს წმ. იოანე მოციქული და ჩვენ ღრმად გვწამს, რომ სადაც უბედურება, გაჭირვება და ტრაგედიაა, უფალი უფრო ახლოსაა თავის ქმნილებასთან რათა ანუგეშოს და ფეხზე დააყენოს იგი.

– “ეს რა ანდაზა გაქვთ, ისრაელის მიწაზე რომ ამბობთ: მამებმა ისრიმი შეჭამეს და შვილებს კბილები მოეკვეთათო? ვფიცავ, ამბობს უფალი ღმერთი, თუ ვინმემ თქვას ამიერიდან ეს ანდაზა თქვენს შორის ისრაელში! აჰა, ჩემია ყველა სული: როგორც მამის სული, ისე შვილის სული მე მეკუთვნის; ოღონდ ცოდვილი სული უნდა მოკვდეს… თქვენ იტყვით: რატომ არ ისჯება შვილი მამის დანაშაულისთვისო? თუ შვილი სამართლიანად და სიმართლით იქცევა, იცავს ჩემს წესებს და ასრულებს მათ, ჭეშმარიტად იცოცხლებს! ცოდვილი სული უნდა მოკვდეს, შვილი მამის დანაშაულის გამო არ უნდა დაისაჯოს. არც მამა შვილის დანაშაულის გამო არ უნდა დაისაჯოს; მართლის სიმართლე მასზე იქნება, ბოროტეულის სიბოროტე მასზე იქნება.”

წინასწარმეტყველება ეზეკიელისი, 18:2-4 და 19-20 

გთავაზობთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიერ გადახდილი პანაშვიდის აუდიო ჩანაწერს.

Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.

სამების საკათედრო ტაძარი

14 ივნისი 2015 წელი

 

Print Friendly

Comments are closed.