შამბეზი, 21-28 იანვარი, 2016 წელი.

შეჯამება

წმიდა და დიდი კრების სამდივნოდან, 27 იანვარი 2016 წ.

მსოფლიო საპატრიარქოს მართლმადიდებლური ცენტრი შამბეზი-ჟენევაში.

მისი ყოვლადუწმიდესობის კონსტანტინეპოლის მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს მიწვევით, 2016 წლის 21-28 იანვარს მსოფლიო საპატრიარქოს მართლმადიდებლურ ცენტრში, შამბეზიში (ჟენევა) გაიმართა ადგილობრივ მართლმადიდებელ ელესიათა მეთაურების სინაქსისი.

დაესწრნენ:

მსოფლიო პატრიარქი ბართლომე;

პატრიარქი ალექსანდრიისა თეოდორე;

პატრიარქი იერუსალიმისა თეოფილე;

პატრიარქი მოსკოვისა კირილე;

პატრიარქი სერბეთისა ირინეოსი;

პატრიარქი რუმინეთისა დანიელი;

პატრიარქი ბულგარეთისა ნეოფიტე;

პატრიარქი საქართველოსი ილია;

მთავარეპისკოპოსი კვიპროსისა ქრიზოსტომოსი;

მთავარეპისკოპოსი ალბანეთისა ანასტასი;

მთავარეპისკოპოსი ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთისა რასტისლავი;

ვერ დაესწრნენ:

ჯანმრთელობის გამო: მათი უნეტარესობა პატრიარქი იოანე X ანტიოქიელი და ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტი საბა. პირადი მიზეზით – მთავარეპისკოპოსი ათენისა და სრულიად ელადისა იერონიმე. თუმცა, სამივე წარმოდგენილნი იყვნენ მათი ეკლესიების ოფიციალური დელეგაციების მიერ.

მართლმადიდებელ ეკლესიასთა მეთაურები შეთანხმდნენ შეჯერებულიყო წარსადგენი ტექსტები წმიდა და დიდი კრებისათვის.

24 იანვარს აღესრულა საღმრთო ლიტურგია წმ. პავლეს სახელობის სტავროპიგიალურ ტაძარში, სადაც მსოფლიო პატრიარქის უპირატესობით სწირეს ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურებმა და დელეგაციებმა, გარდა ანტიოქიის საპატრიარქოს დელეგაციისა.

სინაქსისის დროს, რომლის სხდომებიც შედგა მოციქულებრივი სულით – „ჭეშმარიტ ვიყვნეთ სიყუარულსა ზედა“ (ეფ. 4, 15), მეთაურებმა ერთობით დაადგინეს, რომ გამართულიყო წმიდა და დიდი კრება. კრება შედგება კრეტის მართლმადიდებლურ აკადემიაში 2016 წლის 16-27 ივნისს. კრებამდე მეთაურები მორჩილებით გამოითხოვენ წყალობასა და კურთხევას ყოვლადწმიდისა სამებისა და გულთბილად იწვევენ ლოცვისათვის ეკლესიის მთელ სისავსეს, სასულიერო დასსა და მორწმუნე ერს, წმიდა და დიდი კრების სხდომებამდე და მათ განმავლობაშიც.

საკითხები, რომლებიც ოფიციალურად და დადასტურებულად იქნება განხილული კრებაზე:

  1. მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე სამყაროში;
  2. მართლმადიდებლური დიასპორა;
  3. ავტონომია და მისი გამოცხადების წესი;
  4. ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები;
  5. მარხვის მნიშვნელობა და მისი შენახვა დღეს;
  6. მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან;

მეთაურთა განჩინებით ყველა მიღებული დოკუმენტი გამოქვეყნდება.

მეთაურებმა აგრეთვე იმსჯელეს და განსაზღვრეს, რომ დაფუძნდეს საერთომართლმადიდებლური სამდივნო, რომელიც დაკავდება კრების პროტოკოლის, მის გამხსნელ და დასკვნით სხდომებზე არამართლმადიდებელი დამკვირვებლების დასწრებისა და საბიუჯეტო საკითხებით.

აგრეთვე, მეთაურებმა გამოხატეს მხარდაჭერა ახლო აღმოსავლეთის დევნილი ქრისტიანებისადმი, და შეშფოთება მიტროპოლიტების პავლე იაზიგისა (ანტიოქიის საპატრიაქრო) და გრიგოლი იოვანე იბრაჰიმის (სირიული სამთავარეპისკოპოსო) გატაცების გამო.

სინაქსისი შეჯამდა ოთხშაბათ საღამოს, 2016 წლის 27 ივნისს, მისი თავჯდომარის – მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს მიმართვით.

თარგმნა ირაკლი თეზელაშვილმა

წყარო: www.patriarchate.org