წმინდა სინოდის დადგენილება (23.04.2013)

23/04/2013
ავტორი:

sapatriarqoo_2139 საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, გარდაბნისა და მარტყოფის ეპარქია მცხეთა-თბილისის ეპარქიას შეუერთდა. გარდაბნისა და მარტყოფის ეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე იაკობ იაკობაშვილი კი, ბოდბის ეპარქიას უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, ხობისა და ფოთის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა განუცხადა.

ესაა ჩვეულებრივი, რიგითი საგაზაფხულო სხდომა, რომელზეც წმინდა სინოდმა 2 საკითხი განიხილა. პირველი საკითხი ეხება ეპარქიებში არსებულ მდგომარეობას. გაკეთდა მოხსენებები, აღინიშნა, რომ უნდა გავაძლიეროთ ეპარქიებში ჩვენი საქმიანობა როგორც საგანმანათლებლო-კულტურული, სულიერი, ისე სოციალური მიმართლებით“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მისი თქმით, მეორე საკითხი შეეხებოდა ბოდბის მიტროპოლიტის მეუფე დავითის მიმართვას, რომლის მიხედვითაც მან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პენსიაზე გასვლა ითხოვა, წმინდა სინოდმა კი, ეს თხოვნა დააკმაყოფილა.

ჟურნალისტის კითხვაზე წმინდა სინოდის სხდომაზე, ხომ არ შეეხო საუბარი მიმდინარე აქტუალურ თემებს, როგორიცაა ID ბარათები და თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ტაძრების მდგომარეობა, მეუფემ უპასუხა, რომ როგორც წესი, სხდომაზე საუბარი მრავალ საკითხს შეეხება, თუმცა დადგენილება სინოდმა ამ 2 საკითხზე მიიღო.

„ვფიქრობთ საკითხებზე, რომელზეც ეკლესიას უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება, კვლავ და კვლავ მსჯელობის აუცილებლობა არ არსებობს. როცა დადგება ამის აუცილებლობა, ეკლესია თავის სიტყვას იტყვის“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

წყარო: http://news.ge

ჩვენის მხრივ მკითხველს შევახსენებთ ამ თემასთან დაკავშირებულ სხვა მასალებს, რომლებიც ჩვენს საიტზე გამოქვეყნდა:

საპატრიარქოს წმინდა სინოდის (05.07.2012) სხდომის ოქმი

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდალური კომისიის მიერ მიღებული შემაჯამებელი დოკუმენტი ინდივიდუალური ნომრების პრობლემასთან დაკავშირებით

არის თუ არა ინდივიდუალურ ნომრებსა და ელექტრონულ დოკუმენტებში აპოკალიპტური რიცხვი 666?

შტრიხ კოდების შესახებავტორი: ზაზა ოსმანოვი

„ბოლო ჟამი“ მართლმადიდებლურ ტრადიციასა და დღევანდელობაში -ავტორი: ზურაბ ჯაში

Print Friendly

კომენტარები გამორთულია.