რუმინეთში ანტიოქიისა და საქართველოს ეკლესიის დელეგაციები ჩავიდნენ

27/09/2016
By

14449759_1806453406265492_9105634526596650283_n

რუმინეთის პატრიარქმა მისმა უნეტარესობა დანიელმა 2016 წლის 26 სექტემბერს, ბუქარესტის საპატრიარქო ტაძარში უმასპინძლა მის უნეტარესობას,  ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქ, იოანე  X-ს და რუსთაველ მიტროპოლიტ იოანე გამრეკელს (საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელი).

ღვთისმსახურებას ოფიციალურად უძღვებოდა  ბუქარესტის სამთავარეპისკოპოსოს წარმომადგენელი, პრაჰოვის ეპისკოპოსი ყოვლადუსამღვდელოესი ტიმოთე.

თავის ქადაგებაში რუმინეთის პატრიარქმა განმარტა, რომ ბუქარესტში მიმდინარე ღონისძიებები ეძღვნება წმ.ანთიმოზ ივერიელის მოწამეობრივი აღსასრულიდან 300 წლისთავს. აღნიშნული სამახსოვრო ღონისძიება გვაძლევს საშუალებას, რომ მადლობა შევწიროთ ღმერთს იმ პასტორალური საქმიანობისთვის, რომელიც მიტროპოლიტმა ანთიმოზმა იღვაწა. იგი იყო ქართველი და უფლის მადლით გახდა ვლახეთის მთავარეპისკოპოსი.

            მიმდინარე ღონისძიებებით მადლიერება გამოვხატოთ წმ. ანთიმოზის  იმ ღვაწლისთვის, რაც მან გასწია ოტომანთა მმართველობის უმძიმეს პერიოდში, იგი გვაძლევს იმის ნიმუშს და მაგალითს, თუ როგორც უნდა ვიღვაწოთ ამ მძიმე მდგომარეობისას.         

მისმა უნეტარესობა დანიელმა ასევე გაიხსენა ის თანადგომა, რომელსაც მიტროპოლიტი ანთიმოზი უწევდა აღმოსავლეთში მცხოვრებ განსაცდელში მყოფ ქრისტიანებს.

წმ. ანთიმოზი ეხმარებოდა არა მხოლოდ ვლახეთში მცხოვრებ მართლმადიდებლებს, არამედ სხვა ქვეყანაში მცხოვრებ მორწმუნეებსაც. სწორედ მან შეგვკრიბა ჩვენ, რათა შეგვწეოდა მსახურებითი საქმიანობის გაუმჯობესებასა და ჩვენს ეკლესიებს შორის ძმური ურთიერთობის განმტკიცებისთვის, რათა განვაცხადოთ, რომ  ქრისტეს ეკლესია არის მხოლოდ ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია, რომელიც სრულადაა წარმოდგენილი თითოეულ ადგილობრივ ავტოკეფალურ ეკლესიაში.

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა გაიხსენა წმ. ანთიმოზის მიერ  დაბეჭდილი შრომები, რომლებიც აღმოსავლეთში მცხოვრებ ქრისტიანებს უნდა გამოეყენებინათ და მისი ღვაწლი, ანტიოქიასა და საქართველოში სტამბების დაარსებისთვის. ასევე ის კავშირებიმ, რომლებიც სწორედ მის მიერ დამყარდა საქართველოსა და რუმინეთის ეკლესიებს შორის.

დასასრულს რუმინეთის პატრიარქმა გაიხსენა ანტიოქიის ეკლესიის რამდენიმე მეთაურის ბუქარესტში ვიზიტი. ესენი იყვნენ: იოაკიმე V (1587),მაკარი |III (1653), ათანასე III დაბბასი (1700), ეგნატე  IV (1981, 1996 და 1998).

პატრიარქი მაკარი Ш 4 წლის მანძილზე იმყოფებოდა მოლდოვისა და ვლახეთის ტერიტორიაზე, ხოლო 1658 წელს ბუქარესტის იმდროინდელ საპატრიარქო ტაძარში აღასრულა რუმინეთის პატრიარქის ხელდასხმა.

თავის მხრივ ანტიოქიის პატრიარქმა მადლობა მოუხადა რუმინეთის პატრიარქს მოწვევისა და გულთბილი მიღებისთვის.

ჩვენთვის დიდად სასიამოვნოა რომ მოგვიწვიეთ იმ სიხარულის გასაზიარებლად, რომელიც ანთიმოზ ივერიელის დღესასწაულსა და უნეტარეს დანიელის აღსაყდრებიდან ცხრა წლისთავს უკავშირდება. ვლოცულობთ ჩვენს ძმებთან ერთად რათა რუმნინეთის მართლმადიდებელ ეკლესიას მოანიჭოს მრავალჟამიერი კურთხევა!

მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობა რუსთავის მიტროპოლიტმა იოანემ თავის მხრივ აღნიშნა, რომ წმ. ანთიმოზ ივერიელი წარმოადგენს ქრისტიანული მსოფლიოსთვის განკუთვნილ მაგალითს, იგი გახლდათ ქრისტიანთა შორის არსებული სიყვარულის დამმოწმებელი. მღვდელთმთავარი მოწამეობრივად აღესრულა და დაგვიტოვა მოღვაწეობის მაგალითი, რომ რთული ცხოვრებისეული პირობების მიუხედავად ბოლომდე ვზიდოთ ქრისტეს ჯვარი. დღეს, უფლის შეწევნითა და თქვენი უნეტარესობის მოწვევით, სამი ეკლესიის წარმომადგენლები შევიკრიბეთ, რათა მადლობა შევწიროთ ღმერთს იმ წყალობისთვის, რაც მან წმ. ანთიმოზის პიროვნების სახით გვიბოძა.

შეგახსენებთ რომ, ანტიოქიისა და საქართველოს  ეკლესიის დელეგაციები რუმინეთში იმყოფებიან, წმ. ანთიმოზ ივერიელის მოწამეობრივი აღსასრულის 300 წლისთავის აღსანიშნავად.

 

წყარო: http://basilica.ro/manifestarile-dedicate-sfantului-antim-au-inceput-delegatiile-bisericilor-antiohiei-si-georgiei-primite-de-patriarhul-romaniei/

მოამზადა გურამ ლურსმანაშვილმა

 

Print Friendly

Comments are closed.