ამ ბოლო დროს, საკითხი სომეხ მართლმადიდებელთა, ანუ ქალკედონიტთა შესახებ, სულ უფრო იპყრობს მკვლევართა ყურადღებას. სომხური ეთნოსის ისტორიის ბევრი ასპექტი უკვე აღწერილი აქვთ მეცნიერებს. თუმცა, ამ მრავალრიცხოვანი სტატიებისა და მონოგრაფიების მიუხედავად, რომელნიც აღწერენ სომეხ–ქალკედონიტთა პოლიტიკურ ისტორიას, მხოლოდ ცოტა მათგანი იყო მიძღვნილი მათი ღვთისმსახურების და მათ სასულიერო პირების ისტორიის კვლევისადმი. სომხურ-ქალკედონიტურ ცივილიზაციის და მათი გამოჩენილი ადამიანების მოღვაწეობის განხილვისას, ჩვენ გვინდა გავამახვილოთ ყურადღება, სომეხ ბერ-მონაზონთა იმ როლზე, რომელიც განუყოფელია მსოფლიო მართლმადიდებლური ბერ-მონაზვნობისა მთლიანობაში და უმეტესად პალესტინურისა.